სსიპ ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლა
Thursday, May 29, 2014
Wednesday, May 28, 2014
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს დასრულდება
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს დასრულდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო გაცდენილ სააათებს, გიგაურის განმარტებით, ეს საათები შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
"პირველკლასელებს არდადეგები ისედაც უკვე დაეწყოთ. სასწავლო პროცესი ვირუსული მენინგიტის გამო შეჩერებულია მე-2 და მე-6 კლასის ჩათვლით. სასწავლო პროგრამის მიხედვით, ახლა სკოლებში განვლილი პროგრამის გამეორება მიმდინარეობს. გაცდენილ საათებს რაც შეეხება, ისინი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის დასრულებამდე მხოლოდ ორო შაბათი დღე რჩება, სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი გაკვეთილები ჩაატარონ. ეს დირექციის გადასაწყვეტია",-განაცხადა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ განვლილი პროგრამის გამეორება შემჭიდროვებულ ვადებში მოესწროს.
როგორც ლია გიგაურმა განმარტა, ამ დროისათვის სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის და ჰიგიენურ-დეზინფექციური სამუშაოები უკვე დასრულებულია.
Wednesday, May 7, 2014
2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - ტესტური დავალებების ნიმუშები
გთავაზობთ 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშებს:
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია
მათემატიკა
უცხოური ენები
ბიოლოგია
გეოგრაფია
ქიმია
ფიზიკა
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია
მათემატიკა
უცხოური ენები
ბიოლოგია
გეოგრაფია
ქიმია
ფიზიკა
Tuesday, April 29, 2014
გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება
საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი.
- მე-12 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყება 20 მაისს პრეტესტით.
- 21 მაისიდან დაიწყება რეალური გამოცდები – ქართული ენითა და ლიტერატურით
- 22,23 მაისი – ისტორია და უცხო ენები
- 24 მაისი – მათემატიკის გამოცდით დასრულდება.
- 25 მაისი – სარეზერვო დღე მათთვის ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ოქტომბერში.
- გისურვებთ წარმატებებს.
Thursday, April 24, 2014
სიახლეები მასწავლებლების, მოსწავლეებისა და აბიტურიენტების 2014 წლის გამოცდებში
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივნისიდან, ხოლო მეთერთმეტე კლასელების გამოცდებზე რეგისტრაცია 25 აპრილიდან დაიწყება. ამ და გამოცდების შესახებ არსებულ სხვა სიახლეებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს ვიწყებთ 20 მაისიდან. ეს არის სავარჯიშო დღე. სკოლის ადმინისტრაციის ვალდებულებაა, ყველა მოსწავლეს მისცეს ამის საშუალება. ისინი გაივარჯიშებენ, გაეცნობიან პროგრამას. 21 მაისს უკვე ვიწვევთ პირველ გამოცდაზე, რომელიც ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მეთორმეტე კლასელებს, ძირითადად, 4 გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხო ენა და მათემატიკა. 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდება საატესტატო გამოცდების პროცესი. ამ პერიოდში იმ მე-12 კლასელებსაც მიეცემათ გამოცდის ჩაბარების საშუალება, რომლებმაც ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა შემოდგომის სესიაზე რომელიმე საგანში. მათ ამ გამოცდის გამეორების საშუალება ექნებათ. 25 მაისს კი ქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს ვიწვევთ ქიმიის გამოცდაზე და ბუნებრივია, იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქიმიაში ზღვარის გადალახვა", _ ამბობს მიმინოშვილი.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები 2 ნაწილად არის გაყოფილი. მეთორმეტე კლასელები, როგორც აღვნიშნეთ, 4 საგანს აბარებენ. მათ გამოსაშვები გამოცდების ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რომ შეძლონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა. მოსწავლე 10-ბალიანი სისტემით ფასდება და ბარიერი 5,5 ქულაა. მასზე მეტი უნდა მიიღოს მოსწავლემ, ჩაბარებულად რომ ჩაეთვალოს საგანი.
გამოცდები მეთერთმეტე კლასელებსაც უწევთ. ისინი იმ ოთხ საგანს ჩააბარებენ, რომლის სწავლებასაც მეთერთმეტე კლასის ბოლოს ასრულებენ.
