Monday, December 27, 2010
ანონსი
24 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში IV–დ კლასმა (ლ. გეთიაშვილი) ჩაატარა სასკოლო–საახალწლო ღონისძიება ,,ნოეს კიდობანი".
Sunday, December 26, 2010
Wednesday, December 22, 2010
ანონსი
დღეს, 22 დეკემბეს, თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი X - XI კლასებს შორის. კონკურსი საინტერესოდ წარიმართა და წინა საახალწლო განწყობა შეუქმნა მონაწილეთ.
პირველ ადგილზე - XI–ა კლასი(რ. ღაჭავა)
მეორე ადგილზე - XI – გ (გ. ანთიძე)
მესამე ადგილზე - XI - ბ (დ. ჯეირანაშვილი)
პირველ ადგილზე - XI–ა კლასი(რ. ღაჭავა)
მეორე ადგილზე - XI – გ (გ. ანთიძე)
მესამე ადგილზე - XI - ბ (დ. ჯეირანაშვილი)
Monday, December 20, 2010
Sunday, December 19, 2010
Wednesday, December 8, 2010
მოგზაურობა სიკეთის სამყაროში
აფრიკის სახელმწიფოს მეფემ დილით ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, მოიხმო ვეზირთუხუცესი და ეკითხება. გუშინ შევნიშნე, რომ ჩემს წალკოტში ნეფერები სიკეთის ხე გახმა, წადი, მოიარე, ქვეყანა და მოაგროვე სიკეთე თორემ ზურმუხტისფერი ხე ჭკნება, ბოროტება ცდილობს დაისადგუროს დედამიწაზე.
ასე იწყება ზღაპარი ,, მოგზაურობა სიკეთის სამყაროში", რომელიც წარმოადგინა ქ.თბილისის 94–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სსიპ სახცელმწიფო ზრუნვის სააგენტო ,,სათნოების" აღსაზრდელებთან ერთად. 15 ნოემბერს ქ. თბილისის 77–ე საჯარო სკოლაში ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,საქართველოს კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება.ღონისძიებისთვის მზადება დიდი ხნის წინ დაიწყო შევარჩიეთ პატარა მსახიობები, მოცეკვავეები, ჩავრთეთ მშობლები.
15 ნოემბერს დილიდანვე ყველა ღელავდა. პატარა მოცეკვავეები (ანი ესაკია, გიორგი ასანიძე) უკვე მერამდენედ იმეორებდნენ ცეკვის ილეთებს. ზრაპრის დაწყებისთანავე მთხრობელმა (ანი ღვედაშვილი) მიიქცია დარბაზის ყურადღება. მეფის (ირაკლი ერგემლიძე) გამოსვლამ ინტერესი გაუღვიძა მაყურებელს, ხოლო ვეზირის (ლუკა ყანდორელაშვილი) შეხვედრამ აზერბაიჯანელებთან, (სალომე იაკობიძე, მარიამ მახარაძე) ბერძნთან, (მიხეილ ანანოვი–,,სათნოება") სომეხთან (ხვიჩა გოგილაშვილი – ,,სათნოება") ბოშებთან (ნათია ტალოიანი, ანა აბრამიშვილი–,,სათნოება")ქურთთან, (მარიამ წიკლაური) და ებრაელთან (გიორგი ფოცხვერაშვილი) კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება , რომ ძმობა და სიყვარული, სიხარულის და სიყვარულის ცრემლები, ტანჯვის და შრომის ოფლი, ფსოუს წყალი, ქსნის ხეობის ცვარ–ნამი და წამებულთა ძვლების ოფლი, ეს ყველაფერი საქართველოა, ფესძვლიერი სიკეთის ხე.
ზღაპრის ბოლოს გამხმარი სიკეთის ხე შეიფოთლა. აზერბაიჯანელ ხეს სიკეთესი დაღვრილი ოფლის წვეთებ, ბერძენმა სამშობლოს მონატრების ცრემლები, ქურთმა თბილისის მოსახლეთა ფეხის მტვერი, სომეხმა სევანის ტბის წყალი, არარატის მთის ნაჟური, ბოშებმა ირმის ტბის წყალი, გარეჯელის ცრემლები, ებრაელმა განშორების ტკივილის ცრემლი დააპკურეს. ზღაპრის ბოლოს მეფის ბრძანებით ფერხული ჩააბეს და მრავალჟამიერი იმღერეს.
ქ. თბილისის94–ე საჯარო სკოლის კოორდინატორი
ირმა ჯანიაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)