Saturday, March 20, 2010

თვითმმართველობის დღე :)




2010 წლის 16 მარტს, როგორც ვგეგმავდით, სკოლაში ჩატარდა თვითმმართველობის დღე. ეს არის ჩვენი ტრადიცია, რომელიც უკვე 10 წელია, რაც არსებობს. მას ბავშვები განსაკუთრებული ინტერესითა და ხალისით ეკიდებიან და ყოველი წელი წინაზე განსხვავებული და საინტერესო ხდება. თანაც მათი მასწავლებლის როლში ხილვა მეტად სასიამოვნო პროცესია, ისინი ხომ ასე სწავლობენ პედაგოგის შრომის დაფასებას....

თვითმმართველობის დღეს მღავალი ღონისძიება იყო დაგეგმილი. დილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა
სკოლის ”დირექცია”, რომელშიც შედიოდნენ: თამარ აბურჯანია დირექტორის რანგში, თამარ მუკბანიანი,-დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და სასწავლო ნაწილები: ბაჩანა ახალაია და ფიქრია ქურდაძე.


დილიდან ისინი აკონტროლებდნენ სკოლაში დისციპლინას და მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრებას, ესწრებოდნენ საკონკურსო გაკვეთილებს და კლასის საათებს; სკოლის თვითმმართველობასთან ერთად აჯამებდნენ თითოეულ ღონისძიებას, გამოფენას და გაკვეთილს.
ღონისძიების სიაში შედიოდა
თამარ ჟიჟიაშვილის ნახატების,
რუსუდან მაისურაძის ნაძერწებისა
და

ნათია აბურჯანიას თექის ნამუშევრების

გამოფენა. მცირე ექსპოზიციები. დიდი მოწონება დაიმსახურა თამუნას დახატულმა ”სპანჩ-ბობმა” და რუსუდანის ძველი ქართული სტილის სიმძლავრემ ნამუშევრებში. აი ნათიას ერთ ერთი შარფი კი ისე მომეწონა, რომ უახლიეს მომავალში გავძარცვამ :)
სკოლა მომავალ ხელოვნებს დიდ წარმატებებს უსურვებს :)
ბავშვები განსაკუთრებული მონდომებით მოეკიდნენ მასწავლებლობას. ბევრი მათგანი ისე ”წააგავდა” საკუტარ მასწავლებელს, დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა მათი პედაგოგების გამოცნობა :
გიული ანთიძის მოსწავლე, თემური ექიზაშვილი

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად ხელს უშლიდნენ ამ დღის ნორმალურ მსვლელობას. მადლობა მითხრან, რომ მათი ფოტოები არ დავურთე სტატიას შესარცხვენად :), რადგან ასეთი მოქცევა გარდა იმისა, რომ უპასუხისმგებლოა, მავნებელიცაა, რადგანაც შენს მეგობარს ხელს უშლი იმის გაკეთებაში, რაც მას სურს და დასცინი მის შრომასა და მონდომებას. ეს კი ნამდვილად სასირცხვილოა!
(გადასვლას დააკვირდით :) )

ასევე ჩატარდა კედლის გაზეთების კონკურსი თემაზე ”დედა და ქალი”.

ნამუშევრები მეტად საინტერესო იყო. მონაწილე კლასებმა დიდი შრომა ჩადეს თითოეულ მათგანში. მართალია, ბევრ კლასს (ჩემი კლასის ჩათვლით :) :) გაზეთი არ წარმოუდგენია, მაგრამ რას ვიზამთ, ”მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა...:) ”

დამკვიდრდა ახალი ტრადიციაც: მთელი დღის განმავლობაში სკოლის ფოიეში იდგა
”გულახდილობის ყუთი”, რომელშიც მოსწავლეები საკუთარ სურვილებს, ნააზრებს და ოცნებებს ყრიდნენ. შედეგები ნამდვილად არაორდინალური აღმოჩნდა: მოითხოვდნენ ბუფეტის უფასოდ გადაკეთებას, სიმღერას დირექციისგან და ა.შ. ასევე ზოგს არ დაეზარა და ასეთი სახის ”აფორიზმი” დაუტოვა სკოლას: ცხოვრება ომია, რომელშიც ბოლოს ყველა მარცხდებაო. რას ვიზამთ, პესიმიზმი და კულტურის არქონა ყურადსარები პრობლემაა დღესდღეისობით :)
თემას გადავუხვიე