"25 აპრილიდან დაიწყება მე-11 კლასელების რეგისტრაცია. გამოცდების ჩაბარება მოუწევთ ივნისის თვეში, ვინაიდან მათი სასწავლო პროცესი 15 ივნისს მთავრდება. მე-11 კლასელები გამოცდას აბარებენ: ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში. 13 ივნისს ექნებათ სავარჯიშო გამოცდა, ხოლო პირველი გამოცდა - 14 ივნისს. 15-ში არჩევნებია, მოსწავლეები ამ დღეს დაისვენებენ და 15, 17, 18 -ში გააგრძელებენ გამოცდას. 19 ივნისი იქნება სარეზერვო დღე და ამით დასრულდება 11 კლასელების გამოცდები", _ აღნიშნავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირებით იქნება, მსგავსი ტიპის გამოცდები 2011 წელს პირველად პილოტირების რეჟიმში ჩატარდა.
მაია მიმინოშვილი დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები გამოცდის პროცესში:
"მოსწავლეებს სპეციალური კოდები ექნებათ, რომლის საშუალებითაც შეძლებენ სისტემაში შესვლას. ამის შემდეგ უკვე ეკრანზე ჩნდება დავალება. შემდეგი დავალება დამოკიდებულია იმაზე, როგორ გასცემს მოსწავლე მას პასუხს. ასე რომ ერთი და იგივე კითხვები არ მისდით მოსწავლეებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთდროულად აბარებს გამოცდას. შესაძლებელია, მოსწავლე ნაკლები დავალებით შეფასდეს. მინიმუმი დადგენილია, 25 დავალებაზე ნაკლებს არცერთი მოსწავლე არ მიიღებს. შემდეგ იმსდა მიხედვით, რამდენიც საჭირო გახდება მოსწავლის შესაფასებლად, მათ კიდევ მიეწოდებათ დავალებები".
მიმინოშვილის თქმით, რეგისტრაცია ყველა მეთორმეტე კლასელს აქვს უკვე გავლილი და ისინი მაისის დასაწყისში მოსაწვევ ბარათებს მიიღებენ, სადაც მითითებული იქნება გამოცდის განრიგი: დღე და დრო. სავარჯიშო დღისთვის რეგისტრაცია არ არის საჭირო, ამას უზრუნველყოფს სკოლის ადმინისტრაცია და ამით არ შეფასდებიან მოსწავლეები. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრს ყველა სკოლაში თავისი მეთვალყურე ეყოლება მივლინებული.
რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდებს, რეგისტრაცია 36 500 აბიტურიენტს აქვს გავლილი და ის 26 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს:
2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს უცხოური ენის ტექსტს და მის საფუძველზე გააკეთოს 8 დავალებიანი სავარჯიშო. შესაბამისად, ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება იქნება 8 ქულა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვრის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტის შემუშავდა:
პროექტის მიხედვით იმ აბიტურიენტთა გამოვლენა, რომელთაც ზღვარი გადალახეს, სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გაიგივების შემდეგ მოხდება. ამ ცვლილების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც შედარებით რთული ვარიანტი წერეს, ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ ზღვართან მიახლოვებული ქულა მიიღეს.
ცვლილების გატარება შესაძლებელი გახდება, თუ ტესტში, რომელიც მხოლოდ არჩევით პასუხებიანი დავალებებისაგან შედგება (მაგ: ზოგადი უნარები), მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისე განისაზღვრება, რომ სწორი პასუხების შემთხვევითი გამოცნობის ალბათობა მინიმუმამდე დავა.
პროექტის მიხედვით ცვლილების განხორციელება შესაძლებელი გახდება ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის მხოლოდ 3 ქულით გაზრდის შემთხვევაშიც. ნაცვლად 21 ქულისა, ზოგადი უნარების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 24 იქნება.
სიახლე ეხება იმ თანხას, რომელიც სახელმწიფო გრანტისთვის არის გამოყოფილი (9 მილიონზე მეტი). 50% , ანუ ნახევარი მოხმარდება ბლოკს მათემატიკა/საბუნებისმეტყველო საგნები, მეორე ნახევარი - ჰუმანიტარულს ბლოკს.
სიახლეა პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვისაც. ის მასწავლებლები, რომლებიც არაქართულენონვან სკოლებში ასწავლიან ქართულ ენას, სპეციფიკიდან გამომდინარე ცალკე აბარებენ ქართულის გამოცდას. მიმინოშვილის განცხადებით, ასეთი 500 მეტი პედაგოგია, სასერთიფიკაციო გამოცდებში კი 20 ათასამდე პედაგოგი იღებს მონაწილეობას.
