Sunday, August 22, 2010
სკოლების ბრენდირება
ბრენდირება ნიშნავს სკოლების შეფასებას ათ ვარსკვალვიანი სისტემით სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითად: ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა/სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებში /პრექტებში მონაწილეობა, აკრედიტაცია.
შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად აქვს მინიჭებული ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების გადამუშავების შემდეგ მას მიენიჭება შესაბამისი ვარსკვლავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებული შეფასება, სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას. მონაცემების განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ.
ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და მათი წახალისება სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10 ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს და მისთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარება არ იქნება აუცილებელი.
კრიტერიუმები: (სამუშაო ვარიანტი)
პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა
ინსტიტუციური მონაცემები
სწავლა/სწავლება
მასწავლებელთა კვალიფიკაცია
აკრედიტაცია
სკოლების ბრენდირება
ბრენდირება ნიშნავს სკოლების შეფასებას ათ ვარსკვალვიანი სისტემით სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითად: ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა/სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებში /პრექტებში მონაწილეობა, აკრედიტაცია.
შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად აქვს მინიჭებული ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების გადამუშავების შემდეგ მას მიენიჭება შესაბამისი ვარსკვლავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებული შეფასება, სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას. მონაცემების განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ.
ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და მათი წახალისება სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10 ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს და მისთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარება არ იქნება აუცილებელი.
კრიტერიუმები: (სამუშაო ვარიანტი)
პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა
ინსტიტუციური მონაცემები
სწავლა/სწავლება
მასწავლებელთა კვალიფიკაცია
აკრედიტაცია
Sunday, June 13, 2010
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინოვაციო ცენტრი გაიხსნა
ინტერაქტიური ელექტრონული დაფა ნოვაციაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. დაფას უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია. მასზე ყველა მოქმედება ელექტრონულად ხორციელდება, გამოიყენება ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციას იძენს. იგი კომპიუტერთანაა დაკავშირებული და ნებისმიერ მოქმედებას რაც მასზე ხორციელდება კომპიუტერი იმახსოვრებს.
მასწავლებელს ელექტრონული დაფის გამოყენებით შესაძლებლობა ექნება მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტაროს, მოსწავლეები დისტანციური მართვის პულტების დახმარებით დააფიქსირებენ პასუხების თავიანთ ვარიანტებს. თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს და ადვილად დაძლევადს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.
საინოვაციო ცენტრში სისტემატიურად ჩატარდება შეხვედრები და სემინარები მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანი იქნება აღნიშნული ტექნიკის სწავლების პროცესში გამოყენების მეთოდების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის, რათა სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და საინტერესო გახდეს.
განთავსებული ტექნიკის სიახლეები მომავალში სკოლებში გადაინაცვლებს და ცენტრი ახალი ექსპონატებით შეივსება, პროცესს სისტემატიური ხასიათი მიეცემა. ყოველი სიახლე, რისი დანერგვაც სკოლებში გადაწყდება, ჯერ საინოვაციო ცენტრში განთავსდება და მას სამინისტროში მოსული ნებისმიერი სტუმარი გაეცნობა.

Monday, May 31, 2010
სმაილების ჩამატება ბლოგის პოსტებში
სურათებად და გასაგებად ავხსნი

პირველ რიგში შევდივართ შემდეგ საიტზე: http://www.smiles.ge/
ეს არის საიტი, სადაც სმაილები გამზადებულია თავისი კოდებით
არის ბევრნაირები: სკაიპის და ადნიაკლასნიკისაც კი
კატეგორიები მითავსებულია საიტის თავში.

ვარჩევთ სასურველ კატეგორიას და გადავდივართ გვერდზე:

ვარჩვევთ სასურველ სმაილიკს
შემდეგ ყურადღებას ვაქცევთ ამას:

აქ აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ HTMLcode -ს ველი. სხვა შემთხვევაში სმაილი არ გამოჩნდება.
მოვნიშვანთ HTMLcode ს. ვაწკაპუნებთ სასურველ სმაილიკზე და ვაკოდირებთ კოდს.

