Friday, February 25, 2011

25 თებერვალი ოკუპაციის დღე


დღეს 25 თებერვალია. საქართველოს ოკუპაციის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით პედაგოგმა ქ. ნატროშვილმა ჩაატარა ლექცია–სემინარი, რომელსაც VIII, IX და X კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ . მომხსენებელმა საინტერესოდ გააშუქა 1921 წლის თებერვლის და 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და პარალელი გაავლო ამ ორ ისტორიულ მოვლენას შორის.


გაკვეთილებს შორის 10 წუთუიან დასვენებაზე გაკეთდა რადიო რეპორტაჟი–25 თებერვალი ოკუპაციის დღეა.


ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თვითმმართველობის დარბაზმა შეაფასა გამოქვეყნებული გაზეთები და შედეგები ასეთია:


I ადგილი – 7–ა კლასი, ხელ–ლი: (მ. ეკალაძე)

II ადგილი – 8–გ კლასი, ხელ–ლი: (ლ. ტალახაძე)

III ადგილი – 10–ბ კლასი, ხელ–ლი: (ზ. გამყრელიძე)


Wednesday, February 23, 2011

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების გრიფის მინიჭების ახალ წესზე მუშაობა დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

გრიფირების მიზანია სკოლის სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, რამდენად შეესაბამება ეს წიგნები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.

შემუშავდა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. 2011-2012 სასწავლო წელს გეგმის დანერგვა სწავლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) დაიწყება. ამ ეტაპზე კონკურსი ცხადდება I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

სახელმძღვანელოს შეფასება განხორციელდება გრიფირების წესით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ტექნიკური პარამეტრების მიხედვით. შემუშავდა 40 შინაარსობრივი და 10 ტექნიკური კრიტერიუმი.

კონკრეტული კლასის სახელმძღვანელოების გრიფის მოქმედების ვადა 6 წლით განისაზღვრა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება ამ კლასის/საფეხურის შესაბამისი საგნის/საგნების სასწავლო გეგმა, რაც უკვე მინიჭებული გრიფის გაუქმების საფუძველია.

დიმიტრი შაშკინის თქმით, მნიშვნელოვანია რომ ახალი სახელმძღვანელოები როგორც პოლიგრაფიული ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით დახვეწილი იქნება. ამასთან, იქნება იაფი, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება და მთლიანად საფეხურს დაფარავს, რაც მშობელს მდგრადობის გარანტიას მისცემს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის ყველა ბავშვს სახელმწიფო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს.

შემუშავდა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით, მათ შორის: სახელმძღვანელო შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ხელს უწყობს ის მოცემული კლასის/საფეხურის საგნობრივი პროგრამის შედეგების მიღწევას; სახელმძღვანელო დაწერილია თანამედროვე სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით; მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; სახელმძღვანელოს შინაარსი (მაგ., ტექსტები, ილუსტრაციები, რუკები, აუდიო მასალა, აქტივობები) ითვალისწინებს მოსწავლის ასაკობრივ თავისებურებებს.

წლევანდელი სიახლე: წარმოდგენილ სახელმძღვანელოების სერიაში ყოველი მომდევნო კლასის წიგნი უნდა ეფუძნებოდეს და ავითარებდეს წინას. ასევე განისაზღვრა ტექნიკური პარამეტრები, მათ შორის ფორმატი, ტექსტის სტრიქონის სიგრძე, შიდა მინდვრის მინიმალური ზომა, შრიფტის ზომა და სხვ.

გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომებისა და პრინციპების მიხედვით არსებითად უნდა აღმოიფხვრას ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების სფეროში არსებული ხარვეზები, რის შედეგადაც სკოლები და მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.

Tuesday, February 22, 2011

ანონსი

უკვე 3 წელია ჩვენი სკოლა ,,სათნოებასთან" ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაში।" პროგრამაში მონაწილეობს 90 მოხალისე და 20 ბენეფეციარი.
მივიღედ მონაწილეობა ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,საქართველო ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება", რომელშიც წარმოვადგინეთ ზღაპარი ,,მოგზაურობა სიკეთის სამყაროში."
ასევე მივიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პროექტში: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო; აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!" ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დავრგეთ ცაცხვის ხეები და გავაშენეთ ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული გმირის უკვდავსაყოფად დავით ცეცხლაძის ხეივანი.
ამ პროექტში მონაწილეობდა მთელი თემი, დიდი თუ პატარა. აქტიურობდნენ ხეების დარგვაში დავით ცეცხლაძის შვილები.

