საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თორმეტწლიან ზოგად განათლებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება.ყოველგვარი მითქმა-მოთქმა მეთორმეტე კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.