Monday, November 29, 2010

ოლიმპიადის შედეგები ბიოლოგიაში – I ტური

ღვინაშვილი თათა X კლ. 13 ქ.

ნიაური ლადო XII კლ. 23 ქ.

პაჭკორია დიანა XII კლ. 18 ქ.

ცუცუნაშვილი თამთა XII კლ. 13 ქ.

ბენდელიანი ბიჭიკო XII კლ. 14 ქ.

ოლიმპიადის შედეგები ქიმიაში – I ტური

ნიაური ლადო XII კლ. 25 ქ. 

ნიაური იულია IX კლ. 20 ქ.

ეგრისელაშვილი თამარი X კლ. 17 ქ.

მელაძე გვანცა X კლ. 15 ქ.

ჩიღოშვილი გელა X კლ. 13 ქ.


Wednesday, November 10, 2010

ოლიმპიადის შედეგები გეოგრაფიაში ------ I ტური

მირუაშვილი გიორგი IXკლ. 27 ქ.
მწითური ლია IXკლ. 22 ქ.
თათრიაშვილი ნანა X კლ. 23 ქ.
დავაძე მაგდა X კლ. 21 ქ.
ახალაია ლაშა XII კლ. 32 ქ.
ნიაური ლადო XII კლ. 31 ქ.
ქენქაძე შანშე XII კლ. 28 ქ.
გრიგოლავა ლაშა XI კლ. 26 ქ.
ბენდელიანი ბიჭიკო XII კლ. 23 ქ.
თარგამძ გიორგი XI კლ. 23 ქ.

ოლიმპიადის შედეგები ისტორიაში ------ I ტური

ახალაია ლაშა XIIკლ. 45 ქ.
ქენქაძე შანშე XIIკლ. 43 ქ.
ქენქაძე შმაგი XIIკლ. 39 ქ.
აბრამიშვილი შალვა XIკლ. 31 ქ.
თარგამაძე გიორგი XIკლ. 26 ქ.
ბენდელიანი ბიჭიკო XIIკლ. 26 ქ.

Thursday, November 4, 2010

ოლიმპიადის შედეგები

30, 31 ოქტომბერს ჩატარდა მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტური ქართულსა და უცხოურ ენებში. ოლიმპიადის შედეგები ასეთია:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში II ტურში გადასული მოსწავლეები:

  1. დავაძე მაგდა                             Xკლ.                           30 ქ.
  2. თათრიაშვილი ნანა                   Xკლ.                           30 ქ.
  3. მათურელი ია                            Xკლ.                           27 ქ.
  4. ეგრისელაშვილი თამარ            Xკლ.                           26 ქ.
  5. უშხვანი ქეთევან                       Xკლ.                           25 ქ.
  6. მულაძე თამრიკო                       Xკლ.                           24 ქ.
  7. დავაძ მარი                                 Xკლ.                           24 ქ.
  8. შეყრილაძე ანა                           Xკლ.                           23 ქ.
  9. ნიაური იულია                           IXკლ.                         22 ქ.
  10. ნიაური ლადო                            XIIკლ.                        30ქ.
  11. მიქეალაძე თამარ                       XIIკლ.                       28 ქ.
  12. ახალაია ლაშა                            XIIკლ.                       27 ქ.
  13. კიკოლაშვილი ვანო                   XIIკლ.                        27 ქ.
  14. პაჭკორია დიანა                          XIIკლ.                       23 ქ.
  15. ბენდელიანი ბიჭიკო                   XIIკლ.                       22 ქ.
  16. აბრამიშვილი შალვა                   XIკლ.                        21 ქ.

რუსულ ენაში II ტურში გადასული მოსწავლეები:

  1. ნიაური იულია                                    IXკლ.                    74 ქ.
  2. ობოლაშვილი სოფიო                         IXკლ.                    66 ქ.
  3. ვარდერესიანი მარი                            IXკლ.                    60 ქ.
  4. მირუაშვილი გიორგი                         IXკლ.                    57 ქ.
  5. მწითური ლია                                    IXკლ.                     47 ქ.
  6. ნიაური ლადო                                     XIIკლ.                   77 ქ.
  7. ბენდელიანი ბიჭიკო                           XIIკლ.                   68 ქ.
  8. რუსიტაშვილი შალვა                         XIIკლ.                   68 ქ.
  9. მკერვალიშვილი ქრისტინე                Xკლ.                      62 ქ.
  10. ალანია ვალენტინა                             XIკლ.                    59 ქ.
  11. ინაშვილი შოთა                                  XIკლ.                    52 ქ.

ინგლისურ ენაში II ტურში გადასული მოსწავლეები:

  1. ეზუგბაია აჩიკო                                         IXკლ.                61ქ.
  2. კიკოლაშვილი დავითი                               IXკლ.                58ქ.
  3. კაკაშვილი თამარ                                       IXკლ.                52ქ.
  4. გოდერძიშვილი ლაშა                                IXკლ.                47ქ.
  5. იაკობიძე სოფიო                                        IXკლ.                45ქ.
  6. კაპანაძე ლევან                                           IXკლ.                43ქ.
  7. ასაბაშვილი ოლია                                       Xკლ.                 48ქ.
  8. ეგრისელაშვილი თამარ                              Xკლ.                 44ქ.
  9. ლომიძე თამარ                                             Xკლ.                42ქ.
  10. დავაძე მაგდა                                                Xკლ.                42ქ.
  11. მგალობლიშვილი ნინო                               XIკლ.               45ქ.
  12. აბრამიშვილი შალვა                                    XIკლ.               42ქ.
  13. ახალაია ლაშა                                              XIIკლ.             52ქ.
  14. ტაველიშვილი მიხეილ                                XIIკლ.             49ქ. 