"მიუხედავად იმისა, რომ სქემის გადახედვა ხდებოდა მთელი წლის მანძილზე, მაინც ბევრი პედაგოგი დარეგისტრირდა გამოცდებზე. სასერტიფიკაციო გამოცდებზე ბოლო ვადა აღარ არის მასწავლებლებისთვის დადგენილი, როგორც ამას 2014 წლისთვის ვარაუდობდნენ. თუ სქემას შევხედავთ, იქ არის ალტერნატიული გზები, რითაც მოახერხებს პედაგოგი ე.წ. კრედიტების დაგროვებას და ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლას, თუმცა იმისათვის რომ სქემაში მოხვდეს, აუცილებლად მოუწევს საგნობრივი კომპეტენციების დადასტურება, ამ შემთხვევაში მოუწევს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება. ასე რომ სასერტიფიკაციო გამოცდებს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს სქემაში",_ აცხადებს მაია მიმინოშვილი.
სამაგისტრო გამოცდებს რაც შეეხება, მაგისტრობის მსურველები გამოცდების პროცესს უერთდებიან 7 ივლისიდან. 2014 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი ასეთია: 7 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A, B, ჩ და D);
8 ივლისი (მეორე სესია 15:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A, B, ჩ და D); 14 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - E); 15 ივლისი (მეორე სესია 14:00 სთ.) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - E).
Tuesday, April 15, 2014
პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი კვირიდან დაიწყება-საჭირო საბუთები
პირველკლასელთა რეგისტრაცია სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება.
ამათან, როგორც Aris.ge-განათლებას განათლების სამინისტროში განუცხადეს, იმ პირველკლასელთა რეგისტრაცია, რომელთა ოჯახის წევრებიც უკვე სწავლობენ სასურველ სკოლაში, შესაძლოა უკვე ამ კვირის ბოლოს დაიწყოს.
პირველკლასელთა რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და მშობლებმა განაცხადი ვებ-გვერდზე www.registration.emis.ge უნდა შეავსონ.
ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი სასურველ სკოლაში საჭირო საბუთები უნდა წარადგინონ:
1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ორიგინალი)
2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
3. ჯანმრთელობის ცნობა
4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები
6. სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
7. დევნილობის სტატუსის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პოექტ - გაკვეთილი
პროექტი, რომლითაც XI კლასის მოსწავლეთა აქტივმა პატივი მიაგო ილია ჭავჭავაძის ხსოვნას, აპრილის პირველ კვირას ჩატარდა. მოსწავლეემბა დაათვალიერეს სახლმუზეუმი საგურამოში, ჩაატარეს ლიტერატურული ღონისძიება სათაურით: ,,სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარია", შემდეგ კი დაალაგეს მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია და დარგეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გადაცემული ხუთი ნერგი.
Wednesday, April 9, 2014
სსიპ ქალაქ თბილისის #94 საჯარო სკოლაში ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის სასკოლო ეტაპზე გამარჯვებული ესე ,,არა ნარკოტიკს", ავტორი - სალომე კალანდაძე
არა ნარკოტიკს
ნარკოტიკი ( ბერძნული სიტყვაა narkotikos და გამაბრუებელს, დამაძინებელს ნიშნავს) ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილგამაყუჩებლად,
ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სპეციფიურ გავლენას
ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ხშირ შემთხვევაში ნარკოტიკებს იყენებენ
იმ სასიამოვნო შეგრძნების გამო, რომელიც გამოყენებისთანავე თავს იჩენს, ამ დროს ადამიანს
აქვს დადებითი ემოციები, უადვილდება სხვა ადამიანებთან
ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას და აქვს ხილვები.
ამ თითქოსდა ,,დადებითი’’
თვისებების გარდა, მას დამანგრეველი
მოქმედება ახასიათებს,
რომელიც ვლინდება
როგორც
ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში, პიროვნება
დეგრადირდება. მისი ხშირი
გამოყენება იწვევეს უამრავ დაავადებას და, უკიდურეს შემთხვევაში,
ფატალური შედეგიც ახასიათებს.
