Thursday, March 28, 2013

2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება


        2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და  3 ეტაპად ჩატარდება:
1. სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
ა) ვისი და–ძმაც  სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
გ) ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).
       აღნიშნული მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
2.  ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რეგისტრაციას გაივლიან  2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ  2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
3. 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარუდგენლობის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლის რეგისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
     განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 - ცნობარი აბიტურიენტებისათვის


გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს. ცნობარი დაიბეჭდა გაზეთში,,ახალი განათლება" და მისი შეძენა შესაძლებელია ,,საქპრესის" და ,,საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში. 


ცნობარი


ჯიხურების ჩამონათვალი

Thursday, March 14, 2013

22 მარტს პედაგოგებისათვის ღია კარის დღე გაიმართება


           22 მარტს 15:00 საათზე გამოცდების ეროვნული ცენტრში (მინდელის ქუჩა N9) პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრირებული აპლიკანტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ღია კარის დღეზე მოსულ ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დეტალური ინფორმაცია მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები უპასუხებენ როგორც პროცედურულ, ისე შინაარსობრივ ნაწილთან დაკავშირებულ კითხვებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ახალი მოდელი ამოქმედდება


                     საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ახალი სტრუქტურა - სასკოლო ოლქი იქმნება, რომელშიც რამდენიმე სკოლა შევა. ახალი მოდელის მიხედვით, სკოლის დეცენტრალიზებულ მართვაში ახალი თვითმმართველი რგოლი ჩაერთვება. დღეს, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მოდელი ჟურნალისტებს წარუდგინა.
             ახალი მოდელის მიხედვით,  სამინისტრო სტანდარტებსა და მათი მიღწევის შეფასების კრიტერიუმებს შეიმუშავებს. ამასთან, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლისათვის სკოლების სტანდარტების ძირითადი კომპონენტების ხელმისაწვდომობას. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ინარჩუნებს სკოლებისათვის საგანმანათლებლო, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო დახმარების გაწევის ფუნქციას. ასევე, რაიონის დონეზე განახორციელებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა პროგრესის მონიტორინგსა და კონტროლს.  დამატებითი მმართველობითი რგოლის ფუნქცია კი, სკოლის ოლქის დონეზე სასკოლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება იქნება.
                 საქართველოს მასშტაბით  250-300 სასკოლო ოლქი იარსებებს, რომელიც, საშუალოდ, 10 სკოლას მოემსახურება. სასკოლო ოლქის საბჭოს წევრების რაოდენობა ყველა ოლქში  ფიქსირებული - 9 წევრი იქნება: წევრების უმრავლესობა (6 წევრი)  აირჩევა, მაგრამ 1 წარმომადგენელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დანიშნავს,1 წევრს -  ადგილობრივი თვითმმართველობა და 1 წევრს - საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
            პროექტი ორი კვირის განმავლობაში დეტალურად განიხილება, შემდეგ მოხდება მისი პილოტირება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ მისამართზე: nrevishvili@mes.gov.ge  შეუძლია გამოაგზავნოს თავისი შენიშვნები და რეკომენდაციები.

Followers