Wednesday, November 6, 2013

საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპი



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორების სერტიფიცირების მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარებას აგრძელებს.
გასაუბრება გაიმართება იმ კანდიდატებთან, რომელთაც 2013 წელს წარმატებით გადალახეს სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება. დანართის სახით იხილეთ გასაუბრების გრაფიკი.
კანდიდატებთან გასაუბრების  განრიგი  გამოქვეყნდება ეტაპობრივად  სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.
გასაუბრება ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, . უზნაძის . №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით.

კალიგრაფიის კონკურსი








საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, კონკურსიქართული კალიგრაფიაგამოცხადდა. შესაბამისი ბრიფინგი დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ გამართეს.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარის - ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
1. საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს VII-დან XII კლასის ჩათვლით;
2. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს;
3. სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს;
4. საზღვარგარეთ მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება - შესარჩევი ტური, ნახევარფინალური ტური და დასკვნითი ტური. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე - http://www.mes.gov.ge/content.php?id=4882&lang=geo და www.manuscript.ge.
ქართული კალიგრაფიისკონკურსს 2010 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად იმართება. კონკურსის მონაწილეებს საშუალება აქვთ თანაბარ კონკურენტულ პირობებში წარმოაჩინონ უნარი ხელით წერის კულტურაში, ასევე, აქვთ შესაძლებლობა მოისმინონ ლექცია-სემინარები შესაბამის თემებზე.
ქართულ კალიგრაფიულ სკოლას საუკუნეების ტრადიცია აქვს. ხელით გადაწერილი წიგნი ადრეულ საუკუნეებშივე იქცა კულტურულ და ეროვნულ ფენომენად. საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებში საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული წიგნი. მონასტრებში მოღვაწე მწიგნობრების შემოქმედებითი ჯგუფები ქმნიდნენ რა ხელნაწერ წიგნებს, განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდნენ ქართული ანბანის გრაფიკულ მოხაზულობას, წიგნის შესამკობად გამოყენებულ მოხატულ ასოებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. ხელით შესრულებული ნამუშევრები, როგორც ხელოვნების ნიმუშები, საკმაოდ ძვირადღირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Followers