განათლების სისტემას რომ მომავალი თაობის აღზრდაში განუზომელი წვლილი მიუძღვის, ეს უდავოა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ასეთ პრიორიტეტს ანიჭებს მოსწავლეთა სწავლა–აღზრდას.ვულოცავთ ქ – ნ მარინას ამ ჯილდოს, იმედი გვაქვს, მისი თავდაუზოგავი შრომა მომავალშიც ბევრჯერ აღინიშნება საპატიო ჯილდოებით.
აქვე დავძენთ, რომ ეს ორდენი ჩვენი სკოლის თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა საკუთარ ჯილდოდაც მიიჩნია: კარგ ხელმძღვანელს, ბუნებრივია ღირსეული კოლეგები და საქმისადმი თავდადებული თანამშრომლები უდგანან გვერდში.