,,აკრძალული ხილით’’ დაინტერესება უმთავრესად გარდატეხის
ასაკში ხდება, რადგან ამ დროს მოზარდი ,,ფერად სამყაროს’’ სწყდება და იძულებულია,
,,შავ-თეთრ რეალობას’’ თვალი გაუსწოროს, ეს რთული პროცესია, მისი გადალახვა უძნელდებათ
და ამიტომ ირეალურ სამყაროში არჩევენ ყოფნას.
განვიხილოთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა ,,მოგზაურობა აფრიკაში’’
მოვლენები ქუჩაში ვითარდება, სადაც მძიმე ცხოვრების გაუვნებელყოფასა და მწარე რეალობისგან
გაქცევას უპატრონო მოზარდები ,,წებოს’’ საშუალებით
ცდილობენ, ეს მათი ყოველდღიური ,,საქმიანობაა’’. სწორედ ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო
ფილმი ,,გაღმა ნაპირი’’ რეჟისორმა გ. ივაშვილმა. ასევე აღსანიშნავია კინოფილმი ,,გასეირნება
ყარაბაღში’’, რომელიც 90-იანი წლების თბილისელ ბიჭებზე მოგვითხრობს, მათ მავნე გატაცების,
ნარკოტიკის მოპოვების
სურვილი არასასურველ სიტუაციაში აყენებთ.
თუმცა მხოლოდ
მძიმე სოციალური პირობები და ომი არ განაპირობებს ნარკოტიკისკენ მიდრეკილებას. ადამიანს,
რომელიც ამქვეყნიურ ,,სამოთხეში’’ ცხოვრობს და უზრუნველყოფილია ყველაფრით რაც სურს,
რატომ უნდა იზიდავდეს ,,თეთრი სიკვდილი’’? ვიტნი ჰიუსტონმა, ემი ვაინჰაუსმა და უამრავმა მსოფლიო ვარსკვლავმა სიცოცხლე ხომ ნარკოტიკების
ზემოქმედების ქვეშ, ,,ფერად სამყაროში’’, დაასრულა!
ამრიგად, ნარკოტიკებისკენ ლტოლვა ყველანაირ სოციალურ გარემოში
მცხოვრებ ადამიანს ახასიათებს.ნარკოტიკის საშუალებით
რეალურად ადამიანი არსებობს, მაგრამ არ ცხოვრობს.
,,საუკუნის ჭირის’’ მოშორება მარტივად და მოკლე ხანში
ვერ მოხერხდება, თუმცა, მინდა მოგიწოდოთ: თუ თითოეული ჩვენგანი ზნეობრივად მივუდგებით
ამ საკითხს და გავითავისებთ,რომ ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ მომავალი თაობისთვისაც
დამღუპველია, რადგან ძირს უთხრის ჯანსაღ ცხოვრებას და ამკვიდრებს სამუდამო წყვდიადს,
მაშინ ერთობლივი ძალებით მის დამარცხებას მოვახერხებთ.
გახსოვდეთ,
ეს თვითმკვლელობაა! ეს არის დამღუპველი იარაღი
თქვენი აწმყოსი და მომავლისა! უთხარით არა ნარკოტიკს!
სალომე
კალანდაძე - X კალსის მოსწავლე
სსიპ ქალაქ თბილისის
#94 საჯარო სკოლა
Wednesday, March 12, 2014
ინფორმაცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირებულთათვის
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციის მსურველებს შევახსენებთ, რომ 2010 წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა ინახება 2014 წლის ჩათვლით
Tuesday, March 4, 2014
2014 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
2014 წლის ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 21 მარტის 18:00 საათამდე გასტანს.
რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს ან ეწვიეთ ვებგვერდსonline.naec.ge
იქვე იხილავთ რეგისტრაციის პროცესისათვის საჭირო ინფორმაციას და დეტალურ ინსტრუქციას
ცნობარი აბიტურიენტთათვის*
ცნობარი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისათვის
*სახელმწიფო წელსაც დააფინანსებს ბაკალავრიატის გარკვეულ მიმართულებებს (შესაბამის პროგრამებზე ჩარიცხულები ისწავლიან უფასოდ). სასწავლებლების და მიმართულებების (პროგრამების) ნუსხა გამოქვეყნდება დამტკიცებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა(www.mes.gov.ge) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (www.naec.ge) ვებგვერდებზე.

