ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მონაწილეთა საყურადღებოდ!
• მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებისათვის 18 თებერვალს 09:30 საათზე;
• მე-11 და მე-12 კლასელებისათვის 19 თებერვალს 09:30 საათზე.
ინფორმატიკის ოლიმპიადის მეორე ტური ტარდება შემდეგ სკოლებში:
ქუთაისი - რაზმაძის სახ. 41-ე საჯარო სკოლა (რუსთაველის 127)
ბათუმი - მე-15 საჯარო სკოლა (გორგასლის 160)
ახალციხე - 1-ლი საჯარო სკოლა (პ.მიქუტიშვილის 2)
თბილისი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი (კოსტავას 68)
სპეციალური შეთავაზება
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი LanGate-ის
სპეციალური შეთავაზება
გაცნობებთ, რომ ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი „LanGate“ მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის გეგმავს 5 დღიან გასვლით ტურს აბასთუმანში. ტურის ფარგლებში ცენტრის ამერიკელი და ქართველი სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერ-კლასებს სხვადასხვა თემებზე (ბიზნეს-კურსი, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე მუშაობა, წერილების შედგენა და.ა.შ), მონაწილეები ასევე გაეცნობიან თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცემათ მოისმინონ პანტომიმის თეატრიდან მოწვეული რეჟისორების ლექცია ქცევის ეტიკეტთან დაკავშირებით, იგეგმება ექსკურსიები აბასთუმნის ტერიტოტიაზე (რომანოვების სასახლე, მწვანე მონასტერი);
აბასთუმანში გამგზავრება მოხდება შპს. „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლით, რომლის ერთი ვაგონი მთლიანად სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის გამოიყოფა. ტურში მონაწილეობას მიიღებენ „საავტორო სტუდიის“ მუსიკოსები, რომლებიც ბორჯომამდე სტუდენტებთან ერთად იმგზავრებენ და მგზავრობის დროს მუსიკას ცოცხლად შეასრულებენ.
ღონისძიება გაშუქდება წამყვანი ტელევიზიების მიერ („რუსთავი-2, 1 არხი). ჟურნალისტები ტურში მონაწილეობას ასევე მიიღებენ.
ტურის მონაწილეები აბასთუმანში 5 დღის განმავლობაში იცხოვრებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ობსერვატორიის სასტუმროში.
მიგვაჩნია, რომ ამერიკული ცენტრის პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტების და მოსწავლეების ურთიერთგაცნობას, განათლებაზე ორიენტირებას და მათ ახალ გამოცდილებას შესძენს.
გთხოვთ, მხარდაჭერა გამოგვიცხადოთ და მონაწილეობა მიიღოთ ამერიკული ცენტრის საგანმანათლებლო პროექტში, რაც გამოიხატება თქვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.
თავის მხრივ, „LanGate“ უზრუნველყოფს თქვენი სკოლის მხარდამჭერად მოხსენიებას ყველა მედია-აქტივობაში.
პროექტის მხარდამჭერები:
დეტალური ინფორმაცია ტურის შესახებ:
ტურის პერიოდი : 22.02.2012 – 26.02.2012;
მონაწილეთა რაოდენობა - 35 მონაწილე;
ოფიციალური ნაწილი:
„ლანგეითის“ ამერიკელი პედაგოგის ბრაიან სმიტის მასტერ-კლასები. თემა -„ როგორ ვიშოვოთ მილიონი“;
რეჟისორ გიორგი ტიელიძის მასტერ-კლასი ქცევის ეტიკეტის თემაზე;
მასტერ-კლასი ოფიციალური დოკუმენტაციების შედგენის თემაზე, ასევე CV-ს, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილების მომზადება (ინგლისური ენის ქართველ პედაგოგთან);
სალექციო კურსი თანამედროვე ამერიკის პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ (ამერიკელი სპეციალისტი);
Speak club - მეტყველების უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის (ამერიკელი მომხსენებელი).
არაოფიციალური ნაწილი:
ობსერვატორის მუზეუმის დათვალიერება (გიდის თანხლებით);
მზის ობსერვატორია (გიდის თანხლებით);
ვარსკვლავებზე დაკვირვება (გიდის თანხლებით);
ლაშქრობა - რომანოვების სასახლე;
გამგზავრება მწვანე მონასტერში;
After Party .
