Tuesday, November 2, 2010
გვახსოვდეს აკაკი!
ლექცია აკაკი – 170
პედაგოგმა რუსუდან ღაჭავამ მოსწავლეებს წაუკითხა ლექცია, რომელიც აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ნათლად ასახავდა. ლექციაზე გამოყენებული იყო ტექნიკური საშუალებაც, რაც თხრობას კიდევ უფრო საინტერესოსა და დამაჯერებელს ხდიდა. ბავშვები საკამოდ აქტიურად ჩაერთნენ თხრობაში და ვფიქრობ, ბევრი საინტერესო დეტალით შეავსეს მათ ცოდნას.
აკაკის სასიყვარულო თავგადასავლის უცნობი დეტალები
აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება
პოეზიის წუთები
მეტად შინაარსიანი და სანახაობრივი გამოდგა ხელოვნების გაკვეთილი IV –ბ კლასში, პედაგოგმა ლ.ვარძელაშვილმა თავის აღსაზრდელებს მიაწოდა საინტერესო ინფორმაცია სულმნათი მგოსნის შესახებ.
Monday, November 1, 2010
ნახატების გამოფენა

25 ოქტომბრიდან დაიწყო კვირეული. სკოლაში არსებულ რადიოკვანძში ორშაბათიდან ჟღერს აკაკის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, ლექსები, რომელსაც მოსწავლეები გამომეტყველებით კითხულობენ.გამოიფინა აკაკი წერეთლის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატები. მათგან საუკეთესო იყო თ.ჟიჟიაშვილის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელიც აკაკი წერეთლის სახლმუზეუმში შეიქმნა.
მინისტრი აბიტურის საათს დაესწრო
აბიტურის საათები ყველა იმ საგნისთვის არის გათვალისწინებული, რომელშიც ჩატარდება საატესტატო გამოცდა. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის - ქართული, როგორც მეორე ენა); მათემატიკა; უცხოური ენა; საქართველოს და მსოფლიო ისტორია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია.
აბიტურის საათები საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს მასალა, რომელზე დაფუძნებული ტესტური დავალებითაც მოუწევთ გამოცდების ჩაბარება, კიდევ ერთხელ გაიმეორონ და უკეთესად მოემზადონ საატესტატო გამოცდებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აბიტურის საათების შემოღება იმ საგნებში, რომლის სწავლებაც მე-12 კლასის სასწავლო პროგრამით არ არის გათვალისწინებული. ეს საგნებია: გეოგრაფია, ბიოლოგია და ფიზიკა. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურის საათებში მოსწავლე არ იღებს ნიშნებს. ეს გაკვეთილები მოსწავლეს ეხმარება განვლილი საკითხების გამეორებაში.
პირველად საქართველოში საატესტატო გამოცდები ჩატარდება კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
თითოეული საგამოცდო საგნისათვის იქმნება საგამოცდო საკითხების ბაზა, მასში შემავალი საკთხები სირთულის დონის მიხედვით იყოფა რამდენიმე (7-10) კატეგორიად. დასაწყისში აპლიკანტს ეძლევა საშუალო სირთულის საკითხები, გაცემული პასუხებით პროგრამა აფასებს ცოდნის დონეს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.
Wednesday, October 27, 2010
ვიქტორინა – კონკურსი
დღეს 11 სათზე VII კლასებს შორის ჩატარდა აკ. წერეთლის 170 წლისადმი მიძღვნილი ვიქტორინა – კონკურსი: ,, მე მიყვატრს აკაკი“. გაიმარჯვა VII-ე კლასმა და ვულოცავთ გამარჯვებას!
Monday, October 25, 2010
წლის 23 ოქტომბერს მოეწყო ექსკურსია თბილისი – სხვიტორი – სავანე. VII – ა კლასის მოსწავლეებს (პედ ქ. ხეიძე და მ. ეკალაძე) ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი მშობლიურ ლიტერატურაში – აკ. წერეთლის ,,ჩემი თავგადასავალი". დაათვალიერეს სახლ–მუზეუმი, თ. ჟიჟიაშვილმა დახატა პეიზაჟი, გ. თაბაგარმა, ბ. ბენდელიანმა, დავაძეებმა, ნ. თათრიაშვილმა შეასრულეს ჩანახატები და მისწერეს წერილი სულმნათ პოეტს. თ. ბუკბანიანი ამზადებდა ჟურნალისტურ რეპორტაჟს. მოკლედ, 23 ოქტომბერი მეტად შინაარსიანი და საინტერესო გამოდგა. გეოგრაფიისა და ისტორიის პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.
