Friday, November 4, 2011

სპარტაკიადის შედეგები

დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა ფეხბურთში. ერთმანეთს ხვდებოდნენ XII1 და X2 კლასის მოსწავლეები.

დაძაბულ ორთაბრძოლაში XII1 კლასმა დაამარცხა მოწინააღმდეგე გუნდი და გახდა სპარტაკიადის გამარჯვებული.

Tuesday, November 1, 2011

სამინიტროში ონლაინ დახმარების მომსახურეობა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველია სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომელმაც ონლაინ დახმარების მომსახურეობა აამოქმედა. დღეს, პროგრამის მუშაობას მინისტრი დიმიტრი შაშკინი პირადად გაეცნო.

ონლაინ დახმარება არის პროგრამა Mibew Messenger, რომლის მეშვეობითაც ოპერატორები ონლაინ რეჟიმში, მომხმარებლების კითხვებს პასუხობენ. პროგრამა სექტემბრის ბოლოდან ამოქმედდა და აქტიურად მუშაობს. ოპერატორებთან დასაკავშირებლად საკმარისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) ან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (www.emis.ge) ვებ-გვერდებზე შესვლა და სასურველი კითხვის გაგზანა.

საზოგადოებისთვის ონლაინ მომსახურეობა ძალზე მოსახერხებელია, მომხმარებელს არ უწევს ლოდინი, ნებისმიერ კითხაზე იგი პასუხს მაშინვე იღებს. იმ შემთხვევაში თუ, დაკავშირება არასამუშაო დროს ხდება, მომხმარებლის შეტყობინება e-mail-ზე იგზავნება და ოპერატორი სამუშაოს დაწყებისთანავე პასუხობს მას. პროგრამა ყველასთვის უფასოა და ყოველი სამუშაო დღის 09:00-დან 19:00-მდე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ დახმარების მომსახურეობა რამდენიმე დღეა რაც ამოქმედდა და უკვე 3000-მდე შეტყობინებაა შემოსული. ცხელი ხაზის განყოფილებაში კი, ზოგადად თვის განმავლობაში დაახლოებით 13400-მდე ზარი შემოდის. ონლაინ დახმარებასთან ერთად სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში ვიდეო ზარი და ცხელი ხაზი მუშაობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მისი ოპერატიულად საზოგადოებისათვის მიწოდებისთვის ყველა არსებულ საშუალებას მაქსიმალურად იყენებს. ონლაინ დახმარებისა და ცხელი ხაზის გარდა, სამინისტრო facebook-ის ოფიციალური გვერდების მეშვეობით www.facebook.com/mes.gov.ge; www.facebook.com/dimitrishashkini; www.facebook.com/emis.ge თავის მომხმარებლებს ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე სცემს პასუხებს.

Monday, October 31, 2011

ანონსი



დღეს, 31 ოქტომბერს, 15 საათზე გაიხსნება სპარტაკიადა ფეხბურთში X-XII კლასის მოსწავლეებს შორის.

Wednesday, October 26, 2011

ვაჟა - ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის გეგმა

vaJa-fSavelas 150-e wlisTavisadmi miZRvnili kvireulis gegma

#

Sesasrulebeli RonisZiebebi

TariRi

dro

Mmonawile klasebi

xel-neli

1.

leqcia - vaJa-fSavela da sikvdil-sicocxle

24.X

15.00

IX

l.talaxaZe

2.

viqtorina - vin ukeT icnobs vaJa-fSavelas Semoqmedebas

25.X

15.00

XI

S. qavTaraZe

3.

salonuri Sexvedra vaJa-fSavelas cxovrebis kuluaruli detalebi

26.X

15.00

IX-XII

z.gamyreliZe

4.

Ppoeziis saRamo ,,...da werda mere xelis kankaliT, daWril arwivis bedze mtirali”

27.X

14.00

VIII

l.talaxaZe

5.

saxaliso viqtorina-me vicnob vaJa-fSavelas

28.X

18.00

VI

i.xuciSvili

6.

naxatebis gamofena vaJa-fSavelas Semoqmedebis mixedviT

27X

15.00

I-VI

T.sumbaZe

7.

vaJa-fSavelasadmi miZRvnili stendis damzadeba-gamofena

26X

15.00

VII-XI

q.xeiZe

8.

literaturuli gasamarTleba-,,stumar-maspinZeli”

28X

15.00

XII

r. RaWava

9.

saswavlo-SemoqmedebiTi eqskursia CargalSi (RonisZieba)

29X

08.00- 20.00

IX-3

l. talaxaZe

Tuesday, October 25, 2011

ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული

24 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა ლექციით ,,ვაჟა-ფშაველა - სიკვდილი და სიცოცხლე". პედაგოგი ლ. ტალახაძე IX კლასების მოსწავლეებს ესაუბრა პოეტის შემოქმედების ძირითად მოტივებსა და თავისებურებებზე.

