Wednesday, October 27, 2010

ვიქტორინა – კონკურსი

                  დღეს 11 სათზე VII კლასებს შორის ჩატარდა აკ. წერეთლის 170 წლისადმი მიძღვნილი ვიქტორინა – კონკურსი:  ,, მე მიყვატრს აკაკი“. გაიმარჯვა VII- კლასმა და ვულოცავთ  გამარჯვებას!

Monday, October 25, 2010

2010 წლის 23 ოქტომბერს მოეწყო ექსკურსია თბილისი – სხვიტორი – სავანე. VII – ა კლასის მოსწავლეებს (პედ ქ. ხეიძე და მ. ეკალაძე) ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი მშობლიურ ლიტერატურაში – აკ. წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი". დაათვალიერეს სახლ–მუზეუმი, თ. ჟიჟიაშვილმა დახატა პეიზაჟი, გ. თაბაგარმა, ბ. ბენდელიანმა, დავაძეებმა, ნ. თათრიაშვილმა შეასრულეს ჩანახატები და მისწერეს წერილი სულმნათ პოეტს. თ. ბუკბანიანი ამზადებდა ჟურნალისტურ რეპორტაჟს.
მოკლედ, 23 ოქტომბერი მეტად შინაარსიანი და საინტერესო გამოდგა. გეოგრაფიისა და ისტორიის პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
აკ. წერეთლის კვირეული გრძელდება!

Monday, October 18, 2010

თვითმმართველობის ხელმძღვანელთა არჩევნები

18 ოქტომბერს ჩატარდა თვითმმართველობის საშუალო და საბაზო საფეხურის თავმჯდომარეთა არჩევნები. კენჭისყრის შედეგად:
 საშუალო საფეხურის თავმჯდომარედ აირჩიეს თეიმურაზ ექიზაშვილი.
 საბაზო საფეხურის თავმჯდომარედ აირჩიეს მარიამ ბერძენიშვილი।.



გ ი ლ ო ც ა ვ თ

თვითმმართველობის წევრთა არჩევნების დღე

13 ოქტომბერს სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის წევრთა არჩევნები। მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს თვითმმართველობის საშუალო და საბაზო საფეხურის წარმომადგენლები।
არჩევნებმა მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. არჩეულ წევრებს ვუსურვებთ წარმატებებს.

Thursday, October 14, 2010

ჰაბიტურიენტული სიბრძნეები


მე სკოლაც დავამთავრე უკვე და აბიტურიენტობაც გამოვიარე ტკბილად და გემრიელად. ახლა თქვენი ჯერია, წლევანდელი მეთორმეტეების და, მგონია, ჩემი 10 რჩევა არ გაწყენდათ. გემშვიდობებით და გიტოვებთ შემდგომ შეგონებებს:

სიბრძნე ნომერი პირველი:
1. ნუ მოატყუებ მასწავლებელსა შენსა, რამეთუ თავად მოტყუებულ შეიქმნები მკათათვის დასაწყისს.

შეგონება მეორე:
2. ნუ ჰაზრობ ძილს და ადრე ადგომას, მაინც ვერ ადგები და მასწავლებლის მოტყუება მოგიწევს, რაც პირველ სიბრძნემდე მიგვიყვანს.

მესამე სიბრძნე:
3. აბიტურიენტობისას ხვდები, თუ რაოდენ პატარაა ეს მუხთალი წუთისოფელი მაინცდამაინც მაშინ, როცა სახლში ხარ და რაოდენ დიდი საუკუნეა იგი ოსტატთან (რეპეტიტორთან) მოროგი ვიზიტის პროცესსა შინა.