ანონსი

წელსაც ტრადიციულად ტარდება მოსწავლეთა 65–ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია, რომლშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. უკვე განსახილველად წარდგენილია 16 ნამუშევარი ქართულ ლიტერატურაში, ქიმია – ბიოლოგიასა და უცხო ენებში.

ანონსი

94–ე საჯარო სკოლაში შექმნილია სამოქალაქო განათლების კლუბი ,,მაძიებელი," რომელშიც გაერთიანებულია X-XI კლასის მოსწავლეები.
კლუბის წევრები ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან და ერთად წყვეტენ სამოქალაქო განათლების აქტუალურ თემებს।
ამჟამად მუშაობენ პროექტზე, რომლის შესახებაც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს ვამბობთ.
მოუთმენლად ელოდებიან ღონისძიებას, რომელიც გაიმართება 72–ე საჯარო სკოლაში ტოლერანტობასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო კლუბის წევრები

  1. ქვარიანი ხათუნა
  2. მულაძე თამრიკო
  3. შეყილაძე ანა
  4. თაბაგარი გიორგი
  5. ქურდაძე ფიქრია
  6. ნადირაძე თამუნა
  7. თარგამაძე გიორგი
  8. გვრიტიშვილი ნინო
  9. გრიგოლავა ლაშა
  10. არევაძე რუსუდან
  11. კვარაცხელია ნინო
  12. ბოსტოღანაშვილი ანა / სუხიშვილი ნინო
  13. უშხვანი ქეთევანი
  14. ეზუგბაია არჩილი
  15. მარუაშვილო გიორგი
  16. აბრამიშვილი შალვა
  17. ექიზაშვილი თემური
  18. სოლოღაშვილი ნესტანი
  19. ტყემალაძე გიორგი
  20. ბენდელიანი თამუნა

სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი დადგინდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2011 წლის 1 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა.

2011 წლიდან სრულიად იცვლება სკოლებში პირველკლასელთა მიღების წესი, პროცესი გამჭირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. პირველად საქართველოში, ყველა სკოლისთვის პირველკლასელთა განაცხადების მიღების კონკრეტული ვადები დადგინდა, არ მოხდება მშობლის განაცხადის მიღება დადგენილ ვადამდე ან ვადის გასვლის შემდეგ.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ყველა სხვა პირველკლასელისთვის რეგისტრაცია 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით იწარმოებს.

იმისთვის, რომ ბავშვმა 15 სექტემბერს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი მიიღოს, აუცილებელია მშობელმა დროულად მიაკითხოს შერჩეულ საჯარო სკოლას და დარეგისტრირდეს არა უგვიანეს 15 მაისისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სამინისტროს ვებ.გვერდი www.mes.gov.ge, ან დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე: 31 89 40

სამოდელო გაკვეთილები. ადგილი–საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სააქტო დარბაზი 15 საათი.