25 ოქტომბერს კი ჩატარდა ვიქტორინა მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შორის: ,,ვინ უკეთ იცნობს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ". მოსწავლეები ხალისითა და ზედმიწევნით პასუხობდნენ საკონკურსო კითხვებს, როგორც ვაჟას შემოქმედებიდან, ასევე მისი პირადი ცხოვრებიდან.

ვიქტორინაში გაიმარჯვა XI1 კლასმა.

სპარტაკიადის შედეგები

24 ოქტომბერს დასრულდა სპარტაკიადა ფრენბურთში ვაჟებს შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ XI1 და XI3 კლასები. გაიმარჯვა XI1კლასმა და შესაბამისად აიღო პირველი ადგილი, მეორე ადგილზე გავიდა XI3 კლასი.


24 ოქტომბერს აიღო სტარტი სპარტაკიადამ ფრენბურთში გოგონებს შორის. მონაწილეობდნენ XI-XII კლასები. დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა XI1 და XII2 კლასებს შორის, რომელშიც გაიმარჯვა XII2 კლასმა და გავიდა პირველ ადგილზე, მეორე ადგილი დაიკავა XI1კლასმა.

Thursday, October 20, 2011

eStrategy - საერთაშორისო დონის სტანდარტები საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011-2012 სასწავლო წელი გამორჩეული სიახლეებით დაიწყო. 2011-2015 წლების ელექტრონული სტრატეგიის ფარგლებში მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.

ახალ სისტემას e-Strategy ჰქვია და მისი მეშვეობით 2012 წლიდან საქართველოს ისტორიაში პირველად მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სრულიად სკოლების ადმინისტრაციის ელექტრონული ბაზები და ელექტრონული ბიბლიოთეკები შეიქმნება. სულ ახლო მომავალში კი სკოლების მართვა ელექტრონულად განხორციელდება.

ელექტრონული სტრატეგია განათლების სისტემის ელექტრონულ საქმიანობაზე სრულად გადასვლას გულისხმობს და სკოლების მენეჯმენტს, ელექტრონულ ჟურნალებსა და მანდატურების ოქმების ელექტრონულ წარმოებას ითვალისწინებს.

1 ნოემბრიდან საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება ელექტრონული ჟურნალები, რაც მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ყველა მშობელს ექნება შესაძლობლობა, სკოლების ინტერპორტალის საშუალებით შეამოწმოს მისი შვილის ყოფაქცევა და აკადემიური მოსწრება. ამავე პილოტის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, მშობლებმა შვილების ნიშნები SMS-ით მიიღონ. მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს მშობლების აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, ასევე, მათსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარების უნიკალურ საშუალებასაც იძლევა.

უკვე ამოქმედდა მანდატურების საინფორმაციო სისტემა - eOfficers, რომელიც მანდატურის სამსახურს საშუალებას აძლევს, საქმის წარმოება განახორციელოს ელექტრონულად, ინფორმაცია მიიღოს ოპერატიულად და უფრო ეფექტური გახადოს მართვა.

მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უერთდება იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების პროექტს, რის შემდეგაც მოსწავლეთა მონაცემების (ატესტატი) მიბმა ID ბარათებზე იქნება შესაძლებელი.

სკოლას შესაძლებლობა ეძლევა online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება.

მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს, ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები.

მოსწავლეთა მართვის ახალი საინფორმაციო სისტემის დანერგვით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში სრულიად ახალ სისტემაზე გადავა. მასწავლებლებისთვის საათები ელექტრონულ რეჟიმში გადანაწილდება. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია სკოლაში მიმდინარე ხარჯების თაობაზე. სამეურვეო საბჭოებსაც სრული შესაძლებლობა ექნებათ სკოლის მენეჯმენტი გააკონტროლონ. ელექტრონულმა სტრატეგიამ სამინისტროს მისცა საშუალება, დაეზოგა 12 მილიონი ლარი და ეს თანხა სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაეხარჯა.