დღის ბოლოს თვითმმართველობის ძველი და ახალი წევრები დაესწრნენ კლასის საათებს, ასევე დღის დახურვის ცერემონიალსაც. აქ წარმოდგენილი იქნა ავანგარდული სამოსი,

რომელიც მთლიანად ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისაგან იყო შექმნილი. ასევე მოეწყო ინტელექტუალური შოუ, მაგრამ ნაცვლად მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა, გოგონების და ბიჭების შეჯიბრება გახდა საჭირო, რადგანაც ვერ შეგროვდნენ მასწავლებლები :) რატომღას ყველას ტრეინინგი და გამოცდა აღმოაჩნდა :) ვიმედოვნებთ,

მახრჩობს კონკურენტი

რომ ეს მართლაც ასეა :)
შეჯიბრი საინტერესოდ და დრამატულად წარიმართა. ადგილი ქონდა კამათს ჩხუბს, სიცილ-ხარხარს, სირცხვილსაც კი
საბოლოოდ კი ისევ ფემინიზმმა და გენდერულმა უთანასწორობამ (რაღა თქმა უნდა, ქალთა სასარგებლოდ) იმძლავრა და გოგონებმა 4 ქულის სხვაობით 14:16 გავიმარჯვეთ (გუნდში მეც შევდიოდი).


საერთო ჯამში, დღე დამღლელი, მაგრამ საინტერესო გამოვიდა.
ეს ბოლო თვითმმართველობაა, რომელსაც სკოლაში ვატარებ და მართალია, ცოტა უფრო უკეთესად მინდოდა ყოფილიყო ყველაფერი, თუმცა მიღწეული შედეგი მანც დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებ, მომავალში ახალი თვითმმართველობის წევრები კიდევ უფრო მობილიზებულს, საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდიან ამ დღეს.
თვითმმართველობის სახელით
12 ბ კლასის მოსწავლე თამარ აბურჯანია.
იმპროვიზაცია: 12გ კლასის მოსწავლე თამარ ხეიძე.

Friday, March 19, 2010

მერსამე ტურის შედეგებიიიიი


ვულოცავთ შორენა ცინდელიანს მესამე ტურში გადასვლაააას!!!!!!!

ოლიმპიადის პასუხები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:
http://naec.ge/more.php?id=347&rig_no=101&lang=geo

ინფორმაცია ჯერ-ჯერობით სრული არ არის, ერთი კვირის განმავლობაში დაიდება ყველა საგნის შედეგი.


Thursday, March 11, 2010

ერთი დღით ბავშვების მმართველობაში გადმოდის:)





16 მარტს ჩვენს სკოლაში ტარდება ღონისძიება "თვითმმართველობის ერთი დღე", რომელც უკვე 10 წელია, რაც ტრადიციადაა ქცეული ჩვენი სკოლისათვის. ამ დღეს სკოლის მართვა მთლიანად სკოლის მოსწავლეებს ევალებათ. ტარდება კლასის საათები, ეწყობა გამოფენები.

ამ დღეს კიდევ ბევრი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი; მათ შორის ავანგარდული სამოსის ჩვენება, წიგნებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; დაგეგმილია 3 კლასის საათი, ღია გაკვეთილები. გამოცხადებულია კონკურსები საუკეთესო კლასის, საუკეთესო დამრიგებელისა და საგნის მასწავლებლის გამოსავლენად. დაიდგმება ყუთი მოსწავლეთა სურვილებისა და წინადადებებისთვის.

დამერწმუნეთ, წინ ერთი ძალან საინტერესო და შინაარსიანი დღე გველის.



94–ე საჯარო სკოლის თვითმმართველობა

Thursday, March 4, 2010

საჯარო სკოლების კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფარგლებში, დონორ ორგანიზაციასთან ერთად “სხივი XXI”, სკოლების კომპიუტერიზაციის ახალ პროექტს ახორციელებს.

