Tuesday, September 17, 2013

2013-2014 სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და სტუდენტებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდკონტიგენტიან 47-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა.
ახალ სასწავლო წელს სამინისტრო ბევრი სიახლით ხვდება:
  • 60 000-ზე მეტ პედაგოგსა და სკოლების 20 000-მდე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ხელფასი გაეზარდა;
  • ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსაგან  სასკოლო სახელმძღვანელობი გადაეცა;
  • უფასო სახელმძღვანელოები  კერძო სკოლების სოციალურად დაუცველ და საჯარო სკოლის შენობის გასხვისების შედეგად კერძო სკოლის მოსწავლეებად დარეგისტრირებულ მოსწავლეებს გადაეცათ, ასევე 2008 წლის ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
  • მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტი სკოლა გარემონტდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება;
  •  ცხრა ახალი სკოლის მშენებლობა იწყება, პროექტების მომზადება დასრულებულია;
  • გრძელდება სკოლების ავტობუსებით უზრუნველყოფის პროგრამა და ახალ სასწავლო წელს  906-ზე მეტი სკოლის 45 000-მდე მოსწავლე ისარგებლებს უფასო ტრანსპორტირებთ;
  • იცვლება და უფრო მოქნილი გახდება  მასწავლებლების სერთიფიცირების  დანამატის გაცემის სქემა;
  • ბუკები, რომელიც ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა,  გაუმჯობესებულია ტექნიკური მახასიათებლებით და პროგრამებით. მათი გამოყენება, არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებშიც შეიძლება. ახალი სასწავლო-საგანმანათლებლო თამაშების განახლება/შევსება მომავალშიც სისტემატიურად განხორციელდება;
  •  წელს პირველად, ყველა პირველი კლასის დამრიგებელს კლასთან მუშაობისათვის ნაცვლად ბუკისა,   სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერები  გადაეცემათ;
  • საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში  იქნება იტერნეტი და მასწავლებლებს ელექტრონულ რესურსებთან მუშაობის საშუალება ექნებათ;
  • საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავა;
  • სკოლებში ახალი ტიპის საკლასო ჟურნალები შევიდა, ხოლო მათი ელექტრონული ვერსიის  პილოტირება 15 საჯარო სკოლაში დაიწყება;
  • შეიცვალა მოსწავლის პირადი საქმის სტრუქტურა;
  • ორ საჯარო სკოლაში (#166, #64) სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ინტეგრირებული კლასი გაიხსნა;
  • ყველა საჯარო  სკოლაში, სადაც ისწავლის  სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე  მოსწავლე, დამატებითი პერსონალი-სპეცმასწავლებელი იმუშავებს, რომელსაც  სამინისტრო დააფინანსებს;
  • ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იაშვილის კლინიკაში სპეციალური სკოლა მოეწყო და ადგილზე ჩაუტარდებათ გაკვეთილები;
  • მასწავლებლებისთვის მომზადდა, ყველა კლასის საგნობრივი გზამკვლევები,  რომელიც   სამინისტროს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში აიტვირთება;
  • ყველა რესურსცენტრს ეყოლება იურისტი, რომელიც სკოლებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს.
  • საჯარო სკოლებში კარიერის  დაგეგმვის და პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვის კურსი დაიწყება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს პროფესიის არჩევისას გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ.

Followers