Tuesday, November 2, 2010

გაცოცხლებული იმერეთი

გაცოცხლებული იმერეთი


დაწყებითი კლასების პედაგოგები შეეცადნენ გაეცოცხლებინათ იმერეთი, მშობლიური მხარე აკაკისა, გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც მოსწავლეებში, ასევე პედაგოგებში.

გამოფენა


სკოლის თვითმმართველობის წევრებმა აქტიურად უხელმძღვანელეს კედლის გაზეთების გამოფენას, ამიტომაც დერეფნებს ამშვენებდა გაზეთები სხვადასხვა სათაურებით, ფოტოებითა და საინტერესო ინფორმაციით.

გამოფენა

გამოიფინა აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატები.

გვახსოვდეს აკაკი!

დაბრუნებულები დიდი გულისხმიერებით ახსენებდნენ ახალგაზრდებს აკაკის უკვდავება, ამ მიზნით არიგებდნენ წინასწარ დამზადებულ ბუკლეტებს. დღემ ხალისიანად და ვფიქრობ ნაყოფიერად ჩაიარა.

გვახსოვდეს აკაკი!

განსაკუთრებული პატივი მიაგეს აკაკი წერეთლის საფლავს: წაიკითეს ლექსები, მოგონებანი და ყვავილებით შეამკეს დიდი მგოსნის საფლავი.

გვახსოვდეს აკაკი!

გვახსოვდეს აკაკი!

VII -გ კლასის მოსწავლეებმა კი გადაწყვიტეს, გაემართად აქცია სახელწოდებით – გახსოვდეთ აკაკი! მათ დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით მოინახულეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.

ლექცია აკაკი – 170

პედაგოგმა რუსუდან ღაჭავამ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია, რომელიც აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ნათლად ასახავდა. ლექციაზე გამოყენებული იყო ტექნიკური საშუალებაც, რაც თხრობას კიდევ უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდიდა. ბავშვები საკამოდ აქტიურად ჩაერთნენ თხრობაში და ვფიქრობ, ბევრი საინტერესო დეტალით შეავსეს მათ ცოდნას.

აკაკის სასიყვარულო თავგადასავლის უცნობი დეტალები

29 ოქტომბერი შემოქმედებითად ყველაზე დატვრთული აღმოჩნდა. X–ბ კლასმა პედაგოგ ზაირა გამყრელიძესთან ერთად ფარდა ახადა აკაკი წერეთლის ჯერ კიდევ გამოუმზეურებელ სასიყვარუილო დეტალებს. საღამო დამსწრე საზოგადოებისთის საკმაოდ საინტერესო და უცხო იყო.

აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება


28 ოქტომბერს VII- ა კლასისა და VII- გ კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება.

აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება

პოეზიის წუთები

26 ოქტომბერს პედაგოგმა ციცო გოგიაშვილმა (II – ა კლასში) ჩაატარა პოეზიის წუთები, მოსწავლეებმა წარმოადგინეს აკაკი წერეთლის უკვდავი სტრიქონები.
მეტად შინაარსიანი და სანახაობრივი გამოდგა ხელოვნების გაკვეთილი IV –ბ კლასში, პედაგოგმა ლ.ვარძელაშვილმა თავის აღსაზრდელებს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია სულმნათი მგოსნის შესახებ.

Monday, November 1, 2010

ნახატების გამოფენა


25 ოქტომბრიდან დაიწყო კვირეული. სკოლაში არსებულ რადიოკვანძში ორშაბათიდან ჟღერს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ლექსები, რომელსაც მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობენ.გამოიფინა აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატები. მათგან საუკეთესო იყო თ.ჟიჟიაშვილის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელიც აკაკი წერეთლის სახლმუზეუმში შეიქმნა.

მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო

2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდების შემოღებასთან დაკავშირებით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-12 კლასისთვის განკუთვნილ საათობრივ ბადეში ე.წ. ”აბიტურის საათები” გამოიყო. აბიტურის საათი ეროვნული სასწავლო გეგმითაა გათვალისწინებული და იგი განვლილი მასალის გამეორებას ეთმობა. ბიოლოგიაში აბიტურის საათის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის №122 საჯარო სკოლაში გაეცნო და მოსწავლეებს იმ ახალ, ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელზე ესაუბრა, რომლითაც საატესტატო გამოცდები მომავალ წელს პირველად ჩატარდება.

აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის - ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია.

აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლის სწავლებაც მე-12 კლასის სასწავლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული. ეს საგნებია: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში.

პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები ჩატარდება კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
თითოეული საგამოცდო საგნისათვის იქმნება საგამოცდო საკითხების ბაზა, მასში შემავალი საკთხები სირთულის დონის მიხედვით იყოფა რამდენიმე (7-10) კატეგორიად. დასაწყისში აპლიკანტს ეძლევა საშუალო სირთულის საკითხები, გაცემული პასუხებით პროგრამა აფასებს ცოდნის დონეს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.

Followers