Tuesday, October 11, 2011

Lego Education


Lego Education ფონდ ,,First“-თან ერთად, რომლის ამოცანაა ახალგაზრდებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიყვარული ჩაუნერგოს, 9-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოგონებაში საერთაშორისო კონკურსს იწყებს. კონკურსი First Lego League მიზნად ისახავს, ახალგაზრდებში გააღვივოს მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის სიყვარული. გასულ კვირას დაიწყო კონკურსი Food Factor Challenge, რომლის თემაა ჯანსაღი საკვები, თუ როგორ შეიძლება მეცნიერებისა და ტექნიკის გამოყენება საკვების დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კონკურსის ფარგლებში გუნდებმა უნდა შექმნან და ააგონ რობოტები, რომლებიც შეასრულებენ სხვადასხვა ამოცანას „ლეგოს“ გონების სავარჯიშო საგანმანათლებლო კომპლექტის გამოყენებით. ევროპის Lego Education-ის დირექტორმა სიმონ დევენპორტმა განაცხადა: ნებისმიერი ბავშვისა და თინეიჯერისათვის, რომელიც ოცნებობს, გახდეს გამომგონებელი ან მეცნიერი, ანდა უბრალოდ უყვარს „ლეგო“, ეს ნამდვილი გამოწვევაა.

ასეთი კონკურსების გამართვა ხელს უწყობს მეცნიერების მიმართ ინტერესის გაღვივებას ანუ იმ ტენდენციის გაგრძელებას, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერმა ბრაიან კოქსმა დაიწყო.
RM Education-ის აღმასრულებელი დირექტორი ტერი სვინი ამბობს: ძალიან ბევრს არ შეუძლია ფიქრი რაიმე დიდის შექმნაზე. First Lego League გვიჩვენებს, რომ მათ არა მარტო ფიქრი შეუძლიათ, არამედ გამოგონება და შექმნაც. ეს კონკურსი შთააგონებს ახალგაზრდებს, იმუშავონ ერთად მომავლის ბიზნესისა და ტექნოლოგიის ლიდერების დასახმარებლად. პერსპექტიულმა გამომგონებლებმა დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ ვებ-გვერდს: www.firstlegoleague.org

Followers