ტურის ღირებულება - 160 ლარი.
ტრანსპორტირება;
სასტუმრო (სამჯერადი კვებით) - 4 ღამე;
გასვლითი ტურის მიზანია:
ტურის მონაწილეთა ფოკუსირება სასწავლო პროგრამაზე;
სტუდენტებისთვის საჭირო საქმიანი ქცევის სტანდარტების გამომუშავება;
მათთვის ოფიციალურ და საქმიან დოკუმენტაციებზე მუშაობის წესების გაცნობა;
ინგლისური სასაუბრო ენის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება;
პრაქტიკული რჩევები მომავალი მენეჯერებისთვის (ბიზნეს-ინგლისურის სასწავლო კურსის სპეც-პროგრამიდან);
5 დღიანი ტურის შემდეგ დასკვნით ნაწილზე ყველა მონაწილე მიიღებს ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის სპეციალურ სერთიფიკატს.
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის „LanGate“ -ს შესახებ
ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრი „LanGate“ 2011 წელს დაფუძნდა. ცენტრში ქართველი და უცხოელი პედაგოგები ასწავლიან ინლისურ ენას როგორც სასაუბრო, ისე პროფესიულ დონეზე. დღეისათვის ამერიკულ ცენტრს 20-მდე სხვადასხვა სასწავლო პროდუქტი აქვს, მათ შორის რამდენიმე ინოვაციური. თუმცა, LanGate-ს საქმიანობა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით არ შემოიფარგლება. აქ სისტემატურად იმართება საინტერესო საზოგადოებრივ-კულტურული თუ შემოქმედებითი ღონისძიებები; ტარდება ინტერაქტიული კონკურსები; ცენტრში გახსნილია „თავისუფალი შეხვედრების კლუბი“ რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესო ადამიანებს ყოველ კვირას მასპინძლობს.
ჩვენ ასევე ვცდილობთ საზოგადოებას უფრო კარგად გავაცნოთ ყველაფერი, რაც ამერიკასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ ამერიკაში მცხოვრები ქართული დისპორის წარმომადგენლებთა; „LanGate“ მათ გასაცნობად სისტემატურად მართავს კულტურულ ღონისძიებებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ირაკლი ბებია - კოორდინატორი: ქეთი ხოსიტაშვილი - PR სამსახურის უფროსი:
ტელ: (032) 2 25 08 01 მობ: (+559) 551 78 23 23
მობ: (+559) 595 45 00 48 E-mail: keti_khositashvili@yahoo.com
E-mail: Ika.bebia@yahoo.com Website: http://langate.ge/
11, Janashia Street, Tbilisi, Georgia
Tel: + 995 322 250 801; Fax: + 995 322 250 801
Mob: + 995 514 250 880
E- mail: office@langate.ge;infolangate@gmail.
ხვალ მასწავლბელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია იწყება

ხვალ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი მასწავლებლებისთვის რეგისტრაციას გამოაცხადებს. პედაგოგთა რეგისტრაცია 13 თებერვლიდან დაიწყება და 23 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. დარეგისტრირება შეუძლია უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტერგრირებული გამოცდა ჩაააბროს. წელს პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგებს, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგებს საგნობრივ და პროფესიულ უნარ-ჩვევებში უფასოდ ჩაუტარებს.
სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატი 75 ლარი ექნებათ. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი. ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25% -ში მოხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი ექნებათ. პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.
მინისტრი აბიტურიენტთა Online რეგისტრაციას №72 სკოლაში დაესწრო
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის მონაწილეთა რეგისტრაცია 6 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით იწარმოებს, რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაივლიან.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:
აბიტურიენტები მხოლოდ ელექტრონულად Online რეგისტრირდებიან;
მეორადი ჩარიცხვები უქმდება;
მეოთხე საგნად უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ მაპროფილებელ საგნებს ირჩევენ;
სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა.
2012 წელს აბიტურიენტს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში შეუძლია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდეს და აირჩიოს მისთვის სასურველი ფაკულტეტები. რეგისტრაციის დასრულებამდე აბიტურიენტს საკუთარ არჩევანში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა ექნება.
შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის არჩევანის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
2010 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ სამ საგანს, მეოთხე მაპროფირებელი საგანი დაემატა.
