Friday, February 28, 2014

საჯარო სკოლის დირექტორების მორიგი სერტიფიცირება

   საჯარო სკოლების დირექტორთა მორიგი სერტიფიცირების პროცესი იწყება. ამ თემაზე დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბრიფინგი გამართა. კანდიდატთა  რეგისტრაცია მიმდინარე წლის 4 მარტს დაიწყება და 16 მარტს დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მათ შორის, იმ პირებსაც,  რომლებმაც წინა სერტიფიცირების პროცესი წარუმატებლად დაასრულეს.
     სერტიფიცირების მიზანია კონკურსანტის პროფესიული კომპეტენციებისა და უნარების შეფასება. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება - ტესტირება და გასაუბრება.   ტესტირება   29-30 მარტს, ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
დაინტერესებულ პირებს, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 4 მარტიდან ვებგვერდზე http://directors.mes.gov.ge/.
საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება. შეფასება ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე მოხდება.
     სერტიფიცირებულ დირექტორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დირექტორების შესარჩევ კონკურსში. სერტიფიცირების პროცესისა და დირექტორების შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

Sunday, February 23, 2014

ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

        გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა  2014  წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
 დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია  2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

Monday, February 17, 2014

გამოცდებისათვის ინტერნეტით რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია


          ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწარმოებს 20 თებერვლიდან 21 მარტის 18:00 საათამდე.
          რეგისტრაციას აპლიკანტები მხოლოდ ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაივლიან (www.naec.ge; online.naec.ge), იქვე იხილავთ ინსტრუქციას და დეტალურ ინფორმაციას.

Wednesday, February 12, 2014

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება


         გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 10 თებერვლის N170 ბრძანებით განისაზღვრა ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციის ვადა - 2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადად განისაზღვრა  2014  წლის 6 მარტიდან 2014 წლის 21 მარტის ჩათვლით.
  დამატებით გაცნობებთ, რომ პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/სემესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია  2014 წლის 14 თებერვლიდან 2014 წლის 21 თებერვლის ჩათვლით, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში წარადგინოს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;     
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით და მას ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე ან პირს სურს რომ გააგრძელოს სწავლა.
მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება)  ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით.
პირი, რომელიც ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ მიღწევის დონეს, ვალდებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, „სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 07 აპრილის N48 ბრძანების შესაბამისად, დარეგისტრირდეს და წარმატებით ჩააბაროს სკოლის გამოსაშვები გამოცდები.
ამასთან გაცნობებთ, რომ პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.

ბრძანება ექსტერნატთან დაკავშირებით

Followers