Wednesday, June 22, 2011
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა პროფესიულ უნარებში
Tuesday, June 14, 2011
ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში I-VI კლასებისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ კონკურსის შედეგები შეაჯამეს.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ძირითადი არსი სკოლებისა და მოსწავლეების ხარისხიანი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაა. მისი მიზანია დაადგინოს, გრიფის მისანიჭებლად წარმოდგენილი წიგნები რამდენად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, რამდენად გამართულია ისინი შინაარსობრივად, მეთოდურად და ტექნიკურად.
წელს გრიფირების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები. დაიხვეწა საკონკურსო პროცედურები, მკაცრად განისაზღვრა სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, სახელმძღვანელოების ტექნიკური პარამეტრები და სახელმძღვანელოს შეფასების პროცედურა და მეთოდიკა.
კერძოდ, სახელმძღვანელოების კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს - ავტორებს/ავტორთა ჯგუფებს. კონკურსანტებს უნდა წარმოედგინათ სახელმძღვანელო/სახელმძღვანელოების სერია, რომელიც წარმოადგენს ზოგადი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში ერთსა და იმავე კონცეფციაზე აგებულ ერთი საგნის სახელმძღვანელოების ნაკრებს ყველა იმ კლასის/დონის საგნისათვის, რომლისთვისაც არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი პროგრამა.
სახელმძღვანელო/სერია შეფასდა „სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებითა" და „სახელმძღვანელოს მაკეტის ტექნიკური პარამეტრებით". დაწესდა ქულობრივი ბარიერი, სადაც განისაზღვრა, რომ სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოების სერიას უნდა გადაელახა მაქსიმალური ჯამური ქულების 90% (შინაარსობრივი) ბარიერი, სხვა შემთხვევაში წიგნს გრიფი არ მიენიჭებოდა.
2011-2012 სასწავლო წელს I-VI კლასებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, მოსწავლეები კი ახალი, ხარისხიანი სახელმძღვანელოებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ანონსი
14 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე I-VI კლასების ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსის შედეგებს შეაჯამებენ.
დრო: 11:00 საათი
ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დ.უზნაძის 52საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სასკოლო წიგნების გრიფირებასთან დაკავშირებულ კორუფციული გარიგების მცდელობას. კერძოდ, შპს ”კავკასიის აკადემიური ცენტრის” დამფუძნებლებმა დავით ცეცხლაძემ და ნიკოლოზ ბაქარაშვილმა მათ მიერ უცხოეთიდან შემოტანილი წიგნებისთვის გრიფის მინიჭების სანაცვლოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს ქრთამის სახით 50 ათასი აშშ დოლარი შესთავაზეს.
იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ შეთავაზებულ წიგნებს გრიფი მიენიჭებოდა და სკოლებში ამ სახელმძღვანელოებით სწავლება სავალდებულო გახდებოდა, გარდა 50 ათასი დოლარისა, ეჭვმიტანილები სამინისტროს თანამშრომელს ქრთამის სახით მოგების 33%-საც სთავაზობდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთობლივი ოპერატიული მუშაობის შედეგად, სამართლადამცველებმა აღნიშნული პიროვნებები ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მოქალაქე ვერ აცნობიერებს იმას, რომ ნეპოტური და კორუფციული გარიგებების დრო დასრულდა. ნებისმიერი უკანონო ქმედება მკაცრად კონტროლდება და მას კანონის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და არაკორუმპირებული უწყებაა. სამინისტრო კვლავ გააგრძელებს მსგავსი ფაქტების მოკვლევას და არავის მისცემს უფლებას, საკუთარი კეთილდღეობა ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობის განათლების ხარჯზე მოიწყოს.
Friday, June 10, 2011
გრიფირებული სახელმძღვანელოები 2011
წარმოგიდგენთ I-VI კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების ნუსხას, რომელთაც 2011 წლის გრიფირების კონკურსში გადალახეს დადგენილი ქულობრივი ბარიერი და მიენიჭათ გრიფი.
ასევე გთავაზობთ გრიფირებული სახელმძღვანელოების გაკვეთილების ელექტრონულ ვერსიებს საგნებისა და კლასების მიხედვით.
გთხოვთ, აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კათედრებზე განიხილეთ და შეარჩიეთ შესაბამისი სახელმძღვანელოები.
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სკოლამ უნდა აირჩიოს საგანში მთლიანი სერია (I-VI კლასები) და არა სახელმძღვანელო ცალკეული კლასისათვის.