2012 წლიდან სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მოსახვედრად კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10%-ით გაიზრდება და შესაბამისად 35% და 30% გახდება. 2011 წელს მინიმალური ბარიერი სამ საგანში 25%-ით,ხოლო უცხო ენაში 20%-ით განისაზღვრებოდა.
დიდთოვლობის გამო საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების საფუძველზე, დიდთოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2012 წლის 9 თებერვლიდან შეჩერდება და 2012 წლის 13 თებერვალს განახლდება, ხოლო 2012 წლის 8 თებერვალს გაცდენილი საათები მოსწავლეებს საპატიოდ ჩაეთვლებათ. გაცდენილი დღეებისა და საათების ანაზღაურება შაბათის ხარჯზე მოხდება.
სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი ბაკურიანში გამართულ სემინარზე თბილისის სკოლების 100-მდე მანდატურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ მანდატურის სამსახურის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო შეაჯამა და დადებითად შეაფასა სკოლის მანდატურთა საქმიანობა.
სემინარის ფარგლებში გიორგი ჩახნაშვილმა მანდატურებს პირადად გააცნო განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი მანდატურის სამსახურში დაგეგმილ სიახლეებს ეთმობა.
ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 1500 მანდატური ასრულებს თავის მოვალეობას. 2012 წლიდან მანდატურის სამსახური გაფართოვდება და 1 მარტიდან დამატებით 24 რაიონში (წყალტუბო, სამტრედია, გურჯაანი, ქარელი, ოზურგეთი, ახალციხე, დუშეთი, ლანჩხუთი, თერჯოლა, ზესტაფონი, წალენჯიხა, სენაკი, აბაშა, ბორჯომი, ყვარელი, ჩოხატაური, ქობულეთი, კასპი, დედოფლისწყარო, მცხეთა, ჭიათურა, ხაშური, მარტვილი, თელავი) ამოქმედდება, საქართველოს საჯარო სკოლებში 150 ახალი მანდატური პირველად შეუდგება საქმიანობას. ასევე წელს, ქართული მანდატურის სამსახური სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება.
გთავაზობთ აბიტურიენტთათვის განკუთვნილ ცნობარს
ცნობარი
წლის ბოლომდე ასი ახალი ”მომავლის კლასი” გაიხსნება

თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
მრავალფუნქციურ მომავლის კლასში ნებისმიერი გაკვეთილი ინტერაქტიულ დაფაზე გამოტანილი თვალსაჩინოებების დახმარებით ტარდება. ის, რაც დაფაზე ხდება თითოეული მოსწავლის მონიტორზე აისახება, ყველა მათგანს საშუალება აქვს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. როგორც მასწავლებელს ისე მოსწავლეს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს კომენტარები, კითხვები, შენიშვნები გაუგზავნონ. ასევე შესაძლებელია, როგორც ერთდროულად ყველა მოსწავლის მონიტორზე შესრულებული დავალების დაფაზე გამოტანა და საჯაროდ განხილვა, ისე ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან მუშაობა.
პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის შექმნილ კლას-კაბინეტს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება. სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი უკვე გაიხსნა ყვარელშიც, პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა.
“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა. პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.
პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.
”Skoool საქართველო” სპეციალურად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ადაპტირებული ელექტრონული მულტიმედიური რესურსია, რომელიც სწავლების პროცესს უწყობს ხელს, არის ცოდნის მიღებისა და თვითშეფასების უნიკალური საშუალება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში უკვე 350-მდე სასწავლო რესურსია თარგმნილი. მულტიმედიური სასწავლო რესურსები, რომელიც ორი სახის კომპონენტისაგან (სასწავლო ობიექტები და სიმულაციები) შედგება, განაწილებულია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მიხედვით.
თითოეული საკითხი რამდენიმე სლაიდისაგან შედგება, რომელიც საკითხთან დაკავშირებულ მოკლე ინფორმაციას შეიცავს, შემდეგ მოჰყვება ტესტები. მათი დახმარებით თითოეულ მოსწავლეს თავად შეუძლია შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ბოლოს მოცემულია საკითხის შემაჯამებელი დებულებები.
მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რესურსი საგაკვეთილო საჭიროებიდან გამომდინარე მითითებულისგან განსხვავებულ კლასებში გამოიყენოს. მოსწავლეები კი, ნებისმიერ გარემოში სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, შეძლებენ პროგრამით სარგებლობას.
