Tuesday, July 26, 2011

პირველად ამიერკავკასიაში ახალი კომპიუტერული ქარხანა გაიხსნა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, უცხოელ სტუმრებთან ერთად კომპანია ”ალგორითმის” მიერ საერთაშორისო კომპანია ”ინტელთან”(INTEL) პარტნიორობის შედეგად აშენებული კომპიუტერული ქარხანა გახსნეს. მემორანდუმის თანახმად, რომელიც 2011 წლის იანვარში კომპანია ინტელსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა, აგრეთვე, გადამზადდა 50 ტრენერი. რომელიც თავის მხრივ გადაამზადებს 3500 მასწავლებელს. ქარხანაში ამ ეტაპზე პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვა მიმდინარეობს. სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკებს - ”ბუკი” 2011-2012 სასწავლო წელს 60 000-მდე პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან საჩუქრად. პირველკლასელებისთვის კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით და ბავშვებისთვის შექმნილი თამაშებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა.

ამჟამად ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათ შორის ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები, რომელთა საშუალო ხელფასი არის 700 ლარი.

ქარხანას აქვს რესურსი, წელიწადში გამოუშვას დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას საქართველოში დამზადებული კომპიუტერების რეალიზაცია მოხდეს უცხოეთში. აღსანიშნავია რომ, ასეთი მასშტაბების ქარხანა მთელს ამიერკავკასიაში არის ერთადერთი.

ქარხანას მომავალში შეუძლია აწარმოოს ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყოს მეტი ადამიანის დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ქარხანას მაიკროსოფთისგან მიენიჭა DOM სტატუსი, რაც გულისხმობს რომ ქარხანას შეუძლია მაიკროსოფთისგან მარტივად საბითუმო ფასში შეიძინოს ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა. მსგავსი სერვისი სარგებლობს ისეთი ბრენდები როგორიცაა HP, DELL, LENOVO და სხვა. ”Microsoft’’-სა და ,,Intel’’-თან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე აღნიშნული კომპანიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მასალებითა და რესურსებითაც უზრუნველყოფენ.

ქარხანას აქვს შეტანილი აგრეთვე განაცხადი ISO სტანდარტზე.

Monday, July 25, 2011

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება 2011–2012 სასწავლო წლისათვის

2009-2010 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურებზე შეიცვალა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების ორგანიზების სქემა. სწავლების შეცვლილი სქემის დანერგვამ მოითხოვა ცვლილებები საგნობრივი სტანდარტებისა და, შესაბამისად, სახელმძღვანელოების განაწილებაში. ეს პროცესი გაგრძელდება 2011-2012 სასწავლო წელსაც; კერძოდ, ჩანაცვლდება IX კლასის სახელმძღვანელოები ფიზიკაში, ხოლო IX-X კლასების სახელმძღვანელოები - ქიმიაში. ბიოლოგიაში 2011-2012 სასწავლო წელს შენარჩუნდება 2010-2011 სასწავლო სქემა.

ქიმია

ფიზიკა

ბიოლოგია

ბეჭდვა

Wednesday, July 6, 2011

*****************************

ცხელი ზაფხული ჩვენთვის სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო ჩვენი სკოლა მოხვდა თბილისის რეიტინგული სკოლების ათეულში, ხოლო რესპუბლიკის მასშტაბით–ოცეულში, რაც ძალიან დიდი აღიარება და სტიმულია, ამავდროულად ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იმისთვის, რომ მომავალ სასწავლო წელს გაათმაგებული პასუხისმგებლობით, მიზნებით, მონდომებითა და უკეთესი შედეგებით გავაუმჯობესოთ მიღწეული წარმატება.
სკოლის დირექცია ულოცავს და მადლობას უხდის თითოეულ იმ პედაგოგს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოსაშვებ CAT-ის გამოცდებზე მოსწავლეთა მიერ მიღწეულ წარმატებებში.

ნიკა გილაური წარმატებული სკოლების დირექტორებს შეხვდა


საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს შეხვდა და თითოეულს პრემიის სახით 2000 ლარი გადასცა.

ნიკა გილაურმა ჩატარებული უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.

CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოვლინდა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლებიც.

გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.

Followers