Friday, February 5, 2010

დაიწყო მასწავლებელთა რეგისტრაცია პირველი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დარეგისტრირება წელს შეუძლია ყველა ქართულის, მათემატიკის და უცხო ენების მოქმედ პედაგოგს ერთწლიანი გამოცდილებით. ასევე, ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული მასწავლებლად, მაგრამ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ამიერიდან, ტრენერებად და მენტორებად შეირჩევიან მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები. მათ ექნებათ განსხვავებული ხელფასი.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 31 მარტამდე გასტანს. გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 95 58 36

No comments:

Followers