Wednesday, April 28, 2010
ანონსი
29 აპრილს 12 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი  დიმიტრი შაშკინი თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში საცურაო აუზს გახსნის. ახალი  აუზი ერთადერთია ისანი-სამგორის ამ დასახლებაში და იგი გარკვეული  შეღავათებით შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. რაც ყველაზე  მნიშვნელოვანია - 94-ე საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს სოციალურად  დაუცველი ოჯახებიდან, უფასოდ ჩაუტარდებათ ცურვისა და წყალბურთის  გაკვეთილები.