ქართული ენა და ლიტერატურა
გამომცელობა - მერიდიანი თანაავტორები: ნათელა მაღლაკელიძე, ელენე მაღლაკელიძე, ცისანა ყურაშვილი, ნანა ღონღაძე. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი |
მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული |
მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი |
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თანაავტორები: ნინო გორდელაძე, გვანცა ჩხენკელი, თინათინ კუხიანიძე. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი |
მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | ------ |
მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი |
გამომცემლობა - შპს ”გაზეთი საქართველოს მაცნე”/შპს ”სწავლანი” | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
------------------- | ------------------- | ||||
მათემატიკა
გამომცემლობა - ”ინტელექტი” თანაავტორები: გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ჭელიძე(ქურჩიშვილი). | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
მოსწავლის წიგნი I და II | |||||
-------- | --------- | --------- | --------- | --------- | |
გამომცემლობა - ფ/პ ირინა რუხაძე ავტორი: ირინა რუხაძე | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
--------- | --------- | ||||
გამომცემლობა - ფ/პ ავთანდილ საგინაშვილი თანაავტორები: ავთანდილ საგინაშვილი, თინა ბექაური. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
--------- | |||||
ბუნებისმეტყველება
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა თანაავტორები: გიორგი კვანტალიანი, ლეილა მიქიაშვილი, მაია ბლიაძე, რუსუდან ახვლედიანი, დავით კერესელიძე. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი | მოსწავლის წიგნი |
------ | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული | მოსწავლის რვეული |
მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი |
გამომცელობა - ”მერიდიანი ” თანაავტორები: ლია შალვაშვილი, მანანა მაჭავარიანი, ნატრული ტაბიძე. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
გამომცელობა - ”მერიდიანი” თანაავტორები: ნანა მაჭარაშვილი, მაია მაჭარაშვილი, ნათელა ჯაბუა, ნინო სილაგაძე. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
------------ | ------------ | ------------ | ------------ | ||
გამომცელობა - ”კლიო” თანაავტორები: ანა კლდიაშვილი, ნინო ღაღანიძე, თამარ ჯაყელი. | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
----------- | |||||
ჩვენი საქართველო
გამომცელობა - ”ლოგოს პრესი” თანაავტორები: მზია სურგულაძე, ნინო მდინარაძე, ვაჟა ნეიძე, კობა ხარაძე, ლაშა ბერაია, თამარ გეგეშიძე, ნინო მამალაძე, მანანა ქურთუბაძე, თამარ შალვაშვილი, იზა გარსენიშვილი, ნინო მამალაძე, ნინო ერემაშვილი, გიორგი მშვენიერაძე, ზურაბ კიკნაძე, ეკატერინე სუმბათაშვილი, თამარ უზუნაშვილი. | |
V კლასი | VI კლასი |
მუსიკა
გამომცელობა - ”ინტელექტი” ავტორი: მარიკა ჩიკვაიძე | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
------------ | |||||
გამომცელობა - ”წყაროსთვალი” ავტორი: მაია ოთიაშვილი | |||||
I კლასი | II კლასი | III კლასი | IV კლასი | V კლასი | VI კლასი |
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება
გამომცელობა - ”სიდი - ეკონომიკური განვითარებისა და განათლების ცენტრი” ავტორი: ნინო ტალახაძე |
IV კლასი |
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
გამომცელობა - ”დიოგენე” ავტორი: ნინო ჯამასპრიშვილი | |
V კლასი | VI კლასი |
მასწავლებლის წიგნი | მასწავლებლის წიგნი |
რუსული
გამომცელობა - ”ოცდამეერთე” ავტორი: მარინე ბარსეგოვა | |||||
დ01 | დ02 | დ1 | დ2 | დ3 | დ4 |
![]() |
მინისტრმა საუკეთესო შედეგის მქონე კურსდამთავრებულები დაასაჩუქრა
დიმიტრი შაშკინმა ჩატარებული საატესტატო გამოცდები დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა იმ შედეგებით, რაც კურსდამთავრებულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აჩვენა.
CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა. რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა, მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა.
გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.

ერვნული სასწავლო გეგმა
წარმოგიდგენთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებულ 2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას - საგნობრივ სტანდარტებსა და საათობრივ ბადეს, რომლის დანერგვაც 2011-2012 სასწავლო წლიდან დაიწყება ეტაპობრივად:
2011-2012 სასწავლო წელს - I-VI კლასებში
2012-2013 სასწავლო წელს - VI-XII კლასებში
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ბუნებისმეტყველება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
Monday, June 6, 2011
IV კლასის მოსწავლეთა ეროვნული შეფასებები ტარდება
ეროვნულ შეფასებებში საქართველოს 100-ზე მეტი საჯარო სკოლის 2 500 მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნული შეფასების პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები და სკოლების დირექტორები.