აკ. წერეთლის კვირეული გრძელდება!
Monday, October 18, 2010
თვითმმართველობის ხელმძღვანელთა არჩევნები
საშუალო საფეხურის თავმჯდომარედ აირჩიეს თეიმურაზ ექიზაშვილი.
საბაზო საფეხურის თავმჯდომარედ აირჩიეს მარიამ ბერძენიშვილი।.
გ ი ლ ო ც ა ვ თ
თვითმმართველობის წევრთა არჩევნების დღე
არჩევნებმა მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. არჩეულ წევრებს ვუსურვებთ წარმატებებს.
Thursday, October 14, 2010
ჰაბიტურიენტული სიბრძნეები

მე სკოლაც დავამთავრე უკვე და აბიტურიენტობაც გამოვიარე ტკბილად და გემრიელად. ახლა თქვენი ჯერია, წლევანდელი მეთორმეტეების და, მგონია, ჩემი 10 რჩევა არ გაწყენდათ. გემშვიდობებით და გიტოვებთ შემდგომ შეგონებებს:
სიბრძნე ნომერი პირველი:
1. ნუ მოატყუებ მასწავლებელსა შენსა, რამეთუ თავად მოტყუებულ შეიქმნები მკათათვის დასაწყისს.
შეგონება მეორე:
2. ნუ ჰაზრობ ძილს და ადრე ადგომას, მაინც ვერ ადგები და მასწავლებლის მოტყუება მოგიწევს, რაც პირველ სიბრძნემდე მიგვიყვანს.
მესამე სიბრძნე:
3. აბიტურიენტობისას ხვდები, თუ რაოდენ პატარაა ეს მუხთალი წუთისოფელი მაინცდამაინც მაშინ, როცა სახლში ხარ და რაოდენ დიდი საუკუნეა იგი ოსტატთან (რეპეტიტორთან) მოროგი ვიზიტის პროცესსა შინა.
სიბრძნე მეოთხე :
4. აბიტურიენტობის დროს აღმოაჩენ, რომ რაც უფრო იაფფასიანია კალამი იგი საწერი, მით უფრო დიდ ხანს ძლებს და მით უფრო ადვილია მისი დაღრღნა და ბაგეებით შემუსვრა მაშინ, როდესაც მასწავლებელს ატყუებ
სიბრძნე მეხუთე;
5. სწორედ აღნიშნული პროცესის შემდეგ ხვდები, რამდენი ხე მოსჭრეს შენი ეტრატების უშველებელი დასტის დასამზადებლად და ალბათ მოგინდებათ, ამის მქმნელ ხალხს უთხრათ: რატომ წუხდებოდით, არ იყო საჭიროო
სიბრძნე მეექვსე:
6. გიყვარდეს წიგნები შენი, და ნუ უღალატებ მათ ბალიშთან. გახსოვდეს, ბოღმის დაგროვება იციან წიგნებმა, ჰოდა საბოლოოდ ისევ პირველ სიბრძნემდე მივალთ
სიბრძნე მეშვიდე:
7. ნურასდროს დაივიწყებ, რომ ცილის სინთეზი ხორციელდება ი-რნმ-ზე მიტოქონდრიებში
და რომ თიმინის ნუკლეოტიდს ურაცილი ანაცვლებს რნმ-ში... დედა, ჩემი სიკვდილი, რეებს ვწერ.... :)
სიბრძნე მერვე:
8. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდი თუ კარგი კალამი გაქვს, საბოლოოდ სამ დღეზე მეტს ვერც ერთი ვერ ძლებს შენი რვეულის რინგზე და გმირულად აკვდება მტერს ხაზებში...
სიბრძნე მეცხრე:
9. სწორედ ახლა იწყებ მიხვედრას, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტების ერთი ნახევარი ცუდი აბიტურიენტი ყოფილა, არ უსწავლია ქართული და, თავისთავად, გაურკვეველი ხდება, თუ როგორ გადალახეს მათ პირველი შეგონება და გახდნენ ჟურნალისტები, ხოლო მეორე ნახევარი ან ბლუა და გონემბაშემუსვრილი ან, საერთოდაც, არასდროს ყოფილა აბიტურიენტი.
