Tuesday, February 22, 2011

ანონსი

უკვე 3 წელია ჩვენი სკოლა ,,სათნოებასთან" ერთად ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაში।" პროგრამაში მონაწილეობს 90 მოხალისე და 20 ბენეფეციარი.
მივიღედ მონაწილეობა ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,საქართველო ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება", რომელშიც წარმოვადგინეთ ზღაპარი ,,მოგზაურობა სიკეთის სამყაროში."
ასევე მივიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ პროექტში: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო; აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!" ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დავრგეთ ცაცხვის ხეები და გავაშენეთ ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული გმირის უკვდავსაყოფად დავით ცეცხლაძის ხეივანი.
ამ პროექტში მონაწილეობდა მთელი თემი, დიდი თუ პატარა. აქტიურობდნენ ხეების დარგვაში დავით ცეცხლაძის შვილები.

Followers