სკოლების ბრენდირება

ისანი-სამგორი
ძველი თბილისი
ვაკე-საბურთალო
გლდანი-ნაძალადევი
დიდუბე-ჩუღურეთი

გამოვლინდა ბრენდირებული სკოლები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული სკოლების ბრენდირების პროექტის ფარგლებში ბრენდირებული სკოლები გამოვლინდა. ბრენდირების პროცესში გამოვლენილი ათი საუკეთესო სკოლის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და მათ სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. აღნიშნულ სკოლებს ცხრა ვარსკვლავი მიენიჭათ. ბრენდირებული სკოლების ნუსხა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

სკოლებში ბრენდირების პროცესი გასულ წელს დაიწყო. საჯარო სკოლებისთვის ბრენდირება სავალდებულო, კერძო სკოლებისთვის კი ნებაყოფლობითია. აღნიშნულ პროცესში სკოლამ სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რომლის მიხედვით განისაზღვრება თუ რამდენი ვარსკვლავი მიენიჭება მას.

ბრენდირების საწყის ეტაპზე სკოლები თავად სკოლის ადმინისტრაციამ შეაფასა, ხოლო მათთვის ვარსკვლავების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება უკვე სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მიიღო. სკოლის შეფასების მაქსიმალური შკალა ათი ვარსკვლავით განისაზღვრა. თავდაპირველად ყველა სკოლას ხუთი ვარსკვლავი ავტომატურ რეჟიმში მიენიჭა. სკოლებისთვის ვარსკვლავის მომატება კი, სხვადასხვა კრიტერიუმზე იყო დამოკიდებული. სკოლას მეათე - მაქსიმალური ვარსკვლავი აკრედიტაციის შედეგად მიეცემა.

ბრენდირების პროცსეში სკოლა შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება:
სწავლა - სწავლება;
მასწავლებელთა კვალიფიკაცია;
პროგრამები, პროექტები და ოლიმპიადები;
სკოლის წარმატების მონაცემები;
სკოლის ინსტიტუციონალური მონაცემები;
სასკოლო ატესტატი და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების მაჩვენებელი.

ბრენდირების ძირითადი მიზანი სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით მათი წახალისებაა. ბრენდირება მშობლებს დაეხმარება წინასწარ მიიღონ ინფორმაცია სკოლების შესახებ და გააკეთონ სწორი არჩევანი. სკოლების ბრენდირების პროცესი მუდმივად განხორციელდება და ბრენდირებული სკოლები ყოვეთვიურად გამოვლინდებიან.

Tuesday, October 18, 2011

ანონსი

ხვალ, 19 ოქტომბერს, 15 საათზე გაიხსნება სასკოლო სპარტაკიადა ფრენბურთში. სპარტაკიადაში მონაწილეობენ X, XI, XII კლასები.

Monday, October 17, 2011

განათლების სისტემის ელექტრონული სტრატეგია

განათლების სისტემის ელექტრონული სტრატეგიის პრეზენტაცია მთავრობის სხდომაზე დღეს დიმიტრი შაშკინმა გააკეთა. მინისტრის თქმით, სტრატეგია სისტემის ელექტრონულ საქმიანობაზე მთლიანად გადასვლას გულისხმობს. ეს ეხება როგორც სკოლების მენეჯმენტს, ელექტრონულ ჟურნალებს, ასევე მანდატურების ოქმების ელექტრონულ წარმოებას.

განათლების მინისტრის განცხადებით, ნოემბრიდან რამდენიმე სკოლაში ელექტრონული ჟურნალები ამოქმედდება, ხოლო იანვრიდან დანარჩენი ქალაქების ელექტრონულ სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად დაიწყება.

თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემის საშუალებით თითოეული სკოლა ადმინისტრირების პროცესს ელექტრონულად წარმართავს, ხოლო მშობლები ინფორმაციას შვილების აკადემიური მოსწრებისა და დასწრების შესახებ ონლაინ რეჟიმში გაეცნობიან.