არსებული რესურსი დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლევა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმედოვნებს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მისი დახვეწა-განვითარების პროცესში.
Video
დიმიტრი შაშკინი სპორტის მასწავლებლებს შეხვდა
გასულ წელს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგებს მხოლოდ პროფესიულ უნარებში შეეძლოთ ერთი გამოცდის ჩაბარება, მომავალში ისინი უკვე საგნობრივ ნაწილსაც ჩააბარებენ და ორი სავალდებულო გამოცდის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მოპოვებას შეძლებენ.
სპორტის პედაგოგთა საგამოცდო პროგრამების შემუშავებაზე სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპორტის მიმართულების პედაგოგების საგნობრივ ნაწილში გადამზადებას და საგამოცდოდ მათ მომზადებას უზრუნველყოფს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გაზრდილ ხელფასებს სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებიც მიიღებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, პედაგოგებისა და დაინტერესებული პირებისათვის ერთდღიან ფორუმს აწყობს.
ფორუმის ფორმატი საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან გასაუბრების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს – ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მისთვის საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტებისგან.
ფორუმის მსვლელობისას აბიტურიენტები მათთვის განკუთვნილი ცნობარის გაცნობას და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებასაც შეძლებენ.
სამინისტრო გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. განათლების სფეროში გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს:
საქართველოში საერთაშორისო IBI ბაკალავრიატის ამოქმედება;
როგორ ემზადებიან უმაღლესები ინგლისური ენის B1, B2 დონის გამოცდებისთვის (2015 წლიდან სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ);
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დახვეწა;
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი ლექტორების მოწვევა;
სასწავლო დაწესებულებათა აკრედიტაციის პროცესი;
წარმატებული სპორტმენებისთვის უმაღლესებში ჩარიცხვისას ქვოტების დადგენა;
უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაზაზე პროფესიული კოლეჯების დაარსების შესაძლებლობა;
საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა.
სამინისტროში სპეციალური კომისია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნა, მის შემადგენლობაში არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები. კომისია იმ პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.
Video
მიღწევები და მომავალი გამოწვევები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში მოწვეულ დეპუტატებს, მეცნიერებს, რექტორებს, სკოლისა და პროფესიული კოლეჯების დირექტორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მანდატურებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე წარმოდგენილ ვრცელ პრეზენტაციაში მინისტრი განათლების ყველა სფეროს შეეხო. კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; კიდევ უფრო გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.
მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.
ახალი წლიდან გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ითვალისწინებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა რიცხვი 500-მდე გაიზრდება, რამდენიმე რაიონში უკვე გაიხსნა და მომავალ წელს ყველა რაიონში გაიხსნება ქართული ენის სახლები.
გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.
გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.
გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე გააკეთა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში.
2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.
2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.
გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სპარტაკიადის ფინალი
სპარტაკიადა
მინისტრმა მთავრობის წევრებს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრებს სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
შეხვედრაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია განათლების ყველა სფეროს მოიცავდა. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეზე გააკეთა, ეს არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც საზაფხულო არდადეგებზე 25 000 სტუდენტის საზაფხულო სამუშაოებზე დასაქმებას გულისხმობს და მეორე მთავარი სიახლე - საქართველოს 15 ქალაქის (რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ზუგდიდი, ბათუმი, ტყიბული, ონი, ჭიათურა, ახალქალაქი, სამტრედია, ოზურგეთი, თელავი) მოსახლეობა გადამზადდება ინგლისურში, კომპიუტერსა და პროფესიულ ორიენტაციაში. ასევე მომავალი წლიდან არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტებს სამინისტრო ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაუფინანსებს და გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში დაგროვილ კრედიტებს უღიარებს.
მინისტრმა ასევე ვრცლად იმ სიახლეებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ზოგადი განათლების კუთხით დაიგეგმა კერძოდ, მომავალი წლისთვის VII-XII კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგება და ამ კლასებისთვის ახლი გრიფირებული სახელმძღვანელოები შეიქმნება, მათი ფასი 10 ლარს არ აღემატება; ამოქმედდება მოსწავლის ცოდნის შეფასების ახალი სისტემა; გაიზრდება ატესტატის მნიშვნელობა.