რაიონი სკოლა მასწავლებელი
საგანი გაკვეთილის განრიგი
1 მთაწმინდა-კრწანისი №42 თევდორაშვილი მაია მათემატიკა 15 .02
2 მთაწმინდა-კრწანისი №43 საყიდაშვილი ნინო ქართული 16.02
3 მთაწმინდა-კრწანისი №47 ბეგიაშვილი თინა ინგლისური 17.02
4 მთაწმინდა-კრწანისი №51 ჭანკვეტაძე ლია მათემატიკა 18.02
5 მთაწმინდა-კრწანისი №65 გულითაშვილი ეკა ქართული 21.02
6 მთაწმინდა-კრწანისი №144 გამცემლიძე მარინა დაწყებითი 22.02
7 ვაკე-საბურთალო №158 კობახიძე თეონა ქართული 23.02
8 ვაკე-საბურთალო №122 კვიტატიანი თეა ბიოლოგია 24.02
9 ვაკე-საბურთალო №186 გურასაშვილი დარეჯან ინგლისური ენა 25.02
10 ვაკე-საბურთალო №151 გაბისონია თეა ქართული 1.03
11 ვაკე-საბურთალო 1-ლი ექსპ ნატროშვილი ნატო ბიოლოგია 2.03
12 ვაკე-საბურთალო №199 ოზბეთელაშვილი ნონა მათემატიკა 3.03
13 ისანი-სამგორი №74 მამალაძე მაია ბიოლოგია 4.03
14 ისანი-სამგორი №81 კოსტავა თინა ბიოლოგია 7.03
15 ისანი-სამგორი №83 ლობჟანიძე ელისო ქართული 8.03
16 ისანი-სამგორი №85 წამალაშვილი დავით მათემატიკა 9.03
17 ისანი-სამგორი №117 მეტონიძე მაია ფიზიკა 10.03
18 ისანი-სამგორი №178 იაკობაშვილი მეგი მათემატიკა 11.03
19 გლდანი-ნაძალადევი №6 მელქაძე თია ბიოლოგია 14.03
20 გლდანი-ნაძალადევი №7 მაისურაძე თამარ მათემატიკა 15.03
21 გლდანი-ნაძალადევი №8 ტოკლიკიშვილი ნინო ქართული 16.03
22 გლდანი-ნაძალადევი №9 კვესელაძე მაია ქართული 17.03
23 გლდანი-ნაძალადევი №10 ახალკაცი ნინო მათემატიკა 18.03
24 გლდანი-ნაძალადევი №11 ბასილაია ქეთევან გეოგრაფია 21.03
25 დიდუბე-ჩუღურეთი №4 ჯიქია ნაირა ქართული 22.03
26 დიდუბე-ჩუღურეთი №27 მოდებაძე სოფიკო ქართული 23.03
27 დიდუბე-ჩუღურეთი №29 გასპარიანი ლინა რუსული ენა 24.03
28 დიდუბე-ჩუღურეთი №36 დევდარიანი გულნაზი ქიმია 25.03
29 დიდუბე-ჩუღურეთი №63 ღონღაძე ქეთი ფიზიკა 28.03
30 დიდუბე-ჩუღურეთი №155 კაკაბაძე ლიანა მათემატიკა 29.03

ანონსი

ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში

25.02. 2011წ. 15 სთ.

IX – XII კლასები

Sunday, February 20, 2011

2011 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის IIIტურში გასულ მონაწილეთა სია

ქართული ენა და ლიტერატურა
IX-X კლასი
XI-XII კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი)
IX-X კლასი
XI-XII კლასი
მათემატიკა
VII კლასი
VIII კლასი
IX კლასი
X კლასი
XI-XII კლასი
ინგლისური ენა
IX კლასი
X-XI-XII კლასი
გერმანული ენა
IX კლასი
X-XI-XII კლასი
რუსული ენა
IX კლასი
X-XI-XII კლასი
ფრანგული ენა
IX კლასი
X-XI-XII კლასი
ისტორია
IX კლასი
X კლასი
XI-XII კლასი
გეოგრაფია
IX კლასი
X კლასი
XI-XII კლასი
ბიოლოგია
X-XI კლასი
XII კლასი
ფიზიკა
IX კლასი
X კლასი
XI-XII კლასი
ქიმია
X კლასი
XI-XII კლასი
ინფორმატიკა
IX კლასი
X კლასი
XI-XII კლასი


აპელაციის შედეგები

ინტერნეტით რეგისტრაცია

Monday, February 14, 2011

პედაგოგთა საყურადღებოდ!

ძვირფასო პედაგოგებო,

გაცნობებთ, რომ 20 თებერვალს თბილისის 166–ე საჯარო სკოლაში 11:00 სთ–ზე ჩატარდება
საცდელი ტესტირება ქიმიასა და ბიოლოგიაში.

საცდელ ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა დარეკონ გამოცდების ეროვნული
ცენტრის ცხელ ხაზზე. ტელ: 20–62–32.

Thursday, February 10, 2011

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები

შედეგები

ქართული ენა და ლიტერატურა

ქართული ენა და ლიტერატურა – არაქართულენოვანი სკოლები







ინფორმატიკა

ანონსი

2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტები რეგისტრაციას ინტერნეტით გაივლიან. 11 თებერვალს 14:00 საათზე, Online რეგისტრაციის სისტემის პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 51-ე საჯარო სკოლაში გამართავენ.

Monday, February 7, 2011

შედეგები

5 თებერვალს ჩატარდა კონკურსის ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სასკოლო ეტაპი. კონკურსში მონაწილეობდნენ 9ა, 9ბ, 9გ, 9დ, 9ე კლასები, ხოლო 11ა კლასი კონკურს გარეშე იყო ჩართული თამაშში.

საინტერესო გამოდგა გუნდის კაპიოტნების შეჯიბრი, რომელშიც გაიმარჯვა 11ა კლასის გუნდის კაპიტანმა გიორგი ნატროშვილმა.

საბოლოოდ, კონკურსში გამარჯვება და სარაიონო ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. 9გ კლასის გუნდმა ,,მთავარანგელოზი" .

