Thursday, February 21, 2013

გამოსაშვები გამოცდები

      2012-2013 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების განრიგი საბუნებისმეტყველო საგნებსა და გეოგრაფიაში:

21 თებერვალი - გეოგრაფია
22 თებერვალი - ბიოლოგია
28 თებერვალი- ფიზიკა
1 მართი- ქიმია

Wednesday, February 20, 2013

ინკლუზიური განათლების ახალი გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა



       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპატრამენტმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children) ხელშეწყობით გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური განათლება - სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.
     გზამკვლევი  გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ”სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის” ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
      გზამკვლევში საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვის პროცესზე, სასწავლო სტრატეგიებზე, სპორტის მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობაზე.  ცალკე თავად არის გამოყოფილი ადაპტური სპორტის საკითხები და  ის მოძრავი თამაშები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა. წიგნს კონკრეტული შემთხვევების განხილვა და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი ერთვის. პუბლიკაცია საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
         ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Monday, February 11, 2013

მინისტრი პედაგოგებს შეხვდა


            საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები დღეს, მასწავლებლის სახლში  შეკრებილ თბილისის სკოლების მასწავლებლებს გააცნეს. მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ პედაგოგთა შეკითხვებსაც უპასუხეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტი  61 700 მლნ ლარით გაიზარდა (2012 წ.- 608 300 მლნ. ლარი; 2013 წ.- 670 000 მლნ. ლარი). გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ცვლილებები შევიდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში:
  1. სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი  245 ლარიდან 305 ლარამდე გაიზარდა;
  2. ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილსაც კერძოდ: 5 წლამდე სტაჟის მქონე პედაგოგის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი 0,1-დან გაიზარდა 0,2 მდე, 5-დან 10 წლამდე პედაგოგის 0,3-დან 0,5 მდე, ხოლო 10 წელზე მეტი სამუშაო სტაჟის მქონდე პედაგოგის 0,5-დან 0,6 მდე;
  3. გაიზარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატი - 24,5-დან 30,5 ლარამდე;
  4. გაიზარდა იმ მასწავლებლის დანამატი ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის;
  5. კლასის დამრიგებლობის დანამატი - 62,48-დან 76,25 ლარამდე გაიზარდა;
  6. 19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი  ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა.
მაგალითად: თუ პედაგოგი  კვირაში 22 საათს ატარებს, თვის ბოლოს მას  ხელფასზე დამატებით  80 ლარი ეძლევა;
7.  სერტიფიცირებულ პედაგოგს  დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა  კვირაში 13 საათს შეადგენს;
8. 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.

Sunday, February 3, 2013

საატესტატო გამოცდების ახალ მოდელს რეგიონალური რესურსცენტრების ხელმძრვანელები გაეცნენ



     2012-2013 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლია გიგაურმა ახალი მოდელი და საგამოცდო პროცედურები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების რესურსცენტრების ხელმძღვანელებს პირადად გააცნო.
     ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას, უშუალოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები  უზრუნველყოფენ. ამ პროცესის მაღალ დონეზე წარმართვაში რესურსცენტრების როლი და პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია.
   ლია გიგაურმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს აქტიურად ჩაერთონ საატესტატო გამოცდებისთვის მზადებისა და ჩატარების პროცესში და შესაბამისი დახმარება გაუწიონ სკოლებსა და მოსწავლეებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესი უფრო მოქნილი გახადა


             2013 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. 
        ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. ასეთი სისტემა აბიტურიენტს გაცილებით რეალისტური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მისცემს. 
    რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი თვით განისაზღვრება, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, რომელსაც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეცვლის. 
        2013 წელს აბიტურიენტებს შეეძლებათ განაცხადში მიუთითონ ყველა პროგრამა, რომელზეც მათ მიერ არჩეული გამოცდები ბარდება - ასარჩევი პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ იქნება. ასეთი ცვლილება მეორადი ჩარიცხვების საჭიროებას მოხსნის. 
     მოიხსნება შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პრორამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანება მოქმედებდა. წელს, ყველა პროგრამა თანაბარ პირობებში ჩადგება და შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვებაც. 30%-გრანტი 2013 წლიდან გაუქმდება.
     მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 11 თებერვალს დაიწყება და ერთ თვეს გასტანს.  რეგისტრაცია იწარმოებს პროფესიული უნარებისა და საგნობრივი გამოცდისათვის. 
       უცხოური ენისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდისათვის რეგისტრაცია მას მერე გამოცხადდება, რაც დადგინდება ამ გამოცდის წონა და შედეგზე მიბმული დაფინანსების ოდენობა. 
       წელს, მაგისტრანტები ერთსა და იმავე საგამოცდო ტესტს აღარ ჩააბარებენ. მათთვის მიმართულებების მიხედვით მუშავდება სხვადასხვა ტიპის ტესტური დავალებები.
    საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია მარტის დასაწყისში, აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესთან ერთად დაიწყება.
    2013 წელს სტანდარტული ფორმატით ჩატრდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, კონკურსისათვის რეგისტრაცია აბიტურიენტთა რეგისტრაციის პარალელურად იწარმოებს.
      2013 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) იწარმოებს.



Followers