26 ოქტომბერს პედაგოგმა ციცო გოგიაშვილმა (II – ა კლასში) ჩაატარა პოეზიის წუთები, მოსწავლეებმა წარმოადგინეს აკაკი წერეთლის უკვდავი სტრიქონები.
მეტად შინაარსიანი და სანახაობრივი გამოდგა ხელოვნების გაკვეთილი IV –ბ კლასში, პედაგოგმა ლ.ვარძელაშვილმა თავის აღსაზრდელებს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია სულმნათი მგოსნის შესახებ.