შემდეგ გადავდივართ ბლოგის გვერდზე და ვსვამთ კოდს იმ ადგილას, სადაც სმაილი გვინდა რომ გამოჩნდეს.
თავიდან ტექსტში სმაილი კოდის სახით ჩანს, გამოქვეყნების ან previw-ს ნახვის დროს სმაილი ჩანს.



Wednesday, May 26, 2010
2010 წლის სახელმძღვანელოების კონკურსი
2010 წლის სახელმძღვანელოების კონკურსზე გამოვლენილი გრიფის მინიჭების კანდიდატების სია (ტექნიკური ხარვეზის გასწორება)
სხვა დეტალური ინფორმაცია 2010 წლის სახელმძღვანელოების კონკურსთან დაკავშირებით იხილეთ აქ
Friday, May 14, 2010
Thursday, May 6, 2010
შორენა ცინდელიანი
Wednesday, May 5, 2010
ლადო ნიაური
ლაშა ახალაია
Sunday, May 2, 2010
სახელმძღვანელოების ელექტრონული კატალოგი
კატალოგით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ:
ა) საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სახელმძღვანელო სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით
ბ) დაათვალიეროთ სახელმძღვანელოების ელექტრონული ნიმუშები. ნიმუშები წარმოდგენილია სამ ფაილად: 1) სახელმძღვანელოს ყდები და სარჩევი; 2) მოსწავლის სახელმძღვანელო; 3) მასწავლებლის სახელმძღვანელო
გ) იხილოთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და ასევე მოწვეული ექსპერტების მიერ თითოეულ სახელმძღვანელოზე დაწერილი შეფასება.
საძიებო სისტემაში შესულია მხოლოდ 2009-2010 წლიდან გრიფირებული წიგნები. გრიფირებული სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალი (2009 და გასულ წლებში) შეგიძლიათ იხილოთ აქ
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საფეხური | კლასი | დონე | საგნობრივი ჯგუფი | საგანი | დასახელება | გამომცემლობა | ავტორ(ებ)ი | |
1 | 3 | დიოგენე | ||||||
2 | ||||||||
3 | საბაზო/საშუალო | ს5 | უცხოური ენები | რუსული | რუსული | თობალისი | ბერტა ნემსაძე | |
4 | დაწყებითი | 4 | ესთეტიკური, შრომითი და ფიზ. აღზრდა | მუსიკა | მუსიკა | ინტელექტი | მ. ჩიკვაიძე | |
5 | დაწყებითი | 4 | ესთეტიკური, შრომითი და ფიზ. აღზრდა | მუსიკა | მუსიკა | წყაროსთვალი | მ. ოთიაშვილი | |
6 | დაწყებითი | დ2 | უცხოური ენები | გერმანული | გერმანული | ინტელექტი | ლ. კობახიძე, ლ. მეტრეველი | |
7 | დაწყებითი | დ2 | უცხოური ენები | ინგლისური | ინგლისური | საქართველოს მაცნე | ვ. კუპრაშვილი, ქ. მაღლაკელიძე | |
8 | დაწყებითი | დ2 | უცხოური ენები | ინგლისური | ინგლისური | ინტელექტი | თ. ჯეჯილაშვილი, მ. მგელაძე | |
9 | დაწყებითი | დ2 | უცხოური ენები | ინგლისური | ინგლისური | ოცდამეერთე | ტატიანა ბუკია, Barrie Watson | |
10 | დაწყებითი | დ2 | უცხოური ენები | რუსული | რუსული | ოცდამეერთე | მ. ბარსეგოვა, ს. ბოლდაკოვა |
« | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | » |
Friday, April 30, 2010
ახალი საცურაო აუზი 7 საჯარო სკოლას მოემსახურება