სიბრძნე მეოთხე :
4. აბიტურიენტობის დროს აღმოაჩენ, რომ რაც უფრო იაფფასიანია კალამი იგი საწერი, მით უფრო დიდ ხანს ძლებს და მით უფრო ადვილია მისი დაღრღნა და ბაგეებით შემუსვრა მაშინ, როდესაც მასწავლებელს ატყუებ

სიბრძნე მეხუთე;
5. სწორედ აღნიშნული პროცესის შემდეგ ხვდები, რამდენი ხე მოსჭრეს შენი ეტრატების უშველებელი დასტის დასამზადებლად და ალბათ მოგინდებათ, ამის მქმნელ ხალხს უთხრათ: რატომ წუხდებოდით, არ იყო საჭიროო

სიბრძნე მეექვსე:
6. გიყვარდეს წიგნები შენი, და ნუ უღალატებ მათ ბალიშთან. გახსოვდეს, ბოღმის დაგროვება იციან წიგნებმა, ჰოდა საბოლოოდ ისევ პირველ სიბრძნემდე მივალთ

სიბრძნე მეშვიდე:
7. ნურასდროს დაივიწყებ, რომ ცილის სინთეზი ხორციელდება ი-რნმ-ზე მიტოქონდრიებში
და რომ თიმინის ნუკლეოტიდს ურაცილი ანაცვლებს რნმ-ში... დედა, ჩემი სიკვდილი, რეებს ვწერ.... :)

სიბრძნე მერვე:
8. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდი თუ კარგი კალამი გაქვს, საბოლოოდ სამ დღეზე მეტს ვერც ერთი ვერ ძლებს შენი რვეულის რინგზე და გმირულად აკვდება მტერს ხაზებში...

სიბრძნე მეცხრე:
9. სწორედ ახლა იწყებ მიხვედრას, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტების ერთი ნახევარი ცუდი აბიტურიენტი ყოფილა, არ უსწავლია ქართული და, თავისთავად, გაურკვეველი ხდება, თუ როგორ გადალახეს მათ პირველი შეგონება და გახდნენ ჟურნალისტები, ხოლო მეორე ნახევარი ან ბლუა და გონემბაშემუსვრილი ან, საერთოდაც, არასდროს ყოფილა აბიტურიენტი.

საბოლო, მეათე შეგონება:
10. შენ, ჰეი, აბიტურიენტო, ვინც უნდა იყო მაინდ (და არა ვინც არ უნდა იყო მაქანა), მომავალო ექიმო და მომავალო ფსიქოლოგო, მომავალო ტურიზმის მენეჯერო (მოდაშია, ხო იცით), ფიზიკოსო და თუნდაც უბრალო გზააბნეულო და 8 ფაკულტეტიდან ერთზე მაინც მოხვედრის იმედით მყოფო, ადექი ახლა ამ ეშმაკის მანქანიდან, სასწრაფოდ!!!!
ადექი, თორემ მე რომ დავწერ პოსტს ”სტუდენტური სიბრძნეები” (ნამდვილად დავწერ ), ხომ ვიცი, აღარ წიკითხავ, "მე რაში მაინტერესებსო" ძახილით და თითო კინკილა მკითხველის დაკარგვა მინდა ახლა მე???
:)
მაგიერ ეპილოგისა:
ვერ დაიჭირავს ეროვნულს გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.
მიგან ყოველი გაშტერდეს, სუსტიც და ძალგულოვანიც,
ბოლოდ შეყარნოს naec--მა ერთად მოყმე და მხცოვანი,
სჯობს შერცხვენილსა ნამუსსა აბიტურიენტ საწყალი!!!

Wednesday, October 6, 2010

დასრულდა მუშაობა 2011–२०१६ წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში დასრულდა მუშაობა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე.

ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელ ამ ერთ-ერთ ფუნდამენტურ დოკუმენტზე ცენტრის ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები. საგნობრივ სამუშაო ჯგუფებში სულ 300-მდე ადამიანმა იმუშავა. სამუშაო ჯგუფებმა შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს.

ცენტრი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრებს აწყობს პედაგოგებთან საქართველოს ქალაქებში საგანამანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, სკოლების დირექტორებთან.

ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა.

იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ და განვიხილოთ თითოეული პედაგოგისა და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანის აზრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები ქვემოთ წარმოდგენილ სტანდარტებზე მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@ganatleba.org ან mchikobava@ganatleba.org

იხილეთ საგნობრივ სტანდარტები შესაბამისი კლასების მიხედვით შემდეგ ბმულებზე:

Followers