კომპიუტერიზაციის ახალი პროექტი სკოლებისათვის ისეთი კომპიუტერული ტექნიკის გადაცემას ითვალისწინებს, რომლის მახასიათებლებიც სრულად მიესადაგება თანამედროვე მოთხოვნებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე თბილისის 136-ე საჯარო სკოლას ეწვია და პროექტის ფარგლებში 13 კომპიუტერი გადასცა. მინისტრის პირველმა მოადგილემ ახალი კომპიუტერული პროგრამების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ინფრასტრუქტურა არ იძლევა საშუალებას ყველა სკოლას ჰქონდეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები. ახალი კომპიუტერული პროგრამები კი, მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ საგნობრივი ვირტუალური ლაბორატორიებით ისარგებლონ და სრულყოფილი დაკვირვებები და ცდები ჩაატარონ, ოპერატიულად მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია.

საქართველოს საჯარო სკოლებში დონორი ორგანიზაციის “სხივი XXI” დახმარებით სულ 2,720 კომპიუტერის გადაცემა განხორციელდება. ორგანიზაციამ ”სხივი XXI” თავად უზრუნველყო კომპიუტერებისათვის ლიცენზირებული ოპერაციული სისტემა Windows-ის შეძენა.

პროექტის განხორციელების შედეგად, საჯარო სკოლებში შეფარდება (მოსწავლე/კომპიუტერი) შემდეგნაირად გადანაწილდა და საშუალოდ 20 მოსწავლეზე შეადგენს 1 კომპიუტერს, კომპიუტერების საერთო რაოდენობა კი შეადგენს 29,240 ერთეულს.

Tuesday, March 2, 2010

”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში”

25 თებერვალს ჩვენს სკოლაში ჩატარდა სათემო ღონისძიება მშობელთა, მოსწავლეთა და ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება "სათნოების" აღსაზრდელების მონაწილეობით. სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება ”საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი - შიგ ჩასმული ბადახში.” სათემო საქმიანობაზე წარმოდგენილ მოსწავლეთა ინიციატივით გამოცხადებული კონკურსის შედეგად 94-ე საჯარო სკოლა თავის პარტნიორ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება ”სათნოებასთან” ერთად დაფინანსდა 800 ლარით. თანხა მოხმარდა სპორტული ღონისძიებების ჩატარებას.

25 თებერვალს სკოლის სტუმრები იყვნენ განათლების და მეცნიერების ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამის” მთავარი სპეციალისტი ლელა ცქიტიშვილი, თანაშემწე გოგიტა ვარდოსანიძე, ისან-სამგორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნესტან ზუხბაია.

სკოლის ჰოლს ამშვენებდა სტენდი სათაურით ”სამოქალაქო აქტივობის ხელშეწყობის პროგრამა” , რომელზეც მოთავსებული იყო ჩვენი სკოლის და ”სათნოების” აღსაზრდელების პროგრამაში ჩართულობის ამსახველი ფოტოები. გამოიფინა თემის წარმომადგენელთა, მშობელთა, ყოფილ მოსწავლეთა და მშობელთა ნამუშევრები.

სკოლაში მოწვეული სტუმრები მხიარული სტარტებით (III-დ კლასი, ლ.გეთიაშვილი) გახალისდნენ. ინტეგრირებული გუნდები ”შევარდენი” და ”მართვე” ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. განსაკუთრებით საინტერესო და მხიარული იყო შეჯიბრების მეორე ნაწილი მშობლებისა და ბებიების :) ჩართულობით. ისინი ერთმანეთს თოკის გადაზიდვასა და ბურთის ტყორცნაში ეჯიბრებოდნენ. შეჯიბრების ბოლოს ჩვენმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ჩაგანავამ მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში შეძენილი წიგნები (”საკითხავნი ყმაწვილთათვის”) გადასცა ორივე მონაწილე გუნდს, ხოლო შეჯიბრებაში ჩართული ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ერთდღიანი უფასო ექსკურსიით.

მხიარულ სტარტებს კონცერტი მოჰყვა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა X, XI და XII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები. ისინი ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ.

დღე მართლაც უჩვეულო იყო: სკოლის სავსე დარბაზში სიხარული, სიკეთე და ერთიანობა სუფევდა. კონცერტის ბოლოს ქალბატონმა ლელა ცქიტიშვილმა დააჯილდოვა სათემო აქტივობებში ჩართული 16 მოხალისე, ხოლო სკოლის დირექტორმა კი-”საქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაში” ჩართული აქტიური თემის წარმომადგენლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

94-ე საჯარო სკოლის კოორდინატორი, ქიმიის პედაგოგი ირმა ჯანიაშვილი

Thursday, February 18, 2010

გამოქვეყნდა ოლიმპიადის მეორე ტურში გადამსვლელთა სიები!!!!


ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე :)
http://naec.ge/more.php?id=339&rig_no=100&lang=geo
ვაქვეყნებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების სიას, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ტური:










ნიაური ლადო_ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია
ახალაია ლაშა_ ისტორია, გეოგრაფია
ცინდელიანი შორენა_ რუსული ენა
ენუქიძე ქეთევან_რუსული ენა
ფოცხვერაშვილი ლალი_რუსული ენა
გუცაევი ნატო_ბიოლოგია
გუცაევი ნიკა_ბიოლოგია, რუსული
ქენქაძე შანშე_ისტორია, გეოგრაფია
თარგამაძე გიორგი_გეოგრაფია
ხარაული თეონა_რუსული ენა

ბავშვებო, გილოცავთ ყველას :) ჩემს მაგივრადაც გაიხარეთ (მე ვერ გავედი), აბა თქვენ იცით. ხვალ პირადად შეგატყობინებთ თქვენი გამარჯვების ამბავს!

Wednesday, February 17, 2010

იდეა ბოლო ზარისთვის :)


ცოტა ხნის წინ მეცადინეობის დროს ერთ-ერთ რუსულ ტექსტში საინტერესო იდეას წავაწყდი და მინდა გაგიზიაროთ ;)
ტექსტში იყო აღწერილი ბოლო ზარი, როცა დამამთავრებელმა და პირველი კლასის მოსწავლეებმა სიმბოლურად ერთად დარგეს ხეები. ვიფიქრე, რომ ეს არცთუ ცუდი აზრია და არც მისი განხორციელება უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას ;), მით უმეტეს, რომ ჩვენს სკოლას აქვს მიწის შესაბამისი რესურსი, სადაც ამ ჩანაფიქრის განხორციელება შეიძლება. ასე, რომ, შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ და რაღაც სასარგებლო საქმით დავამთავროთ ჩვენი ცხოვრების ეს 12 წლიანი ნაწილი.

Monday, February 15, 2010

2010 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის


გაზეთები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

2010 წლის სასწავლო ოლიმპიადის ამონახსნები

გამოქვეყნდა ოლიმპიადაზე წარმოდგენილი საკითხების ამონახსნები. იმეიდა, უახლოეს მომავალში სიებსაც ვიხილავთ :)

Friday, February 5, 2010

დაიწყო მასწავლებელთა რეგისტრაცია პირველი სასერტიფიკაციო გამოცდისთვის

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება. სერტიფიცირება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, გამოავლინოს საგნობრივი ცოდნის მაღალი კომპეტენცია და დაადასტუროს, რომ ფლობს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის დარეგისტრირება წელს შეუძლია ყველა ქართულის, მათემატიკის და უცხო ენების მოქმედ პედაგოგს ერთწლიანი გამოცდილებით. ასევე, ნებისმიერ პირს, რომელიც შესაძლოა ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული მასწავლებლად, მაგრამ აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ამიერიდან, ტრენერებად და მენტორებად შეირჩევიან მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლები. მათ ექნებათ განსხვავებული ხელფასი.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 31 მარტამდე გასტანს. გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითია და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 95 58 36

Friday, January 29, 2010

სასერტიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის ვადა

”მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N 1101 ბრძანების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 2010 წლის 29 იანვარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გამოსცა ბრძანება სასერტიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის ვადის შესახებ.

ბრძანების თანახმად, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2010 წლის 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით.

იხილეთ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის მიზნით შესავსები განაცხადის ფორმა.

ესგ დახვეწა-განვითარება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი” მუშაობს ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა-განვითარებაზე. რეკომენდაციები და მოსაზრებები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ 2010 წლის 31 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე: Kchkhobadze@Ganatleba.Org

2009 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის დავალებების ამოხსნები

მათემატიკა

Tuesday, December 22, 2009

დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შ1 პუნქტის თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N 1101 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება.

მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების რეგულირების საგანია საჯარო სკოლის მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობები.

დებულების შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, განათლების ექსპერტები, პედაგოგები, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

Followers