
Tuesday, March 29, 2011
94–ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა კურთხევა

ასევე უწმინდესმა 12 მოციქულის სახელზე აკურთხა ნერგები. 28 მარტს 94– ე საჯარო სკოლაში x–ა კლასის მოსწავლებმა დიდი ხალისით და მონდომებით დარგეს ნაკურთხი ხეები. ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაება ჩვენი სკოლის მანდატურიც, მან გვასწავლა ნერგების დარგვის წესი და მოუწონა ბიჭებს საქმიანობა.
ნარგევების მოვლას, იმედია, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ.
Monday, March 28, 2011
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგები
ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის რეიტინგული სიის პირველ ათეულში თანაბარქულიანთა არსებობობის შემთხვევაში, რეიტინგული სიის შედგენისას მხედველობაში მიიღება მეორე ტურის შედეგებიც. მეორე ტურის შედეგების გათვალისწინების შემდეგ თუ კვლავ აღმოჩნდნენ თანაბარქულიანი მონაწილეები, რეიტინგული სია თანაბარი ქულების მქონე მონაწილეების პირველი ტურის შედეგების გათვალისწინებით შედგება.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.
შედეგები
ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი)
ბიოლოგია
მათემატიკა
ისტორია
ტესტები და სწორი პასუხები
გეოგრაფია
ტესტები და სწორი პასუხები
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ
2–დან 9 აპრილამდე გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს
2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს მიიღებენ გამოცდაზე.
სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
მოსწავლე შესაბამის ველში უთითებს საკუთარ 11 ციფრიან პირად ნომერს, რის შემდეგაც ხედავს საგნების ჩამონათვალს. შესაბამისი საგნის მონიშვნის შემდეგ პრეტესტის მონაწილე იწყებს ტესტური დავალებების მიღებას.
გაითვალისწინეთ: განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან, საცდელი რეჟიმისას მოხსნილი იქნება ე.წ. ,,გაჩერების წესი“, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.
მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.
საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.
Wednesday, March 16, 2011
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”
სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებენ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.
კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი.
განაცხადებს შეაფასებს კომპეტენტური საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენს.
კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით, გრანპრის მფლობელი კი გაემგზავრება უცხოეთში შემეცნებითი ტურით.
დეტალური ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: თამარ გორგოძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. №68, IV სართული;
ტელ: + (995 32) 95 17 52;
ელ-ფოსტა: gorgodze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მათემატიკის მესამე ტურის შედეგები
ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია ოლიმპიადის ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
ოლიმპიადის მე-2-მე-10 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ის ოლიმპიადის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის მე-2-მე-10 ადგილზე.
აგრეთვე ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მონაწილე/მონაწილეები, რომლის/რომლების ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მაქსიმალური ქულა - 25.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი შედეგები შესაძლებელია აპელაციის შემდეგ შეიცვალოს.
მათემატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის აპელაცია
მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 14 და 15 მარტს. განაცხადი ოლიმპიადის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი სახით ან ფაქსის მეშვეობით (ფაქსის გამოგზავნის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილემ ფოსტის მეშვეობით სსიპ - გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა გამოაგზავნოს წერილის დედანი). ოლიმპიადის მონაწლეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს.
მათემატიკის საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებით, ოლიმპიადის მონაწილეს შეიძლება მოემატოს ან დააკლდეს კიდეც შეფასება ან ნაშრომის ქულა დარჩეს უცვლელი.
შედეგები
მათემატიკა
Monday, March 14, 2011
Tuesday, March 8, 2011
ანონსი
9 მარტს, 11 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.
ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
მისამართი: დ. უზნაძის №52;
ზოგადი უნარების გამოცდისთვის დამხმარე ვიდეო მასალა მომზადდასაქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ინიციატივით, ეროვნული გამოცდებისათვის დამხმარე
ვიდეოფილმში გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე, აბიტურიენტებს ზოგადი უნარების ტესტის დანიშნულებასა და მიზნებზე ესაუბრება. ვიზუალური მასალის დახმარებით, სოფო დოლიძე კონკრეტული ტიპის დავალებებს განიხილავს. ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი აუდიტორიას ტესტურ დავალებებზე მუშაობისა და ტესტისთვის მომზადების მთავარ და მნიშვნელოვან პრინციპებს უხსნის.
პროდუქცია ეფექტური დამხმარე მასალაა არა მხოლოდ აბიტურიენტებისათვის, არამედ მათი პედაგოგებისათვისაც, რომლებიც სწავლების პროცესის დაგეგმვისა თუ წარმართვისას მიღებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ. ვიდეო მასალა ყველა საჯარო სკოლისთვის დამზადდა და ასევე გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება.

Thursday, March 3, 2011
დამატებითი ინფორმაცია გრიფირებასთან დაკავშირებით
სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი აცხადებს კონსულტაციის დღეებს მიმდინარე წლის 1 მარტიდან 1 აპრილამდე ყველა დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის
საგანი | დღე | საათი | კლასი |
ქართული ენა და ლიტერატურა | ოთხშაბათი | 11:00-12:00 | I-VI კლასები |
ქართული, როგორც მეორე ენა | ორშაბათი | 11:00-12:00 | I-VI კლასები |
მათემატიკა | ოთხშაბათი | 10:00-11:00 | I-VI კლასები |
ჩვენი საქართველო | ორშაბათი | 11:00-12:00 | V-VI კლასები |
ბუნებისმეტყველება | სამშაბათი | 17:00-18:00 | I-VI კლასები |
ინგლისური ენა | ხუთშაბათი | 11:00-12:00 | დ01-დIV |
ფრანგული ენა | სამშაბათი | 11:00-12:00 | დ01-დIV |
გერმანული ენა | პარასკევი | 14:00-15:00 | დ01-დIV |
რუსული ენა | სამშაბათი | 13:00-14:00 | დ01-დIV |
ინფორმაციული და საკომუნიკაციო | ორშაბათი | 12:00-13:00 | I კლასი, მასწ. წიგნი V-VI კლასები |
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება | ოთხშაბათი | 14:00-15:00 | IV კლასი |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება | ოთხშაბათი | 11:00-12:00 | I-VI კლასები |
მუსიკა | ხუთშაბათი | 12:00-13:00 | I-VI კლასები |
სპორტი | ორშაბათი | 12:00-13:00 | I-VI კლასები,მასწ. წიგნი |
ქართული ცეკვა | ხუთშაბათი | 12:00-13:00 | IV კლასი, მასწ. წიგნი |
იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება სამშაბათს და ხუთშაბათს - 15:00-17:00,
ტელ.: 14 40 31, ოთახის ნომერი 256