Tuesday, November 15, 2011

eSchools - ელექტრონული ჟურნალი

ნოემბრიდან საქართველოს 3 საჯარო საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა ელექტრონული ჟურნალები, რაც მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ყველა მშობელს ექნება შესაძლობლობა, სკოლების ინტერპორტალის საშუალებით შეამოწმოს მისი შვილის ყოფაქცევა და აკადემიური მოსწრება.

ამავე პილოტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, მშობლებმა შვილების ნიშნები SMS-ით მიიღონ. მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მშობლების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ასევე, მათსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარების უნიკალურ საშუალებასაც იძლევა.

სისტემა საშუალებას მისცემს სკოლებს სწავლის ადმინისტრირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად აწარმოონ. თითოეულ სკოლას ექნება ისეთი მომსახურების შექმნის საშუალება, რომელიც მშობლებს ყოველდღიურ ინფორმაციას მიაწოდებს მათი შვილების დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.

Followers