Monday, December 27, 2010

ანონსი

24 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში IV–დ კლასმა (ლ. გეთიაშვილი) ჩაატარა სასკოლო–საახალწლო ღონისძიება ,,ნოეს კიდობანი".

Sunday, December 26, 2010

ანონსი

ჭადრაკის სპარტაკიადის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ლადო ნიაური (XII-ბ) და გიგა გაბადაძე (X-ბ).
გაიმარჯვა ლადო ნიაურმა, მეორე ადგილზე გავიდა გიგა გაბადაძე.

Wednesday, December 22, 2010

ანონსი

,,მხიარული სტარტები" ჰქონდა IV-დ კლასს (ლ. გეთიაშვილი). დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა გუნდმა ,,შევარდენი".

ანონსი

ჭადრაკის სპარტაკიადის დასკვნითი ტური ჩატარდება 23 დეკემბერს.

ანონსი

დღეს, 22 დეკემბეს, თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი X - XI კლასებს შორის. კონკურსი საინტერესოდ წარიმართა და წინა საახალწლო განწყობა შეუქმნა მონაწილეთ.
პირველ ადგილზე - XI–ა კლასი(რ. ღაჭავა)
მეორე ადგილზე - XI – გ (გ. ანთიძე)
მესამე ადგილზე - XI - ბ (დ. ჯეირანაშვილი)

Monday, December 20, 2010

ანონსი

ღეს , 20 დეკემბერს, ჩატარდება მიმდინარე სპარტაკიადის ფინალური შეხვედრა კალათბურთში IX–ბ და IX–ე კლასებს შორის.

ანონსი

თვითმმართველობის დარბაზი (საშუალო საფეხური) ატარებს ინტელექტუალურ კონკურს X -XI კლასებს შორის 22 დეკემბერს.

ანონსი

21 დეკემბერს ჩატარდება საახალწლო ზეიმი ჩვენი სკოლის პირველი კლასელებისთის. მათ სტუმრად ეყოლებათ თოვლის ბაბუა ნ. დუმბაძის სახელობის თეატრიდან.

Wednesday, December 8, 2010

მოგზაურობა სიკეთის სამყაროში

აფრიკის სახელმწიფოს მეფემ დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, მოიხმო ვეზირთუხუცესი და ეკითხება. გუშინ შევნიშნე, რომ ჩემს წალკოტში ნეფერები სიკეთის ხე გახმა, წადი, მოიარე, ქვეყანა და მოაგროვე სიკეთე თორემ ზურმუხტისფერი ხე ჭკნება, ბოროტება ცდილობს დაისადგუროს დედამიწაზე.
ასე იწყება ზღაპარი ,, მოგზაურობა სიკეთის სამყაროში", რომელიც წარმოადგინა ქ.თბილისის 94–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სსიპ სახცელმწიფო ზრუნვის სააგენტო ,,სათნოების" აღსაზრდელებთან ერთად. 15 ნოემბერს ქ. თბილისის 77–ე საჯარო სკოლაში ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,საქართველოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება.
ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო შევარჩიეთ პატარა მსახიობები, მოცეკვავეები, ჩავრთეთ მშობლები.
15 ნოემბერს დილიდანვე ყველა ღელავდა. პატარა მოცეკვავეები (ანი ესაკია, გიორგი ასანიძე) უკვე მერამდენედ იმეორებდნენ ცეკვის ილეთებს. ზრაპრის დაწყებისთანავე მთხრობელმა (ანი ღვედაშვილი) მიიქცია დარბაზის ყურადღება. მეფის (ირაკლი ერგემლიძე) გამოსვლამ ინტერესი გაუღვიძა მაყურებელს, ხოლო ვეზირის (ლუკა ყანდორელაშვილი) შეხვედრამ აზერბაიჯანელებთან, (სალომე იაკობიძე, მარიამ მახარაძე) ბერძნთან, (მიხეილ ანანოვი–,,სათნოება") სომეხთან (ხვიჩა გოგილაშვილი – ,,სათნოება") ბოშებთან (ნათია ტალოიანი, ანა აბრამიშვილი–,,სათნოება")ქურთთან, (მარიამ წიკლაური) და ებრაელთან (გიორგი ფოცხვერაშვილი) კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება , რომ ძმობა და სიყვარული, სიხარულის და სიყვარულის ცრემლები, ტანჯვის და შრომის ოფლი, ფსოუს წყალი, ქსნის ხეობის ცვარ–ნამი და წამებულთა ძვლების ოფლი, ეს ყველაფერი საქართველოა, ფესძვლიერი სიკეთის ხე.
ზღაპრის ბოლოს გამხმარი სიკეთის ხე შეიფოთლა. აზერბაიჯანელ ხეს სიკეთესი დაღვრილი ოფლის წვეთებ, ბერძენმა სამშობლოს მონატრების ცრემლები, ქურთმა თბილისის მოსახლეთა ფეხის მტვერი, სომეხმა სევანის ტბის წყალი, არარატის მთის ნაჟური, ბოშებმა ირმის ტბის წყალი, გარეჯელის ცრემლები, ებრაელმა განშორების ტკივილის ცრემლი დააპკურეს. ზღაპრის ბოლოს მეფის ბრძანებით ფერხული ჩააბეს და მრავალჟამიერი იმღერეს.
ქ. თბილისის94–ე საჯარო სკოლის კოორდინატორი
ირმა ჯანიაშვილი

Followers