Wednesday, October 6, 2010

დასრულდა მუშაობა 2011–२०१६ წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში დასრულდა მუშაობა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე.

ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელ ამ ერთ-ერთ ფუნდამენტურ დოკუმენტზე ცენტრის ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები. საგნობრივ სამუშაო ჯგუფებში სულ 300-მდე ადამიანმა იმუშავა. სამუშაო ჯგუფებმა შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს.

ცენტრი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრებს აწყობს პედაგოგებთან საქართველოს ქალაქებში საგანამანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, სკოლების დირექტორებთან.

ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა.

იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ და განვიხილოთ თითოეული პედაგოგისა და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანის აზრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები ქვემოთ წარმოდგენილ სტანდარტებზე მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@ganatleba.org ან mchikobava@ganatleba.org

იხილეთ საგნობრივ სტანდარტები შესაბამისი კლასების მიხედვით შემდეგ ბმულებზე:

Followers