Tuesday, October 11, 2011

Lego Education


Lego Education ფონდ ,,First“-თან ერთად, რომლის ამოცანაა ახალგაზრდებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიყვარული ჩაუნერგოს, 9-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოგონებაში საერთაშორისო კონკურსს იწყებს. კონკურსი First Lego League მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში გააღვივოს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სიყვარული. გასულ კვირას დაიწყო კონკურსი Food Factor Challenge, რომლის თემაა ჯანსაღი საკვები, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებისა და ტექნიკის გამოყენება საკვების დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კონკურსის ფარგლებში გუნდებმა უნდა შექმნან და ააგონ რობოტები, რომლებიც შეასრულებენ სხვადასხვა ამოცანას „ლეგოს“ გონების სავარჯიშო საგანმანათლებლო კომპლექტის გამოყენებით. ევროპის Lego Education-ის დირექტორმა სიმონ დევენპორტმა განაცხადა: ნებისმიერი ბავშვისა და თინეიჯერისათვის, რომელიც ოცნებობს, გახდეს გამომგონებელი ან მეცნიერი, ანდა უბრალოდ უყვარს „ლეგო“, ეს ნამდვილი გამოწვევაა.

ასეთი კონკურსების გამართვა ხელს უწყობს მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებას ანუ იმ ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერმა ბრაიან კოქსმა დაიწყო.
RM Education-ის აღმასრულებელი დირექტორი ტერი სვინი ამბობს: ძალიან ბევრს არ შეუძლია ფიქრი რაიმე დიდის შექმნაზე. First Lego League გვიჩვენებს, რომ მათ არა მარტო ფიქრი შეუძლიათ, არამედ გამოგონება და შექმნაც. ეს კონკურსი შთააგონებს ახალგაზრდებს, იმუშავონ ერთად მომავლის ბიზნესისა და ტექნოლოგიის ლიდერების დასახმარებლად. პერსპექტიულმა გამომგონებლებმა დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ვებ-გვერდს: www.firstlegoleague.org

Monday, October 10, 2011

eRofficers - მანდატურების საინფორმაციო სისტემა

eRofficers - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სპეციალურად საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისათვის შეიქმნა.

პროგრამით, რომელიც ოქმების ელექტრონულად წარმოების საშუალებას იძლევა, ყველა მოქმედი მანდატური ისარგებლებს და სკოლებში სხვადასხვა დარღვევის შესახებ აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს.

დარღვევის თითოეული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ბაზაში ფიქსირდება და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად, სინქრონულ რეჟიმში მიეწოდება, რაც მანდატურების მუშაობის პროცესს ეფექტურსა და მოქნილს ხდის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველო არის ბოლონიის პროცესის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს თორმეტწლიან ზოგად განათლებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება.

ყოველგვარი მითქმა-მოთქმა მეთორმეტე კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

Thursday, October 6, 2011

პრეზიდენტმა მასწავლებლის სახლი გახსნა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლადაშენებული მასწავლებლის სახლი გახსნა. მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით მოემსახურება - მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. აქვე მოეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ჩაატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან.

მასწავლებლის სახლში საბავშვო ოთახი იფუნქციონირებს, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეეძლებათ. ოთახი კომპანია Microsofti-ის მიერ კინექტის აპარატურითაა აღჭურვილი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად პრეზიდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბოტორია დაათვალიერა, რომელიც გერმანულმა კომპანია PHYWE-მა მასწავლებლის სახლს საჩუქრად გადასცა. ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დანადგარებს აერთიანებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა და ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ექსპერიმენტის ჩატარების სახელმძღვანელოც მოჰყვება, რაც დანადგართან დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას იძლევა. ლაბორატორია ორიენტირებულია სწავლების მეთოდებზე და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. PHYWE-ის ლაბორატორიები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. საქართველოში ის პირველად შემოვიდა.

პრეზიდენტმა და მინისტრმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც მოინახულეს, რომელშიც პედაგოგებისთვის კომპიუტერები და მათთვის საჭირო ყველა სახის წიგნია განთავსებული, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მასწავლებლებს ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მათ შორის არის ელექტრონული ბაზაც, რომელშიც ყველა წიგნია შეტანილი.

მიხეილ სააკაშვილი მასწავლებლის სახლში მიმდინარე ლაივ კონფერენციასაც დაესწრო, რომელშიც ქუთაისის ჟვანიას სახელობის სკოლა და პირველი ექსპერიმენტული სკოლა მონაწილეობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ რეფორმად განისაზღვრა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული ზრდა, სწორედ ამ მიზნით წარმატებით განხორციელდა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე ნებაყოფლობითია ყველა პედაგოგისთვის.

სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 75 ლარს, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 200 ლარს. სერტიფიცირებული პედაგოგების საუკეთესო 25% -ის ხელფასი კი წარმოადგენს 1000 ლარს. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს აგრეთვე, აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ-მასწავლებლებად და მათ ხელფასზე დანამატი ექნებათ 180 ლარი.

მასწავლებლის სახლის გახსნას 400-ზე მეტი სერტიფიცირებული პედაგოგი, სამთავრობო დელეგაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Wednesday, October 5, 2011

გილოცავთ მასწავლებლის დღეს!

ძვირფასო მასწავლებლებო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გილოცავთ მასწავლებლის დღეს, გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას! განათლების სისტემაში მთავარ როლს პედაგოგი ასრულებს და იმისთვის, რომ საქართველოს განათლების სისტემა პასუხობდეს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია პროფესიონალი მასწავლებლების არსებობა. სერტიფიცირება ერთ-ერთი პრიორიტეტული რეფორმაა. კვალიფიციური მასწავლებლები კი დაფასდებიან როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს პედაგოგების პროფესიული ზრდისთვის, წინსვლისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის. გისურვებთ წარმატებებს!

Tuesday, October 4, 2011

eSchools - სკოლების საინფორმაციო სისტემა

თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა მოიცავს მოსწავლეთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას (დასწრება, ნიშნები, მიღწევები და ა.შ.), ისტორიას (მოსწავლეთა მობილობა, ექსტერნატი და ა.შ.), ელექტრონულ ჟურნალსა და გაკვეთილების ცხრილს.

საინფორმაციო სისტემის საშუალებით თითოეული სკოლა ადმინისტრირების პროცესს ელექტრონულად წარმართავს, ხოლო მშობლები ინფორმაციას შვილების აკადემიური მოსწრებისა და დასწრების შესახებ ონლაინ რეჟიმში გაეცნობიან.

საწყის ეტაპზე eSchools საინფორმაციო სისტემით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლები ისარგებლებენ.

წარმატებული მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები - “Lenovo” გადასცეს. კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც საქართველოში დამზადდა. ამიერიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა წარმატებულ მოსწავლეს თუ სტუდენტს სწორედ საქართველოში წარმოებული კომპიუტერებით წაახალისებს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.

პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

2011 წელს პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს მომავალშიც წაახალისებს.

ანონსი


4 ოქტომბერს 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 200-მდე მეათეკლასელ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერით დააჯილდოვებს. საჩუქარი გადაეცემათ მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

Monday, October 3, 2011

სტრატეგია

განათლების სექტორში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებისა და განვითარების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სტრატეგია (e-Strategy).

ელექტრონული სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიზანია ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა. აღნიშნულ სისტემებთან წვდომა ექნება განათლების სისტემაში შემავალ ყველა სუბიექტს, შესაბამისი უფლებების გათვალისწინებით, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ჰქონდეს გაცილებით ზუსტი და ოპერატიული ინფორმაცია. ასევე დაგეგმილია მონაცემთა ბაზების ინტეგრაცია და ინფორმაციის გაცვლა სხვა უწყებების ელექტრონულ სისტემებთან.

პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია ერთიანი მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ცენტრი, რომლის შექმნაც დაიწყო 2011 წლის მარტში. ცენტრი აგებულია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და დაგეგმილია მისი მოდერნიზება და სიმძლავრეების ზრდა განათლების სისტემის მოთხოვნების გათვალისწინებით.


დაგეგმილია შემდეგი ელექტრონული სისტემების შექმნა:


ePeople (ადამიანური რესურსების მართვის სისტემა)

ადამიანური რესურსების მართვის სისტემა მოიცავს განათლების სისტემაში არსებული თანამშრომლების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას. სისტემაში მოთავსდება ინფორმაცია სამინისტროს, სსიპ-ების, სკოლების, რესურსცენტრების თანამშრომლების შესახებ და ასევე იქნება სრულყოფილი ინფორმაცია სამეურვეო საბჭოებისა და მასწავლებლების შესახებ.


eSchools (სკოლების საინფორმაციო სისტემა)

