Thursday, May 29, 2014
Wednesday, May 28, 2014
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს დასრულდება
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 13 ივნისს დასრულდება.
ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
რაც შეეხება ვირუსული მენინგიტის შემთხვევების გამო გაცდენილ სააათებს, გიგაურის განმარტებით, ეს საათები შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.
"პირველკლასელებს არდადეგები ისედაც უკვე დაეწყოთ. სასწავლო პროცესი ვირუსული მენინგიტის გამო შეჩერებულია მე-2 და მე-6 კლასის ჩათვლით. სასწავლო პროგრამის მიხედვით, ახლა სკოლებში განვლილი პროგრამის გამეორება მიმდინარეობს. გაცდენილ საათებს რაც შეეხება, ისინი შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სწავლის დასრულებამდე მხოლოდ ორო შაბათი დღე რჩება, სკოლებს შესაძლებლობა აქვთ, დამატებითი გაკვეთილები ჩაატარონ. ეს დირექციის გადასაწყვეტია",-განაცხადა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ განვლილი პროგრამის გამეორება შემჭიდროვებულ ვადებში მოესწროს.
როგორც ლია გიგაურმა განმარტა, ამ დროისათვის სკოლები მოსწავლეების მისაღებად მზად არის და ჰიგიენურ-დეზინფექციური სამუშაოები უკვე დასრულებულია.
Wednesday, May 7, 2014
2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდები - ტესტური დავალებების ნიმუშები
გთავაზობთ 2014 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტური დავალებების ნიმუშებს:
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია
მათემატიკა
უცხოური ენები
ბიოლოგია
გეოგრაფია
ქიმია
ფიზიკა
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტორია
მათემატიკა
უცხოური ენები
ბიოლოგია
გეოგრაფია
ქიმია
ფიზიკა
Subscribe to:
Posts (Atom)