Thursday, April 11, 2013

შეხვედრა რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში



         საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და რუსთავის  მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დღეს, რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში მივიდნენ და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართეს.
              რუსთავის 21-ე საჯარო სკოლაში 980 მოსწავლე სწავლობს, ახალი სასწავლო წლიდან სახელმწიფო ყველა მათგანს სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ გადასცემს. სოციალური პროგრამის ფარგლებში, აქამდე უფასო სახელმძღვანელოები რუსთავის 21-ე საჯარო სკოლის მხოლოდ 137 მოსწავლეს ეძლეოდა. რეალურად კი, ამ სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლეა ხელმოკლე ოჯახიდან, მათგან უმეტესობა ორი და მეტი ბავშვიანი ოჯახიდანაა. მშობლების  განცხადებით, 17 მოსწავლეს დღემდე სკოლა ეხმარება და ყოველდღიურად, თითოელ მათგანს, ყველა საგანში სასწავლო მასალის ქსეროასლებს უმზადებს.
              საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს. 

Followers