Monday, March 28, 2011

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა საყურადღებოდ

2–დან 9 აპრილამდე გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდების მასშტაბურ პრეტესტს ჩაატარებს

2-დან 9 აპრილის ჩათვლით, ყოველდღე, 14:00 საათიდან 19:00 საათამდე ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი, ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერიდან მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში, რომლის მიზანია გამოსაშვები გამოცდების კომპიუტერული სისტემის გამოცდა. პრეტესტი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაეცნონ თავად სისტემას და ტესტური დავალებების ნიმუშებს, რომელთა მსგავსს მიიღებენ გამოცდაზე.

სისტემა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.

მოსწავლე შესაბამის ველში უთითებს საკუთარ 11 ციფრიან პირად ნომერს, რის შემდეგაც ხედავს საგნების ჩამონათვალს. შესაბამისი საგნის მონიშვნის შემდეგ პრეტესტის მონაწილე იწყებს ტესტური დავალებების მიღებას.

გაითვალისწინეთ: განსხვავებით საგამოცდო პროცესისგან, საცდელი რეჟიმისას მოხსნილი იქნება ე.წ. ,,გაჩერების წესი“, რათა მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ყველა ტიპის დავალებებს გაეცნონ და უპასუხონ.

მონაწილე ეკრანზე დაინახავს, სწორად უპასუხა თუ არა დავალებას, თუმცა, ის არ შეფასდება, ასევე, პასუხის არასწორად გაცემისას ეკრანზე არ გამოჩნდება სწორი პასუხი.

საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მოსაწავლეებს 9 აპრილის 19:00 საათამდე ექნებათ.

Followers