Friday, February 28, 2014
საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება
საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც, რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.
სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება. ტესტირება 29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge/.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.
სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.
Sunday, February 23, 2014
ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.
Monday, February 17, 2014
გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია
ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 20 თებერვლიდან 21 მარტის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.
რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.
Wednesday, February 12, 2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.
ბრძანება ექსტერნატთან დაკავშირებით
ბრძანება ექსტერნატთან დაკავშირებით
Friday, January 31, 2014
2014 წლის საგამოცდო კრებულები
სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული 2014 წლის საგამოცდო კრებულები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ". სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" ვებ-გვერდის მომხმარებელს/ვიზიტორს აძლევს უფლებას იხილოს და ჩამოტვირთოს აღნიშნული კრებულები, რომლებსაც მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულება აქვს. დაუშვებელია ტექსტში რაიმე ცვლილების შეტანა, რეპროდუქცია, თარგმნა და სხვა საშუალებებით გავრცელება (როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული ფორმით) სსიპ - " შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ნებართვის გარეშე. იკრძალება საგამოცდო კრებულების გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.
აბიტურიენტთა საგამოცდო კრებულები
ქართული ენა და ლიტერატურა (სავალდებულო გამოცდა)
ლიტერატურა (არჩევითი გამოცდა)
მათემატიკა (ქართულად)
მათემატიკა (რუსულად)
ზოგადი უნარები (ქართულად)
ზოგადი უნარები (რუსულად)
ზოგადი უნარები (სომხურად)
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)
ისტორია (ქართულად)
ისტორია (რუსულად)
გეოგრაფია (ქართულად)
გეოგრაფია (რუსულად)
ბიოლოგია (ქართულად)
ბიოლოგია (რუსულად)
ქიმია (ქართულად)
ქიმია (რუსულად)
ფიზიკა (ქართულად)
ფიზიკა (რუსულად)
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ინგლისური ენა
მოსმენის დავალების ნიმუში
გერმანული ენა
მოსმენის დავალების ნიმუში
ფრანგული ენა
მოსმენის დავალების ნიმუში
რუსული ენა
მოსმენის დავალების ნიმუში
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
საერთო სამაგისტრო გამოცდა
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდის საგამოცდო კრებულები
პროფესიული უნარები
დაწყებითი საფეხურის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ქართული ენა და ლიტერატურა
მათემატიკა
ისტორია
სამოქალაქო განათლება
გეოგრაფია
ბიოლოგია
ქიმია
ფიზიკა
ინგლისური ენა
ინგლისური ენა (აუდიო ფაილი)
გერმანული ენა
გერმანული ენა (აუდიო ფაილი)
ფრანგული ენა
ფრანგული ენა (აუდიო ფაილი)
რუსული ენა
რუსული ენა (აუდიო ფაილი)
საერთაშორისო კვლევები და შეფასება
წიგნიერება PIRLS - 2006 (ანგარიში)
წიგნიერება PIRLS - 2011 (ანგარიში)TIMSS 2007 მათემატიკა (ანგარიში)
TIMSS 2007 საბუნებისმეტყველო საგნები (ანგარიში)
TIMSS 2011 მათემატიკა (ანგარიში)
TIMSS 2011 საბუნებისმეტყველო (ანგარიში) (იხილეთ TIMSS 2011 საბუნებისმეტყველო ანგარიშის მოკლე ვარიანტი) - ვრცელ ვარიანტს შემოგთავაზებთ უახოლოეს პერიდოში
სხვა გამოცემები
ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას (დაწყებითი კლასები)
Monday, December 2, 2013
მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება
პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე მუშაობს ახალ სქემაზე, რომელშიც ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. პედაგოგები საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას პრაქტიკული ნაწილით და ასევე ტესტებით შეფასდებიან. სანიკიძის განმარტებით, იქნება გამიჯნული ოთხი კატეგორია, ამასთან, მასწავლებელს მუდმივად ექნება შანსი, რომ კატეგორიიდან კატეგორიაში გადავიდეს. განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სქემის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე კანონში აღნიშნულია, რომ 2015 წლამდე საქართველოს ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამ დროისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის სერტიფიცირებული. სანიკიძის თქმით, ახალი სქემის განხორციელება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასებზე უარყოფითად არ აისახება.
Subscribe to:
Posts (Atom)