მომავალი წლიდან ფართოდ დაინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია), რომელიც მთელ სისტემას მოიცავს; გაძლიერდება სკოლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გამოვა ამ საგნის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელო და გადამზადდებიან პედაგოგები; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”, სკოლები ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღიჭურვება; შეიქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები დაინერგება; 2012 წელს 60 000-მდე პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს გადაეცემა.
გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება და პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში 1500 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლად იმუშავებს; გაიხსნება ინგლისური ენის კაბინეტები; უმაღლესებში სტუდენტებს ბაკალავრის დიპლომის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება B1, B2 დონეზე მოუწევთ; კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები ახალი ლაბორატორიებით (სულ 1800) აღიჭურვება.
გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური და იგი წელს სკოლის მანდატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი გახდება; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება, საკვირაო და კერძო სკოლების ხელშეწყობა; გაიზრდება ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.
გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.
2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში, სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.
გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა, მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ეს არის არასრული ჩამონათვალი სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მთავრობის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2012 – სიახლეები
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები. ეს ცვლილება აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა – მეორადი ჩარიცხვების შედეგების ანალიზმა ცხადყო, რომ დარჩენილი ადგილები არ იძლეოდა ოპტიმალური არჩევანის გაკეთების საშუალებას, ამასთან, მეორადი ჩარიცხვების პროცესი მნიშვნელოვნად ახანგრძლივებდა გრანტების განაწილების პროცესს, რაც პირველადი ჩარიცხვებით მოხვედრილთა სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა.
აღნიშნული ცვლილება მაქსიმალურად ზრდის აბიტურიენტის ჩარიცხვის ალბათობას, ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის შესახებ კი ჩარიცხვებთან ერთად ხდება ცნობილი.
2012 წელს ყველა სახის გამოცდისათვის რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონულად – აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ. სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.
უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ უთითებენ პროფესიულ მიმართულებებს
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხოურ ენაში 30% გახდება.
უმაღლესი სასწავლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს ე.წ. მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევს.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეთორემეტეკლასელს შეხვდა და ის ცვლილებები გააცნო, რომელიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 2012 წლის 1 იანვრიდან შევა. ლიბერალური ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:1. აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვების გაუქმება;
2. სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური ზღვარის გაზრდა;
3. უმაღლესი სასწავლებლებისთვის შეზღუდვების დაწესება;
4. ცვლილება სტუდენტთა მობილობის წესში;
5. უცხოეთში მცხოვრები მოქალაქისთვის საქართველოში სწავლის დაწყების პროცედურის გამარტივება;
6. ცვლილებები უმაღლეს პროფესიულ განათლებაში.
2012 წლიდან აბიუტურიენტთა მეორადი ჩარიცხვები უქმდება. შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტი თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების მსურველს უფართოვდება მისთვის სასურველი ფაკულტეტის შერჩევის არეალი, თუმცა მისი ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება. ამით გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და იგი ნაცვლად ოქტომბრისა, 25 აგვისტომდე გახდება ცნობილი. ამდენად, 2012 წელი აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისთვის ნაკლებად სტრესული და უფრო კომფორტული იქნება.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი 10-10%-ით გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხო ენაში 30% გახდება.
უმაღლეს სასწავლებლებს შეზღუდვები უწესდებათ და ყველა მათგანი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს მხოლოდ მაპროფირებელი მიმართულებიდან აირჩევს. აქამდე მეოთხე საგანს თავად უმაღლესი ირჩევდა და მიუხედავად მკაცრი პოლიტიკისა, არსებობდნენ უნივერსიტეტები, სადაც სამედიცინო ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდას აბიტურიენტები არა ქიმია-ბიოლოგიაში, არამედ ისტორიაში ან გეოგრაფიაში აბარებდნენ.
ცვლილება შედის კანონში მობილობასთან დაკავშირებით. სტუდენტთა მობილობა იზღუდება იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი სამედიცინოს სტუდენტი ვერ გახდება, ვიდრე ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე განსხვავებულ გამოცდას შესაბამის საგანში არ ჩააბარებს. სტუდენტს, რომელიც მობილობით იცვლის ფაკულტეტს კრედიტები უნარჩუნდება.
