ყოველწლიურად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს კონკურსს
„ქართული კალიგრაფია“, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ.
წლევანდელ კონკურსში IX კლასის 4 მოსწავლე მონაწილეობდა.
ოთხივე მათგანი გადავიდა ფინალურ ტურში. თამარ კემუხტაშვილმა და მარიამ ზარიძემ მიიღეს
„პატარა კალიგრაფის“ ტიტული და დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სიმბოლური პრიზებით. ანა
გოგბერაშვილმა თავის ასაკობრივ ჯგუფში II ადგილი მოიპოვა და 400 ლარი პრემია, ხოლო თინა მამულაიძე
გახდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული და მიიღო 200 ლარი
პრემია.
მოსწავლეებს, ირანელი კალიგრაფისტის მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდათ მასტერკლასი
და თეორიული კურსი.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.