ეროვნული შეფასება ფართომასშტაბიანი კვლევაა, რომლის მიზანია დადგინდეს, თუ რა ცოდნასა და უნარებს ფლობენ კონკრეტული კლასების მოსწავლეები კონკრეტულ საგანში და რამდენად აღწევენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგებს. ასეთი ტიპის კვლევის საფუძველზე მზადდება რეკომენდაციები როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სკოლების დირექტორებისთვის, მშობლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის და განათლების ექსპერტებისთვის.
საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი გამოცხადდა
მომავალ წელს გამსვლელ ბარიერად 5.5 ქულა დადგინდა, ხოლო სამ საგანში დაწესებული შეღავათები აღარ იქნება, ასევე არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი იქნება 5.3 ქულა
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების განრიგი
- 30 ივნისი და 1 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
- 4 და 5 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
- 6 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა);
- 7 ივლისი და 8 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (ინგლისური ენა);
- 11 ივლისი (მეორე სესია) - უცხოური ენა (რუსული ენა);
- 12 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - ისტორია;
- 13 ივლისი (პირველი სესია, მეორე სესია) - მათემატიკა;
- 14 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
- 15 ივლისი (პირველი სესია) - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;
- 18 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
- 19 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
- 20 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;
- 21 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.
საერთო სამაგისტრო გამოცდა
- 14 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
- 15 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა
- 6, 7 და 8 ივლისი - უნარები;
- 11 ივლისი - დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის;
- 11 ივლისი - ისტორია;
- 11 ივლისი - ქიმია;
- 14 ივლისი - ბიოლოგია;
- 15 ივლისი - ფიზიკა
- 15 ივლისი - სამოქალაქო განათლება;
- 18 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა;
- 18 ივლისი - გეოგრაფია;
- 19 ივლისი - მათემატიკა;
- 20 და 21 ივლისი - გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.
2011 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი
კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გამოცდების ეროვნულ ცენტრში შექმნილი კომპიუტერული პროგრამისა და ალგორითმის მეშვეობით ჩატარდება. მოსწავლეები ინტერნეტთან მიერთებულ იდენტურ ნეთბუქებთან იმუშავებენ.
გამოსაშვები გამოცდები 8 საგანში ბარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირების წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე ჩააბარებენ.
გამოცდები შემდეგი თანმიმდევრობით ჩატარდება:
23 მაისი ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული ენა როგორც მეორე ენა
24 მაისი უცხოური ენა (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული ენა)
25 მაისი ისტორია
27 მაისი გეოგრაფია
28 მაისი ფიზიკა
30 მაისი ქიმია
31 მაისი ბიოლოგია
1 ივნისი მათემატიკა
- მოსწავლეები, რომლებიც რწმენისა და აღმსარებლობის გამო ვერ შეძლებენ 28 მაისს გამოცდაზე გამოცხადებას, ფიზიკის გამოცდას 29 მაისს ჩააბარებენ.
- მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
- მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან GHSEP/FLEX–ის პროგრამებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, გამოსაშვებ გამოცდებს 2011 წლის 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩააბარებენ.
ყველა მოსწავლემ საკუთარ სკოლაში მიიღო მოსაწვევი, სადაც მითითებულია 8-ვე გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო. მეთორმეტეკლასელები გაეცნენ გამოცდაზე ქცევის ინსტრუქციას. მოსწავლემ გამოცდაზე თან უნდა იქონიოს მხოლოდ მოსაწვევი, პირადობის მოწმობა და კალამი. მას უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის ნივთები (მაგ.:ცხვირსახოცი) და წყალი პლასტმასის ბოთლით.
საგამოცდო ოთახებში იმუშავებს ვიდეო კამერა და ხმის ჩამწერი აპარატურა. საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წარგზავნილი 3345 მეთვალყურე დააკვირდება.
გამოცდები 2011
ერთიანი ეროვნული გამოცდები
საერთო სამაგისტრო გამოცდა
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები
2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის შედეგები
კონკურსი (განაცხადების რაოდენობა პროგრამების მიხედვით)
კონკურსი არჩევითი საგნების მიხედვით