სისტემაში მოთავსებული იქნება მოსწავლეთა შესახებ დეტალური ინფორმაცია (დასწრება, ნიშნები, მიღწევები და ა.შ.), ისტორია (მოსწავლეთა მობილობა, ექსტერნატი და ა.შ.), ელექტრონული ჟურნალი და გაკვეთილების ცხრილი. სისტემა საშუალებას მისცემს სკოლებს სწავლის ადმინისტრირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად აწარმოონ. თითოეულ სკოლას ექნება ისეთი მომსახურების შექმნის საშუალება, რომელიც მშობლებს ყოველდღიურ ინფორმაციას მიაწოდებს მათი შვილების დასწრებისა და აკადემიური მოსწრების შესახებ.


eStudents (მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა)

საინფორმაციო სისტემის მეშვეობით სკოლას აქვს საშუალება online რეჟიმში გადაამოწმოს საკუთარი მოსწავლეების მონაცემები, განახორციელოს მობილობის პროცესი, აირჩიოს სახელმძღვანელოები და ასევე გააკეთოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების იდენტიფიცირება. მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს სამინისტროს ზუსტად განსაზღვროს სკოლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ზომა და სხვა პროცედურები. მოსწავლეთა სიები ავტომატურად გადაეცემა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რაც გამოცდებისათვის და ეროვნული ოლიმპიადებისათვის მოსწავლეთა ხელახალი რეგისტრაციის საჭიროებას გამორიცხავს.

eROfficers (მანდატურების საინფორმაციო სისტემა)

მანდატურების საინფორმაციო სისტემა საშუალებას მისცემს მანდატურის სამსახურს საქმის წარმოება განახორციელოს ელექტრონულად, ინფორმაცია მიიღოს ოპერატიულად და უფრო ეფექტური გახადოს მართვა.


eAssets (სკოლების ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა)

ინფრასტრუქტურის აღრიცხვის ერთიანი სისტემაში თავმოყრილი იქნება ინფორმაცია როგორც სკოლის ფიზიკური ინფრასტრუქტურის (შენობები, ეზო და ა.შ.), ასევე მის მფლობელობაში არსებული ინვენტარის შესახებ.


eFinance (სკოლების ფინანსური მართვის სისტემა)

2011 წლის ივლისიდან ტესტურ რეჟიმში დაინერგა ფინანსური აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სამინისტროს უფრო ეფექტურად გააკონტროლოს საჯარო სკოლების ფინანსური დანახარჯები. დაგეგმილია სისტემის სრულყოფა, ხოლო 2012 წელს სრულად ამუშავდება.


eGIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა)

2011 წლის გაზაფხულიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მუშავდება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის კონცეფცია, რაც მოიცავს ელექტრონული რუქების დამუშავებასა და სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნას. რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ერთმანეთთან დააკავშიროს გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით. ასევე გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა მოიცავს ერთიანი ანგარიშგებისა და მონაცემების ანალიზის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს გაცილებით უკეთესად დაგეგმოს ნებისმიერი ტიპის ახალი პროექტი და გააკეთოს პროგნოზირება.


eLibrary (ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა)

2011 წელს შეიქმნება ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც განთავსდება სამინისტროსა და სსიპ-ების მიერ შექმნილი სახელმძღვანელოები, წიგნები, სასწავლო მასალები და პერიოდული გამოცემები.


eCatalog (საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი)

2011 წელს დაგეგმილია საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგის შექმნა, რომელშიც საწყის ეტაპზე თავმოყრილი იქნება საჯარო სკოლების შესახებ სრული ინფორმაცია (მისამართი, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, ფოტოები, სწავლების საფეხური/სექტორი, მიღწევები და ა.შ.). ასევე დაგეგმილია მომავალში პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების დამატება. კატალოგი დაეხმარება მოქალაქეებს მიიღოს სრული ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ.



სკოლებში ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების” სწავლება დაიწყო

ახალი სასწავლო წლიდან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ახალ სავალდებულო საგანს ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებას” შეისწავლიან. დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და შინაგან საქმეთა აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსაწვლეებს შეხვდნენ და მათ ახალი საგნის სახელმძღვანელოები პირადად გადასცეს.