მარტივდება უცხო ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლის ან სტუდენტის სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი, 2012 წლიდან ისინი სასურველ სასწავლებელში განაცხადის გაკეთებიდან 48 საათის განმვალობაში შეძლებენ სწავლის დაწყებას. საჭირო დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება კი პარალელურ რეჟიმში მოხდება. ცვლილების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ლოდინი რამდენიმე თვის განმავლობაში უწევდა.
ჩარიცხვის მექანიზმი უმაღლესი პროფესიული განათლების მიმართულებითაც იცვლება. სიახლე უმაღლესი პროფესიული განათლების IV და V დონეებს ეხება. ახალი წესით, აბიტურიენტები უმაღლეს პროფესიულ სასწავლებლებში ისეთივე პრინციპით მოხვდებიან, როგორც მაგისტრატურაში, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგად უნარებს ჩააბარებენ და აგვისტოში აირჩევენ სასურველ სპეციალობებს. სტუდენტი წინასწარ არ აფიქსირებს, თუ სად აპირებს სწავლის გაგრძელებას.
გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა საძირკველში კაფსულის ჩაშვებით გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და საცურაო აუზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. პირველი სამშენებლო სამუშაო სიმბოლურად თავად პრეზიდენტმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეასრულა.
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და მას თავად მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. ეს განცხადება პრეზიდენტმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება.
გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.
კომპანია ”ფიუვესთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.
მემორანდუმი სამინისტროსა და კომპანია “ფიუვეს” შორის აქტიურ თანამშრომლობას, ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართველი მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.
საერთაშორისო კონფერენციას “ლაბორატორიული მოწყობილობების მოდერნიზება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში” გერმანელი მეცნიერები - დოქტორი ლუდოლფ ფონ ალვენსლიბენი და დოქტორი ინგე ბერგერი უძღვებოდნენ და მასში საქართველოსა და სომხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია საქართველოში კომპანია “ფიუვეს” ექსკლუზიური პარტნიორის შპს “რეზონანს - საქართველოსა” და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
“ფიუვე” მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. თბილისში ახლადგახსნილი მასწავლებლის სახლი ”ფიუვე”-ს კომპანიის ლაბორატორიითაა აღჭურვილი და პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ლაბორატორიაში თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის საჩვენებელი გაკვეთილები ტარდება.
კომპანია ”ფიუვე” საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000 -ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
გამოცდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ექსპერიმენტულ ნაწილში
გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2011 წლის ნოემბრიდან დაიწყო მუშაობა გამოცდის ფორმატსა და შინაარსობრივ ნაწილზე.
გთავაზობთ პრეზენტაციას გამოცდის შესახებ:
ქიმია
ბიოლოგია
ფიზიკა
პრეზიდენტის შეხვედრა პედაგოგებთან და ახალი პროფესიული ცენტრი
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი აშენდება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მასაწავლებლის სახლში გლდანის საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. პროფესიული გადამზადების ცენტრი მაისში გაიხნება და მისი მთავარი ფუნქცია კადრების გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. ცენტრში გადამზადება ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. გლდანში პროფესიული ცენტრის გახსნის მიზანი თბილისის გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება და მათი თვითრეალიზებისთვის ხელშეწყობაა. კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
საქარათველოს პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი პროექტები თბილისის სხვა გარეუბნებშიც ამოქმედდება. მოსახლეობის დასაქმების მიზნით, შეიქმნება პროფორიენტაციის ცენტრები, მსურველები მოთხოვნად პროფესიებზე გადამზადდებიან.
პრეზიდენტი მასწავლებელთა სერტიფიცირებას და გაზრდილ ხელფასებსაც შეეხო, 2012 წლის აპრილიდან ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის სერტიფიცირებულ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ კიდევ 75 ლარით გაზარდილი ანაზღაურება მიიღონ, იმ შემთხვევაში, თუ საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ.
საგამოცდო კომისიის სხდომა გაიმართა
გამოცდების ახალი ციკლისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საგამოცდო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.ტესტური დავალებები საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შედგება და მასში საკითხები მხოლოდ სასკოლო პროგრამიდან შევა. იმისათვის, რომ ყველას ინტერესები თანაბრად იყოს დაცული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს მხოლოდ მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული საკითხების ცოდნა მოეთხოვებათ.
სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს საატესტატო გამოცდებისთვის მზადება. აბიტურის საათები, რომელიც ყველა საჯარო სკოლაში ტარდება, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ გაიმეორონ მასალა. ამ მასალაზე დაფუძნებული ტესტური დავალებით მოუწევთ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება.
მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა გადამზადებაც.
eSchools - ელექტრონული ჟურნალი

დაიწყო ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები
| № | სკოლა № | მოსწავლის სახელი, გვარი | საგანი | კლასი | ასაკობრივი ჯგუფი (მოცემული განრიგის შესახებ) | ხელმოწერა | |
| 1 | 94 | ნინო სიხარულიძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 2 | 94 | მარიამი ლაშხია | ქართული | IX | IX-X | | |
| 3 | 94 | გიორგი სიხარულიძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 4 | 94 | თამუნა ლიპარტელიანი | ქართული | IX | IX-X | | |
| 5 | 94 | მარიამ ზარიძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 6 | 94 | თამთა დემეტრაშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 7 | 94 | ანა პაპასქირი | ქართული | IX | IX-X | | |
| 8 | 94 | ხატია ჩახუნაშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 9 | 94 | დავით დემეტრაშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 10 | 94 | ანა გოგბერაშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 11 | 94 | მარიამ ზუბაშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 12 | 94 | გიგლა გუცაევი | ქართული | IX | IX-X | | |
| 13 | 94 | ანანო ელბაქიძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 14 | 94 | ნიკოლოზ თორდია | ქართული | IX | IX-X | | |
| 15 | 94 | ანა ტაბატაძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 16 | 94 | მაკა ჯიჯიშვილი | ქართული | IX | IX-X | | |
| 17 | 94 | თინა მამულაიძე | ქართული | IX | IX-X | | |
| 18 | 94 | იულია ნიაური | ქართული | X | IX-X | | |
| 19 | 94 | მარი ბოსტოღანაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 20 | 94 | ვერიკო ძმანაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 21 | 94 | ნინო აბრამიშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 22 | 94 | მარიამ ბერძენიშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 23 | 94 | ელგუჯა ხელაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 24 | 94 | მარიამ გამგებელი | ქართული | X | IX-X | | |
| 25 | 94 | საბა მასურაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 26 | 94 | მარიამ ბასილაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 27 | 94 | თამუნა გიორგაძე | ქართული | X | IX-X | | |
| 28 | 94 | ნანი მასურაშვილი | ქართული | X | IX-X | | |
| 29 | 94 | თამარ ბენდელიანია | ქართული | XI | XI-XII | | |
| 30 | 94 | მარი დავაძე | ქართული | XI | XI-XII | | |
| 31 | 94 | მაგდა დავაძე | ქართული | XI | XI-XII | | |
| 32 | 94 | ანა მამესწარაშვილი | ქართული | XI | XI-XII | | |
| 33 | 94 | ნანა თათრიაშვილი | ქართული | XI | XI-XII | | |
| 34 | 94 | თამარ ეგრისელაშვილი | ქართული | XI | XI-XII | | |
| 35 | 94 | ანა სანებლიძე | ქართული | XI | XI-XII | | |
| 36 | 94 | ქეთევან უშხვანი | ქართული | XI | XI-XII | | |
| 37 | 94 | ნინო სუხიშვილი | ქართული | XI | XI-XII | | |
| 38 | 94 | ნინო კვარაცხელია | ქართული | XI | XI-XII | | |
| 39 | 94 | თეიმურაზ ექიზაშილი | ქართული | XII | XI-XII | | |
| 40 | 94 | იზა ალადაშვილი | ქართული | XII | XI-XII | | |
| 41 | 94 | ივანე კიკოლაშვილი | ქართული | XII | XI-XII | | |
| ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეების მონაცემები (დანართი 2) | |||||||
| № | სკოლა № | მოსწავლის სახელი, გვარი | საგანი | კლასი | ასაკობრივი ჯგუფი (მოცემული განრიგის შესახებ) | ხელმოწერა | |
| 1 | 94 | სოფიო ქეცბაია | რუსული | VIII | VIII-IX | | |
| 2 | 94 | თენგიზ ჯალაღონია | რუსული | VIII | VIII-IX | | |
