Thursday, March 28, 2013

2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება


        2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და  3 ეტაპად ჩატარდება:
1. სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
ა) ვისი და–ძმაც  სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
გ) ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).
       აღნიშნული მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
2.  ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე რეგისტრაციას გაივლიან  2013 წლის პირველი მაისიდან 2013 წლის 20 ივნისის ჩათვლით. ხოლო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ  2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
3. 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში წარუდგენლობის საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავისუფლებულ ადგილებზე მოსწავლის რეგისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განსაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
     განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს. 

Followers