ახალი საგნის ,,საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება” შემოღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. იგი მიზნად ისახავს, გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას. სწორედ ამას შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

საგნის სწავლება სპეციალურად დაწერილი სახელძღვანელოებით განხორციელდება. მასწავლებელთა და მოსწავლეთა სახელმძღვანელოები შინაგან საქმეთა აკადემიაში მომზდდა და ისინი ყველა იმ ძირეულ საკითხებს მოიცავენ, რომლებიც აუცილებელია, რათა მოსწავლეები სრულყოფილად მომზადდნენ საგზაო მოძრაობის წესებსა და უსაფრთხოებაში. შინაგან საქმეთა აკადემიაში ახალი საგნის ყველა პედაგოგი გადამზადდა.

ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში ავტომობილით იმოძრაონ, აეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.

Wednesday, September 28, 2011

მინისტრმა მოსწავლეებს კომპიუტერული ქარხანა დაათვალიერებინა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა ”ალგორითმი” დაათვალიერა. მოსწავლეები კომპიუტერების აწყობის პროცესს გაეცნენ და პირადად ნახეს, თუ როგორ იტვირთება ის პროგრამები, რომლებსაც სკოლაში კომპიუტერის დახმარებით სწავლობენ.

კომპიუტერული ქარხნის დათვალიერების სურვილი მოსწავლეებმა თავად გამოთქვეს. მინისტრმა კი ბავშვებს თხოვნა შეუსრულა და ქარხანა თავად დაათვალიერებინა.

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წელს 60 ათასამდე პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს ქარხანა ”ალგორითმში” აწყობილი კომპიუტერი გადაეცა. აღნიშნულ ქარხანაში ჩაიტვირთა ის პროგრამებიც, რომელიც კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით მათივე პროგრამებით სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი გაეცვნენ როგორც კომპიუტერების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას, ასევე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადებას.

კომპიუტერული ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის 25 ივლისს გახსნეს. ასეთი მასშტაბის ქარხანა მთელს ამიერკავკასიაში ერთადერთია. მას აქვს რესურსი, წელიწადში დაახლოებით მილიონამდე კომპიუტერი გამოუშვას და მისი რეალიზაცია უცხოეთში მოახდინოს. მომავალში, ქარხანას ყველანაირი სახის კომპიუტერული ტექნიკის წარმოება შეუძლია, რაც თავის მხრივ დასაქმებას და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.


Tuesday, September 27, 2011

ანონსი

28 სექტემბერს, 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი №94-ე საჯარო სკოლის პირველკლასელებს კომპიუტერულ ქარხანა ”ალგორითმს” დაათვალიერებინებს.

Monday, September 26, 2011

კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” საერთაშორისო მასშტაბს იღებს

სკოლის მოსწავლეებში ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივებისა და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

კონკურსის დეტალებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია სიახლით, დღემდე არსებული ტექნიკური მიდგომების ახლებური გადაწყვეტილების ძიებითა და ზოგადად ინოვაციებით. რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს - მასში 18 წლამდე უცხოელი მოზარდები ჩაერთვებიან.

პროექტები მიიღება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი.

კონკურსის აუცილებელი პირობაა, რომ მსურველებმა განაცხადების ელექტრონული ვერსია ატვირთონ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge მითითებულ სპეციალურ ბაზაში და დარეგისტრირების შემდეგ ნამუშევარი მოიტანონ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში. ელექტრონული რეგისტაცია 6 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების წარმოდგენა 18 ნოემბერს დასრულდება.

წარმოადგენილ პროექტებს სპეციალური კომპეტენტური ჟიური სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე შეაფასებს.

კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი სასწავლო შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე:www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge

Monday, September 19, 2011

ნეტ-ბუკებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის ნაჩუქარ კომპიუტერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი კომპიუტერი - ”ბუკი” დახვდა. სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ამ თემით სპეკულირება დაიწყო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, თითქოს კომპიუტერები ბავშვების საკუთრება არ არის და მისი დაზიანების შემთხვევაში მშობელი ჯარიმის სახით 700 ლარს გადაიხდის. ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია.