| 3 | 94 | თამარ ლიპარტელიანი | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 4 | 94 | მარიამ ზუბაშვილი | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 5 | 94 | დათო მეზვრიშვილი | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 6 | 94 | გიორგი სიხარულიძე | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 7 | 94 | ნიკა ტოპსახალოვი | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 8 | 94 | თამაზ შუბითიძე | რუსული | IX | VIII-IX | | |
| 9 | 94 | ლია მწითური | რუსული | X | X-XII | | |
| 10 | 94 | ბექა დათაშვილი | რუსული | X | X-XII | | |
| 11 | 94 | გიორგი ოსაძე | რუსული | X | X-XII | | |
| 12 | 94 | ქრისტინე მკერვალიშვილი | რუსული | XI | X-XII | | |
| 13 | 94 | თემურ დოლიკაშვილი | რუსული | XI | X-XII | | |
| 14 | 94 | მაია მალაციძე | რუსული | XI | X-XII | | |
| 15 | 94 | თეონა ხარაული | რუსული | XI | X-XII | | |
| 16 | 94 | თამარ გიგილაშვილი | რუსული | XI | X-XII | | |
| 17 | 94 | გელა ჩიღოშვილი | რუსული | XI | X-XII | | |
| 18 | 94 | მედეა პირველი | რუსული | XI | X-XII | | |
| 19 | 94 | ნინო ტორაძე | რუსული | XI | X-XII | | |
| 20 | 94 | თამაზ კიკნაძე | რუსული | XI | X-XII | | |
| 21 | 94 | დათო კუკავა | რუსული | XI | X-XII | | |
| 22 | 94 | ალინა კირაკოზოვა | რუსული | XII | X-XII | | |
| 23 | 94 | ირაკლი რუსიტაშვილი | რუსული | XII | X-XII | | |
| 24 | 94 | ირაკლი ღამბაშიძე | რუსული | XII | X-XII | | |
| 25 | 94 | შოთა ინაშვილი | რუსული | XII | X-XII | | |
| 26 | 94 | ვალენტინა ალანია | რუსული | XII | X-XII | | |
| 27 | 94 | მარიამ ჩუბინიძე | ინგლისური | VIII | VIII-IX | | |
| 28 | 94 | გიორგი სარალიძე | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 29 | 94 | გიორგი მიქიაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 30 | 94 | ხატია ჩახუნაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 31 | 94 | ანა პაპასქირი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 32 | 94 | ბელა ეგრისელაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 33 | 94 | ანა გოგბერაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 34 | 94 | თამთა დემეტრაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 35 | 94 | თამარ ალხანაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 36 | 94 | მარიამ ზარიძე | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 37 | 94 | გოგა ძიძიგური | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 38 | 94 | გვანცა ღვედაშვილი | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 39 | 94 | თინა მამულაიძე | ინგლისური | IX | VIII-IX | | |
| 40 | 94 | მარიამ ბერძენიშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 41 | 94 | სოფიკო მარტიროსოვი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 42 | 94 | ანა ხარაიშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 43 | 94 | გვანცა ხიბლაშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 44 | 94 | ნინო აბრამიშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 45 | 94 | ალეკო ხარებაშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 46 | 94 | თამარ კაკაშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 47 | 94 | აჩიკო ეზუგბაია | ინგლისური | X | X-XII | | |
| 48 | 94 | ნათია გაჩეჩილაძე | ინგლისური | X | X-XII | | |
| 49 | 94 | სოფიო ობოლაშვილი | ინგლისური | X | X-XII | | |
| 50 | 94 | მარი დავაძე | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 51 | 94 | მაგდა დავაძე | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 52 | 94 | ნანა თათრიაშვილი | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 53 | 94 | სალომე თავხელიძე | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 54 | 94 | გვანცა მელაძე | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 55 | 94 | თამარ ეგრისელაშვილი | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 56 | 94 | ანა ბოსტოღანაშვილი | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 57 | 94 | თამარ ბენდელიანი | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 58 | 94 | ოლია ასაბაშვილი | ინგლისური | XI | X-XII | | |
| 59 | 94 | თეიმურაზ ექიზაშვილი | ინგლისური | XII | X-XII | | |
| 60 | 94 | ნინო მგალობლიშვილი | |||||