საბოლო, მეათე შეგონება:
10. შენ, ჰეი, აბიტურიენტო, ვინც უნდა იყო მაინდ (და არა ვინც არ უნდა იყო მაქანა), მომავალო ექიმო და მომავალო ფსიქოლოგო, მომავალო ტურიზმის მენეჯერო (მოდაშია, ხო იცით), ფიზიკოსო და თუნდაც უბრალო გზააბნეულო და 8 ფაკულტეტიდან ერთზე მაინც მოხვედრის იმედით მყოფო, ადექი ახლა ამ ეშმაკის მანქანიდან, სასწრაფოდ!!!!
ადექი, თორემ მე რომ დავწერ პოსტს ”სტუდენტური სიბრძნეები” (ნამდვილად დავწერ ), ხომ ვიცი, აღარ წიკითხავ, "მე რაში მაინტერესებსო" ძახილით და თითო კინკილა მკითხველის დაკარგვა მინდა ახლა მე???
:)
მაგიერ ეპილოგისა:
ვერ დაიჭირავს ეროვნულს გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.
მიგან ყოველი გაშტერდეს, სუსტიც და ძალგულოვანიც,
ბოლოდ შეყარნოს naec--მა ერთად მოყმე და მხცოვანი,
სჯობს შერცხვენილსა ნამუსსა აბიტურიენტ საწყალი!!!
Wednesday, October 6, 2010
დასრულდა მუშაობა 2011–२०१६ წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში დასრულდა მუშაობა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე.
ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელ ამ ერთ-ერთ ფუნდამენტურ დოკუმენტზე ცენტრის ექსპერტებთან ერთად მუშაობდნენ სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები. საგნობრივ სამუშაო ჯგუფებში სულ 300-მდე ადამიანმა იმუშავა. სამუშაო ჯგუფებმა შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს.
ცენტრი 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით სამუშაო შეხვედრებს აწყობს პედაგოგებთან საქართველოს ქალაქებში საგანამანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან, სკოლების დირექტორებთან.
ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია განათლების სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა.
იმისათვის, რომ ჩვენ მოვისმინოთ და განვიხილოთ თითოეული პედაგოგისა და განათლების სფეროთი დაინტერესებული ადამიანის აზრი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები ქვემოთ წარმოდგენილ სტანდარტებზე მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@ganatleba.org ან mchikobava@ganatleba.org
იხილეთ საგნობრივ სტანდარტები შესაბამისი კლასების მიხედვით შემდეგ ბმულებზე:
Thursday, September 23, 2010
დამტკიცდა მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ”მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი”.
”მასწავლებლობის მაძიებლის რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი”.
Wednesday, September 15, 2010
Tuesday, September 7, 2010
Monday, September 6, 2010
მოსწავლის კოდექსი
,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ1ი" ქვეპუნქტის, 281–ე მუხლის მე–2 პუნქტის ,,ლ1" ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის #37 დადგენილებისთდამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,პ।ი" ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს მოსწავლის ქცევის კოდექსი დანართის შესაბამისად।
- ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე।
დიმიტრი შაშკინი
დანართი
მოსწავლის ქცევის კოდექსი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების საგანი
- მოსწავლის ქცევის კოდექსი (შემდგომში, ,,ქცევის კოდექსი") არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს,რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს।
- ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას।
- სკოლა ვალდებულია, ყველა მასწავლებეს, მოსწავლესა და მშობელს გააცნოს მოსწავლის ქცევის კოდექსი।
- სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ქცევის კოდექსს।
მუხლი 2. ქცევის კოდექსის მიზანი
- ქცევის კოდექსის მიზანია, დანერგოს მოსწავლის ერთიანი წესები।
- ქცევის კოდექსი ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
- ქცევის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე სკოლის ყველა მოსწავლეზე।
- სკოლის დირექცია, მასწავლებლები, სკოლაში დასაქმებული სხვა პირები და მშობლები ხელს უწყობენ მოსწავლეს ქცევის კოდექსის დაცვაში।
თავი II. მოსწავლის ქცევის წესები
მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან
დამოკიდებულება
- მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხოფას.
- მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს।
მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება
მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას.
მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი
მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით.