Sunday, February 6, 2011

შედეგები

კონკურსში ,,ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", რომელიც ჩატარდა 5 თებერვალს გაიმარჯვა 9–გ კლასის გუნდმა ,,მთავარანგელოზი".

ანონსი

დღეს, 14 სათზე ჩატარდება კონკურს ,,ქართული კალიგრაფიის" შესარჩევი ტური. ამ ტურის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.

მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა

2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და დაწყებითი კლასების (I-IV კლასები) მასწავლებლები ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესზე პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პედაგოგთა რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს. 2011 წელს პედაგოგებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტითაც შეეძლებათ.
რეგისტრაციისას პედაგოგმა უნდა შეავსოს:
􀂾
მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის განაცხადი;
􀂾
გამოცდების ეროვნული ცენტრის ანკეტა (წერილობით ან ელექტრონულად).
განაცხადში და ანკეტაში მითითებული ინფორმაციის არათანხვედრისას უპირატესობა მიენიჭება გამოცდების ეროვნული ცენტრის ანკეტას.
დეტალურ ინფორმაციას პედაგოგები მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა (www.tpdc.ge) და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
პედაგოგები ჩააბარებენ პროფესიული უნარებისა და შესაბამისი საგნის გამოცდას. საგნობრივი ტესტების დავალებების დაახლოებით 40% ამოწმებს საგნის სწავლების მეთოდიკას, 60% კი – საგნის ცოდნას.
პედაგოგებს შეუძლიათ ჩააბარონ გამოცდის მხოლოდ ერთი (პროფესიული უნარების ან კონკრეტული საგნის) ნაწილი, მეორე ნაწილი კი ჩააბარონ 2014 წლამდე მათთვის მოსახერხებელ დროს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია (2014 წლის ჩათვლით). სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო ერთხელ აფინანსებს.
სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეულ ნაწილში (შინაარსობრივი ნაწილი; უნარების ნაწილი) მონაწილეობის საფასურია 25 ლარი.
რა ევალება კანდიდატს გამოცდაზე გამოცხადებისას?
კანდიდატს ევალება:
􀂾
დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
􀂾
თან იქონიოს:
􀂃
საგამოცდო ბარათი;
􀂃
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
􀂃
თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
რა შეიძლება მასწავლებლობის კანდიდატმა გამოცდაზე თან იქონიოს?
მასწავლებლობის კანდიდატს თან შეიძლება ჰქონდეს:
􀂃
წყალი;
􀂃
პირადი ჰიგიენის საგნები.
რა ეკრძალება მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის მიმდინარეობისას?

მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოცდაზე შეტანა;

გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

პასუხების ფურცლის შესავსებად გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ।) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების დალაგება;

ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;

საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
რა შემთხვევაში იხსნება კანდიდატი გამოცდიდან?
პირველი დარღვევის შემთხვევაში კანდიდატი იღებს გაფრთხილებას, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კანდიდატი იხსნება გამოცდიდან.
როდის და სად გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.naec.ge
ინახება თუ არა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები?
სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში.
რამდენ ხანს მოქმედებს სერტიფიკატი?
მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.
როდის და სად მიიღებს საგამოცდო ბარათს კანდიდატი?
საგამოცდო ბარათს საინფორმაციო ბაზის საფუძველზე ამზადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, კანდიდატი ბარათს მიიღებს რეგისტრაციის ადგილზე, გამოცდამდე 2 კვირით ადრე.
რა ინფორმაცია იქნება დატანილი საგამოცდო ბარათზე?
საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია:

სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალი;

საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;

სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.
ტესტური დავალებების ნიმუშები და ინფორმაცია ტესტის შესახებ მოცემულია გამოცდების ეროვნული ცენტრის კრებულებში.
კრებულების გამოწერა შესაძლებელია ,,ელვასერვისის“ (www.elva.ge) მეშვეობით.

Friday, February 4, 2011

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი შეიცვალა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.

2011 წელს, სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები მხოლოდ 100 პროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან.

ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახლემწიფო 100%, 70%, 50% და 30% პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს.

სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი და სპეციალობების სრული ნუსხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული და მოცემულია აბიტურიენტთათვის გამოცემულ ცნობარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე 31 89 40


ანონსი

5 თებერვალს, სკოლაში ჩატარდება ინტელექტუალური თამაშის ,, ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" სასკოლო ეტაპი.

Followers