Sunday, February 6, 2011

მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა

2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენების, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიისა და დაწყებითი კლასების (I-IV კლასები) მასწავლებლები ჩააბარებენ.
სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციის პროცესზე პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. პედაგოგთა რეგისტრაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს. 2011 წელს პედაგოგებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტითაც შეეძლებათ.
რეგისტრაციისას პედაგოგმა უნდა შეავსოს:
􀂾
მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის განაცხადი;
􀂾
გამოცდების ეროვნული ცენტრის ანკეტა (წერილობით ან ელექტრონულად).
განაცხადში და ანკეტაში მითითებული ინფორმაციის არათანხვედრისას უპირატესობა მიენიჭება გამოცდების ეროვნული ცენტრის ანკეტას.
დეტალურ ინფორმაციას პედაგოგები მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრსა (www.tpdc.ge) და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
პედაგოგები ჩააბარებენ პროფესიული უნარებისა და შესაბამისი საგნის გამოცდას. საგნობრივი ტესტების დავალებების დაახლოებით 40% ამოწმებს საგნის სწავლების მეთოდიკას, 60% კი – საგნის ცოდნას.
პედაგოგებს შეუძლიათ ჩააბარონ გამოცდის მხოლოდ ერთი (პროფესიული უნარების ან კონკრეტული საგნის) ნაწილი, მეორე ნაწილი კი ჩააბარონ 2014 წლამდე მათთვის მოსახერხებელ დროს.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია (2014 წლის ჩათვლით). სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობას სახელმწიფო ერთხელ აფინანსებს.
სასერტიფიკაციო გამოცდის თითოეულ ნაწილში (შინაარსობრივი ნაწილი; უნარების ნაწილი) მონაწილეობის საფასურია 25 ლარი.
რა ევალება კანდიდატს გამოცდაზე გამოცხადებისას?
კანდიდატს ევალება:
􀂾
დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
􀂾
თან იქონიოს:
􀂃
საგამოცდო ბარათი;
􀂃
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
􀂃
თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის კანდიდატი არ დაიშვება სასერტიფიკაციო გამოცდაზე.
რა შეიძლება მასწავლებლობის კანდიდატმა გამოცდაზე თან იქონიოს?
მასწავლებლობის კანდიდატს თან შეიძლება ჰქონდეს:
􀂃
წყალი;
􀂃
პირადი ჰიგიენის საგნები.
რა ეკრძალება მასწავლებლობის კანდიდატს გამოცდის მიმდინარეობისას?

მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოცდაზე შეტანა;

გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

პასუხების ფურცლის შესავსებად გელიანი კალმის გარდა სხვა კალამის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ।) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება, სხვა პირისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;

სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად;

მერხზე ტესტის რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების დალაგება;

ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის/კურატორის მითითების გარეშე;

საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდების მიმდინარეობაზე დაკვირვებას უზრუნველყოფს ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით.
რა შემთხვევაში იხსნება კანდიდატი გამოცდიდან?
პირველი დარღვევის შემთხვევაში კანდიდატი იღებს გაფრთხილებას, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კანდიდატი იხსნება გამოცდიდან.
როდის და სად გამოქვეყნდება გამოცდის შედეგები?
გამოცდების ეროვნული ცენტრი, სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს 15 დღისა, უზრუნველყოფს ტესტებისა და ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.naec.ge
ინახება თუ არა სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები?
სასერტიფიკაციო გამოცდის წარმატებით დაძლეული ნაწილის ქულა პირს უნარჩუნდება 4 წლის განმავლობაში.
რამდენ ხანს მოქმედებს სერტიფიკატი?
მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან 8 წლის განმავლობაში.
როდის და სად მიიღებს საგამოცდო ბარათს კანდიდატი?
საგამოცდო ბარათს საინფორმაციო ბაზის საფუძველზე ამზადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი, კანდიდატი ბარათს მიიღებს რეგისტრაციის ადგილზე, გამოცდამდე 2 კვირით ადრე.
რა ინფორმაცია იქნება დატანილი საგამოცდო ბარათზე?
საგამოცდო ბარათზე დატანილი იქნება შემდეგი ინფორმაცია:

სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩამონათვალი;

საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც უნდა გამოცხადდეს მასწავლებლობის კანდიდატი;

სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილების ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო.
ტესტური დავალებების ნიმუშები და ინფორმაცია ტესტის შესახებ მოცემულია გამოცდების ეროვნული ცენტრის კრებულებში.
კრებულების გამოწერა შესაძლებელია ,,ელვასერვისის“ (www.elva.ge) მეშვეობით.

Followers