მუხლი7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს
- მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე।
- გაკვეტილზე ყოფნისას, მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები।
- მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე।
- მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით।
- მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას।
- მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრს და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღბს თავისად।
- მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას।
- მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე।
- მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას।
- მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები
მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
- თამბაქოს ნაწარმი;
- ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
- სანთებელა ან ასანთი;
- ალკოჰოლური საშუალებები;
- ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
- ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
- აზარტული თამაშების საშუალებები;
- უხამსობის ამსახველი ნივთები;
- ნარკოტიკული საშუალებები;
- ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები।
- ფსიქოტროპული შაშუალებები,ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე।
მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის
მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით।
განმარტებითი ბარათი
,,მოსწავლის ეთიკის კოდექსის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების პროექტთან დაკავშირებით წინამდებარე ბრძანების პროექტი მიზნად ისახავს სწავლისათვის ისეთ გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და შესაბამისი ღირებულებების ჩამოყალიბებებს। პროექტი ადგენს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის დირექტორთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობაში।
პროექტის თანახმად, ეთიკის კოდექსი შედგება შემდეგი ძირითადი ნაწილებისაგან:
- მოსწავლეებთან, მასწავლებელებთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან ურთიერთობა;
- მოსწავლის ქცევა სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს।
პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას।
პროექტის ავტორია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი।
პროექტის ინიციატორი და წარმდგენი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მასწავლებლის კოდექსი
ბრძანება #57/ნ
2010 წლის 14 ივლისი ქ, თბილისი
მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების
შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 26–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,შ1დ" ქვეპუნქტის , ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისსამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის # 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის ,,პ।ი" ქვეპუნქტისა და მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის ,,მ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
- დამტკიცდეს თანდართული მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი।
- ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ। შაშკინი
თავიI. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ცნება და მიზანი
- მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი (შემდგომში ,,ეთიკის კოდექსი") ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება।
- ეთიკის კოდექსის მიზანია მასწავლებლის სავალდებულო პროფესიული ქცევის ერთიანი წესების დამკვიდრება।
- სკოლის შინაგანაწესი უნდა ეფუძნებოდეს ეთიკის კოდექსს।
მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეთიკის კოდექსი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მასწავლებლებზე, რომლებიც ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში।
თავიII।ეთიკის კოდექსის სტრუქტურა
მუხლი 3.პროფესიული კომპეტენტურობა
- მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია.
- პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით।
- მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას।
- მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს.
- მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენი წესით।
- მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად।
- მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.
- მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისათვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევათ।
- მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს।
- მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის।
- მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე।
- მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახად და, მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში।
- მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას।
- მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა।
- მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტვაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს।
- მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე।
- მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებაში।
- მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს მორალურ და ზნეობრივ ნორმებს।
- მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატად।
- მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან რელიგიურ (გარდა იმ სკოლების მასწავლებლებისა, რომლებიც ეწევიან რელიგიურ საგანმანათლებლო საქმიანობას) და პოლიტიკურ პროპაგანდას।
- მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის।
- მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად।
- მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას।
- ყოველი სასწავლო ტრიმესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ।
- მასწავლებელი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ।
- მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა, საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეძლოს მშობელთან დაკავშირება.
- მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ დისციპლინურ წარმოებაში।
- მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდასკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა।
- მასწავლებელი თანაბარი პატივისცებით ეპყრობა სკოლის დირექციას , მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ პიროვნული თავისებურებებისა।
- მასწავლებელი უზიარებს შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებს და თანამშრომლობს მათთან।
- მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის მანდატურთან და ითვალისწინებს მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას।
- მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის დირექციასთან და თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისათვის დაგეგმილ ღონისძიებებში।
მუხლი 7. პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევაზე
მასწავლებლის მიერ ეთიკის კოდექსის უხეში ან სისტემატური დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობისა და მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად.
ეროვნული სასწავლო გეგმა 2010–2011სასწავლო წლისათვის
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი წარმოგიდგენთ ეროვნულ სასწავლო გეგმას 2010-2011 წლისათვის.