94-ე საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ მარინა ჩაგანავას განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად სპორტის ამ სახეობებშიც ჩაუტარდებათ გაკვეთილები. ”ALUMNI-ს” პროექტის ფარგლებში შემოწირული თანხით სპორტის გაკვეთილების განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება - შეკეთდება სპორტული დარბაზი და აღიჭურვება სპორტული ინვენტარით, ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება ღია სპორტული მოედნის მშენებლობაც.
თბილისის №94-ე საჯარო სკოლაში 1600 მოსწავლე სწავლობს და 108 პედაგოგი მოღვაწეობს. 50-მდე პედაგოგმა გაიარა მასწავლებელთა სერტიფიცირებისვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გადამზადების კურსები, 40-მდე მასწავლებელი სასერტიფიკატო გამოცდებს გაივლის.
სკოლის შენობას პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 2 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.

Wednesday, April 28, 2010
ანონსი
Tuesday, April 27, 2010
Saturday, April 24, 2010
მოგვილოცეეეეთთთთთთთთთთთთთთთთთ!!!!!!!!

ოლიმპიადის 2 გამარჯვებული გვყავს 3 საგანში
ლაშა ახალაია გეოგრაფიასა და ისტორიაში
ლადო ნიაური უმაღლესი ქულით ქიმიაში!!!!!!
გილოცაააააააავთ ბავშვებსაც და მათ პედაგოგებსაც!!!!!!!!
გეოგრაფია_ლიზა გოცირიძე
ქიმია_ლიანა პეტრიაშვილი
ისტორია_რუსუდან ხვიჩია



შდეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
http://naec.ge/more.php?id=356&rig_no=106&lang=geo
Wednesday, April 21, 2010
ღონისძიება ,,უტკბესი და უმწარესი"
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მხატვრული კითხვის წრის ბავშვები.
ხელ–ლი: ლ. ტალახაძე
Tuesday, April 20, 2010
მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმა მიზნად თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მომავალი თაობების აღზრდას ისახავს, რაც თავისთავად მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს. მათ შორის:
- ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;
- არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მონაწილეობას მათ შექმნაში;
- ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნას;
- პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობას, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენებას, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.
სსიპ ფონდი ”ირმის ნახტომი” 2005-2008 წლებში ახორციელებდა მასწავლებელთა საბაზო ტრენინგების პროგრამას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ისტ). 2009 წლის იანვრიდან ისტ ტრენინგების განხორციელებას მასწავლბელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს.
პროგრამის მიზანი: საქართველოში საშუალო განათლების ხარისხის ამაღლება, სასკოლო კურიკულუმში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
სპეციფიური ამოცანა:მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების შეთავაზების გზით;
სასწავლო გარემოს გაუმჯობესება ქართული საგანმანათლებლო ელ-რესურსების შექმნისა და გამოყენების გზით.
სკოლის ჩემპონი
I ადგილი – გიორგი დავითაძე X გ
II ადგილი – თამარ გიორგაძე VIII ბ
III ადგილი – ლაშა სანებლიძე VIII ა
გამარჯვებულებს ვულოცავთ და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს!
Monday, April 19, 2010
განცხადება
კიდევ ერთხელ განგიმარტავთ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემის წესს.
როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის #1103 ბრძანებით 2006 წლის 28 სექტემბრის #841 ბრძანებით დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევიდა ცვლილება ნიშნის გამოყვანის წესთან დაკავშირებით.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით;
საგნის წლიური ნიშანი მრგვალდება და გამოიხატება ერთი ნიშნით (მთელი რიცხვი). მაგ: თუ მოსწავლეს პირველ ტრიმესტრში, მათემეტიკაში აქვს 9,9; მეორე ტრიმესტრში - 9,8 და მესამე ტრიმესტრში - 9,7. ამ ქულათა საშუალო არითმეტიკული არის 9,8; თუმცა მისი წლიური შეფასება იქნება 10.
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომელსაც მესამე საფეხურზე ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი არის დამრგვალებული 10.
ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომელსაც მესამე საფეხურზე ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული არის 9.8 დან - 10 მდე.
Wednesday, April 14, 2010
გრიფირებული სახელმძღვანელოების კატალოგი
კატალოგით სარგებლობისას თქვენ შეგიძლიათ:
ა) საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სახელმძღვანელო სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით
ბ) დაათვალიეროთ სახელმძღვანელოების ელექტრონული ნიმუშები. ნიმუშები წარმოდგენილია სამ ფაილად: 1) სახელმძღვანელოს ყდები და სარჩევი; 2) მოსწავლის სახელმძღვანელო; 3) მასწავლებლის სახელმძღვანელო
გ) იხილოთ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის და ასევე მოწვეული ექსპერტების მიერ თითოეულ სახელმძღვანელოზე დაწერილი შეფასება.
საძიებო სისტემაში შესულია მხოლოდ 2009-2010 წლიდან გრიფირებული წიგნები. გრიფირებული სახელმძღვანელოების სრული ჩამონათვალი (2009 და გასულ წლებში) შეგიძლიათ იხილოთ აქ
Sunday, April 11, 2010
Tuesday, April 6, 2010
პედაგოგებისთვის სასერტიფიკაცო გამოცდაზე გამსვლელი ქულა დადგენილია
საწყის ეტაპზე პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხო ენაში, ასევე უნარ-ჩვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცდებში მონაწილეობის მიღება ამ დისციპლინების 20 000 -მდე მასწავლებელს შეეძლო. ამ დროისთვის, დაფიქსირებულია მასწავლებელთა მაქსიმალური აქტივობა, გამოცდებზე გასვლის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 10 720 მასწავლებელმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეალურად მასწავლებლებს სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და სახელმწიფო მათ ყოველმხრივ უწყობს ხელს. გამოცდები ჩატარდება ივლისში.
თითოეული გამოცდისათვის ბარიერი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საცდელი ტესტირებების შედეგების ფსიქომეტრული ანალიზით დადგინდა. სერტიფიკატის მისაღებად თითოეულ გამოცდაში პედაგოგმა მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი უნდა დააგროვოს. პროფესიული უნარებისა და საგნობრივი ტესტების მაქსიმალური ქულა შემდეგნაირად განისაზღვრა: პროფესიული უნარების ტესტი – 80 ქულა; ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტი – 80 ქულა; უცხოური ენების ტესტი – 120 ქულა; მათემატიკის ტესტი – 70 ქულა.
სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგებს პროფესიული უნარებისთვის, ქართული ენისა და ლიტერატურისთვისა და მათემატიკის ტესტებზე მუშაობისთვის 5, ხოლო უცხო ენის გამოცდისთვის 3 საათი და 15 წუთი მიეცემათ. საგნობრივი ტესტების დაახლოებით 40% საგნის სწავლების მეთოდიკას, ხოლო 60% საგნის ცოდნას მოიცავს.
პედაგოგები, რომლებიც ბარიერს გადალახავენ არა მხოლოდ ხელფასი მოემატებათ, არამედ მენტორ მასწავლებლად იმუშავებენ, რაც 160 ლარიან დანამატს გულისხმობს. სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო აფინანსებს. ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. პედაგოგთა რეგისტრაცია 15 აპრილს დასრულდება.
Sunday, April 4, 2010
მესამე ტურიც ჩვენიააააააააააააააა!!!!!!











ლადო_ქიმია (პედ. ლიანა პეტრიაშვილი) და ბიოლოგია (პედ. ნინო გიგოლაშვილი)
ლაშა_ისტორია (პედ. რუსუდან ხვიჩია) და გეოგრაფია (პედ. ლიზა გოცირიძე)
პ।ს.
ჩვენს ყოფილ მოსწავლეს, ნიკა გუცაევსაც ვულოცავთ ბიოლოგიაში მესამე ტურში გადასვლას!

შედეგები:
http://naec.ge/more.php?id=347&rig_no=101&lang=geo