ბრიფინგზე გიორგი ჩახნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნეტ-ბუკი არის საჩუქარი და შესაბამისად, გადადის მოსწავლის საკუთრებაში. გასულ წელს, სკოლებში ამ პროგრამის პილოტირებისას, სამწუხაროდ, ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშობლებმა კომპიუტერის მიღების მიზნით, ბავშვები საჯარო სკოლებში დაარეგისტრირეს და კომპიუტერის მიღების შემდეგ საბუთები კერძო სკოლებში გადაიტანეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დაწესდა ერთადერთი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც თუ მოსწავლე სამი წლის განმავლობაში გადაწყვეტს საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადასვლას, კომპიუტერი რჩება სკოლაში.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კომპიუტერები არის საქართველოში დამზადებული და გააჩნია საგარანტიო ვადა. მისი დაზიანების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია მიაკითხოს კომპიუტერულ ქარხანას ”ალგორითმი”, სადაც დამზადდა კომპიუტრები და სადაც ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხდება დაზიანებული კომპიუტერის შეკეთება.


Friday, September 16, 2011

ცოდნის ზეიმი


15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ჩვენი სკოლის დირექტორმა მ. ჩაგანავამ მოსწავლეებსა და შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება. მილოცვების შემდეგ აღიმართა საქართველოს დროშა, შესრულდა ეროვნული ჰიმნი და მოსწავლეებმა სკოლის კედლებს მიაშურეს. მათ კეთილმოწყობილი გარესპორტული მოედანი, განახლებული დერეფნები, ფოიე და კლასები დახვდათ.
ყველა პირველკლასელს დაურიგდა NET BOOK-ები, ხოლო სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს-სახელმძღვანელოები.

15 სექტემბერი


Thursday, September 15, 2011

დიმიტრი შაშკინი სკოლის მანდატურებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მანდატურებს შეხვდა და სკოლაში მათი მუშაობის განვლილი ერთი წელი შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში სკოლებში დამკვიდრდა დისციპლინა, გაიზარდა მოსწავლეთა დასწრება, აღმოიფხვრა დანაშაულის ფაქტები. მიღწეული შედეგების გამო მინისტრმა მანდატურებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ სამინისტრო მომავალშიც იზრუნებს მათ პროფესიულ ზრდაზე.

შეხვედრაზე მანდატურის სამსახურში განხორციელებულ სიახლეებზეც ისაუბრეს. ზაფხულის განმავლობაში მანდატურები სხვადასხვა მიმართულებით გადიოდნენ გადამზადებას, სწავლობდნენ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას, გაიარეს ბავშვებთან მუშაობის ფსიქოლოგიური კურსიც. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზაფხულის პერიოდში ისინი სამაშველო კურსსაც გადიოდნენ. ყველა სკოლაში სამიდან ერთ მანდატურს მაშველის კვალიფიკაცია აქვს.

ყველა მოქმედ მანდატურს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, სამართალდარღვევებზე რეაგირების წესზე, პროფესიულ ეთიკასა და აკადემიურ წერაზე, უნარშეზღუდულ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან კონტაქტის დამყარებაზე ტრენინგები ჩაუტარდათ, რაც მათ დაეხმარებათ საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, სწორი კვალიფიკაცია მისცენ საქმიანობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ მათზე.

სასწავლო დაწესებულებების მანდატურებმა სამაშველო კურსებიც გაიარეს. სამაშველო საქმიანობა დახმარებისა და საფრთხეებისაგან მოსწავლეთა დაცვის სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების ცოდნას მოიცავს, იგულისხმება როგორც ბუნებრივი ასევე, სპონტანურად შექმნილი საფრთხეები. მანდატურებმა შეისწავლეს ქიმიური, რადიაციული და ბიოლოგიური დაბინძურების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, წყალთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილება. მანდატურები პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში შეძლებენ, მათ შორის სატრანსპორტო უბედური შემთხვევის, ხანძარის, მიწის ძვრის, წყალდიდობის, მეწყერის და ა.შ.

ახალი სასწავლო წლიდან ყველა მოქმედი მანდატური სკოლებში სხვადასხვა სახის დარღვევების აღრიცხვის ფურცელს ელექტრონულად შეავსებს. დარღვევის თითოეული ფაქტი კომპიუტერში დაფიქსირდება და სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს ელექტრონულად გადაეცემა. ეს პროგრამა მანდატურებს სწრაფ და ხარისხიან მუშაობაში დაეხმარება.

Monday, September 12, 2011

ანონსი

13 სექტემბერს, 14 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს 2011-2012 სასწავლ წლის სიახლეებთან დაკავშირებით ანგარიშს წარუდგენს.

ადგილი: საქართველოს პარლამენტი

Followers