Wednesday, March 16, 2011

მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი”

სკოლის მოსწავლეების სწავლის დონის ამაღლების, შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ინოვაციისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებენ მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი.

განაცხადებს შეაფასებს კომპეტენტური საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენს.

კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით, გრანპრის მფლობელი კი გაემგზავრება უცხოეთში შემეცნებითი ტურით.

დეტალური ინფორმაცია:


საკონტაქტო პირი: თამარ გორგოძე
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. №68, IV სართული;
ტელ: + (995 32) 95 17 52;
ელ-ფოსტა: gorgodze@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

Followers